ზეგარდაXIII-XIV საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ დიღმის მიდამოებში, ჩრდილო-დასავლეთით, ველზე, სოფელ მუხათგვერდის მახლობლად. ეკლესია დარბაზულია (7,3X4,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, ფასადები მოპირკეთებულია მოყვითალო ფერის თლილი ქვით. დაზიანებულია: ჩანგრეულია სახურავი, ფასადებზე საპირე ქვები ამოცვენილია, ჩამოშლილია საკურთხევლის სარკმლის საპირე. აღმოსავლეთით ნახევარწრიული ღრმა აფსიდია. სატრიუმფო თაღის საბჯენი პილასტრები აფსიდის ნახევარწრის ხაზიდან წინ არის გამოწეული. აფსიდაში ერთი სარკმელი და ორი ღრმა ნიშია. თითო სარკმელია დარბაზის გრძივ კედლებშიც. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის კვალი. დასავლეთის ფასადს ვიწრო ფილების სადა ზოლი გასდევს. შესასვლელის არქიტრავის ქვა და საკურთხევლის სარკმელი გრეხილი ორნამენტითაა შემკული.[1] გეგმით სწორკუთხა, მცირე ზომის ნაგებობას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთ მხარეს საკურთხევლის აფსიდაა. ნათდება საკურთხევლისა და სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების სარკმლებიდან. ჩრდილოეთ კედელში სარკმლის დაყოლება იშვიათია შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ასევე თავისებურადაა გადაწყვეტილი საკურთხევლის აფსიდის პილასტრებიც, რომლებიც აფსიდის ნახევარწრეს კი არ ერწყმის, არამედ გამოწეულია მის ფარგლებს გარეთ. ფასადები მოპირკეთებულია მოყვითალო ფერის თლილი ქვით. დეკორატიული მორთულობიდან აღსანიშნავია სხვადასხვა სიგანის ლილვით შემკული საკურთხევლის სარკმლის საპირე.[2]

ზეგარდა

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ზეგარდის წმინდა გიორგის ეკლესია
  2. საღარაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 493.