Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზაჰესი (მრავალმნიშვნელოვანი).

ზაჰესი — დაბა თბილისში, გლდანის რაიონში. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევამდე შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ზღვის დონიდან 450 მ, მცხეთიდან 6 კმ, თბილისის ცენტრიდან 20 კმ). აქ მდებარეობს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური, სხვადასხვა მცირე საწარმოები.

დემოგრაფიარედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 5300
2014 5200