ზარგარხანა
ზარგარხანა — ოქრომჭედელთა უბნის სახელწოდება აღმოსავლეთის ქალაქებში.
ისტორიულ თბილისში ზარგარხანა (ასევე უწოდებდნენ ოქრომჭედელთა ბაზარს) ეწოდებოდა ოქრომჭედელთა რიგებს ახლანდელ ვერცხლის ქუჩასა და მიმდებარე პატარა ქუჩებზე. ერთ-ერთი ასეთ პატარა ქუჩას, რომელიც კალისტრატე ცინცაძისა და ვერცხლის ქუჩებს აკავშირებს, დღემდე ოქრომჭედელთა ქუჩა ეწოდება (1906-1960 წწ. ერქვა იუველირის შესახვევი). ოქრომჭედელთა ცალკეული სახელოსნოები და დუქნები ძველი თბილისის სხვა უბნებშიც არსებობდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 42. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985