ზალცბურგის ალპები

ზალცბურგის ალპები (გერმ. Salzburger Alpen) — ქედი ალპებში, აღმოსავლეთ ალპების ნაწილი. ვრცელდება ავსტრიისა და გერმანიის ტერიტორიებზე. მოქცეულია ეგრეთ წოდებულ „გრაუვაკულ ზონაში“. მაქსიმალური სიმაღლე 2995 მ-მდე (მთა დახშტაინი). ტენენის მასივში მდებარეობს ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მღვიმე აისრიზენველტი. ქედი აგებულია უმეტესწილად კირქვებითა და ფიქლებით. დამახასიათებელია ღრმად დანაწევრებული კალთები, დაკბილული თხემი. მდიდარია ტბებით, მათ შორის აღსანიშნავია: ჰალშტეტერ-ზეე, ტოპლიცი, ატერზეე, ტრაუნზეე. ფერდობები შემოსილია ტყით, სადაც ჭარბობს ნაძვი და წიფელი. ზღვის დონიდან 1400-1600 მ სიმაღლეზე სუბალპური და ალპური მდელოებია. არის სასარგებლო წიაღისეულის საბადოები. განვითარებულია ტურიზმი. არის კურორტები.

ზალცბურგის ალპები
ზალცბურგის ალპები
ზალცბურგის ალპები
კოორდინატები: 47°23′ ჩ. გ. 13°13′ ა. გ. / 47.383° ჩ. გ. 13.217° ა. გ. / 47.383; 13.217
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
გერმანიის დროშა გერმანია
უმაღლესი წერტილი დახშტაინი
სიმაღლე 2995 
ზალცბურგის ალპები — ალპები
ზალცბურგის ალპები

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება