ზაიცერის ფაბრიკის მუშათა გაფიცვა

ზაიცერის ფაბრიკის მუშათა გაფიცვათბილისში მომხდარი მუშათა პირველი საპროტესტო გაფიცვების სერია 1877-1878 წლებში. გაიფიცნენ ზაიცერის ავეჯის ფაბრიკის მუშები. გაფიცვის მიზეზი იყო მუშათა მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა. პირველი გაფიცვა მოხდა 1877 წლის სექტემბერში, ის სამ კვირას გაგრძელდა და მუშათა გამარჯვებით დასრულდა. 1878 წლის თებერვალში იფეთქა მეორე, უფრო დიდმა გაფიცვამ. გაფიცვის მიზეზი გახდა ფაბრიკის მეპატრონის მიერ სამუშაო დროის გახანგრძლივება. გაიფიცა ქარხნის ყველა მუშა, მუშები ითხოვნდნენ სამუშაო დროის ძველი რეჟიმის აღდგენას, რაც გულსხმობდა დილის ხუთი საათიდან საღამოს რვამდე სამუშაო დროს, ასევე ითხოვნდნენ დღიური ხელფასის გადიდებას მანეთნახევრამდე, სამუშაო დროის აღრიცხვას წიგნაკებით, ნარდობით მომუშავეთათვის ანაზღაურების 20%-იან მატებას. პოლიციამ ოთხი გაფიცული დააპატიმრა, მაგრამ გაფიცვის მასშტაბის და მუშათა მტკიცე წინააღმდეგობის გამო ზაიცერი იძულებული გახდა თითქმის ყველა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 475.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ 5, თბილისი, 1970
  • ჩორდიშვილი მ., „ჩემი თავგადასავალი“, ტფილისი, 1927