ზაზა ვანიონის ძე დარასელი (დ. 20 ივნისი, 1950, თბილისი — გ. 1 ივლისი, 2001, იქვე) — ქართველი ჟურნალისტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1972). იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, საქართველოს რადიოს სამეცნიერო გადაცემების რედაქტორად, შემდგომ — ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციაში ახალგაზრდული პროგრამების მთავარ რედაქტორად (1980–1983). 1985 წელს დაინიშნა საქტელერადიომაუწყებლობის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ (გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა). 1992 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ტელეკომპანია „მეორე არხის“ გენერალური დირექტორი. წერდა მოთხრობებსა და ნოველებს („უჩინარი“, 1984); თარგმნიდა გაბრიელ გარსია მარკესის ნაწარმოებებს. დარასელის გარდაცვალებისთანავე დაარსდა მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი „სიცოცხლე მშვენიერია“, რომელიც აფინანსებს კულტურულ, სპორტულ, ხელოვნებისა და განათლების პროექტებს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება