ვუპერტალის შეკიდული გზა

ვუპერტალის შეკიდული გზა (გერმ. Wuppertaler Schwebebahn) — საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა ქალაქ ვუპერტალში, რომელიც წარმოადგენს მონორელსიან, ორლიანდაგიან, შეკიდულ სისტემას ესტაკადებზე. გააჩნია 20 სადგური. საერთო სიგრძეა - 13,3 კმ..აქედან 10 კმ. გადის მდ. ვუპერზე, 12 მ. სიმაღლეზე. დანარჩენი 3,3 კმ. კი - ქალაქის ქუჩებზე, 8 მ. სიმაღლეზე. მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე - 60 კმ/სთ-ია. გზა აშენდა 1900 წელს და ექსპლუატაცია გაეწია 1901 წელს. გზის ოფიციალური სახელია - გერმ. Einschienige Hängebahn System Eugen Langen (ოიგენ ლანგენის მონორელსური შეკიდული გზის სისტემა).

შეკიდული გზის მატარებელი ვუპერტალში
შეკიდული გზის სქემა

ინციდენტები და ავარიები

რედაქტირება

ინციდენტი სპილოსთან

ყველაზე უჩვეულო შემთხვევა გზის არსებობის ისტორიაში მოხდა 1950 წლის 21 ივლისს. ამ დღით ცირკის დირექტორმა ალტჰოფმა, რეკლამირების მიზნით, გადაწყვიტა მონორელსით გაესეირნებინა სპილო ტუფი. სადგურ Alter Markt-ზე სპილო აიყვანეს ვაგონში. როგორც ჩანს, მგზავრობის იდეა სპილოს არ ხიბლავდა. გამგზავრებიდან ცოტა ხანში, სპილომ კედელი გაანგრია და ვაგონიდან გადავარდა. თუმცა იმ დროს, მატარებელი მდინარეზე გადიოდა. ტუფი 5 მ. სიმაღლიდან ჩავარდა მდინარეში და სერიოზულად არ დაშავებულა. ინციდენტის შედეგად, პანიკაში ჩავარდნისგან, რამდენიმე მგზავრმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება