ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები

(გადამისამართდა გვერდიდან ვულფ-რეიეტის ვარსკვლავი)

ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები (ხშირად მოიხსენიებენ შემოკლებით, ვრ ვარსკვლავები) — ევოლუციური და მასიური ვარსკვლავები (საწყისი მასა 20 მზის მასა), რომლებიც თავიანთ მასას ძალიან სწრაფად კარგავენ. მასის სწრაფი დაკარგვა კი იწვევს ვარსკვლავური ქარის 2000 კმ/წმ-მდე აჩქარებას. ჩვენი მზე ყოველ წელს დაახლოებით 10−14 მზის მასას კარგავს, მაშინ როდესაც ვრ ვარსკვლავები ყოველწლიურად 10−5მზის მასას მოიხმარენ.

ჰაბლის სახელობის კოსმოსური ობსერვატორიის მიერ გადაღებული M1-67 ნისლეულის ფოტო ვოლფ-რაიეს ვარსკვლავის გარშემო. ვარსკვლავის სახელია WR 124

ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები უკიდურესად ცხელები არიან. მათი ზედაპირის ტემპერატურა აღწევს 30 000 K-დან (29727 °C) 200 000 K-მდე (199727 °C). ისინი ასევე ძალიან კაშკაშები არიან - 10 000-დან რამდენიმე მილიონამდე კაშკაშები, ვიდრე ჩვენი დედავარსკვლავი. თუმცა ისინი ვიზუალურად (ანუ ხილულ სპექტრში) ძალიან კაშკაშები არ არიან, რადგან ისინი ძირითადად ულტრაიისფერსა და და რენტგენიშიც კი ასხივებენ.

მათი სახელი კი მოდის ორი მეცნიერიდან, რომელთაც ასეთი ტიპის მნათობები აღმოაჩინეს. ესენი იყვნენ ჩარლზ ვოლფი და ჟორჟ რაიე. შესაბამისად ასეთ ვარსკვლავებს ეწოდათ ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები.

 
AB7 არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნისლეული მაგელანის ნისლეულებში - ირმის ნახტომის ორი თანამგზავრი გალაქტიკა

ვრ ვარსკვლავები მასიური ვარსკვლავების ევოლუციის ნორმალურ ეტაპზე იმყოფებიან, რომლებშიც წყალბადის და აზოტის (WN მიმდევრობა), ან ჰელიუმის, ნახშირბადის და ჟანგბადის (WC მიმდევრობა) გამოსხივების ფართო ხაზები ჩანს. მათი ძლიერი გამოსხივების ხაზების დახმარებით, ისინი შეიძლება აღმოვაჩინოთ ახლო გალაქტიკებში. დაახლოებით 300 ვრ ვარსკვლავია ნაპოვნი ჩვენს გალაქტიკაში. ეს რიცხვი უკანასკნელი წლების განმავლობაში შეიცვალა, რადგან ასეთი ტიპის ვარსკვლავების აღმოჩენას ძალიან ღრმა ფოტომეტრული და სპექტროსკოპული დაკვირვებები მიეძღვნა. დამატებით, დაახლოებით 100 ასეთი ობიექტია ნაპოვნი მაგელანის დიდ ნისლეულში, ხოლო 12 აღმოაჩინეს მაგელანის პატარა ნისლეულში და რამდენიმე ადგილობრივი ჯგუფის და უახლოეს გალაქტიკებში (M83, NGC 300 და სხვა).

რამდენიმე ასტრონომმა, მათ შორის რუბლევმა და კონტიმ თავდაპირველად წამოაყენეს ვარაუდი, რომ ვრ ვარსკვლავები არიან O-ვარსკვლავების მემკვიდრეები, რომლებშიც უკიდურესად კაშკაშა ვარსკვლავების ძლიერმა ვარსკვლავურმა ქარმა გამოტყორცნა წყალბადით მდიდარი გარე ფენები.

დამახასიათებელი გამოსხივების ხაზები ფორმირდება გაფართოებულ, მკვრივ და მაღალსიჩქარიანი ქარის რეგიონში, რომელიც ეხვევა ძალიან ცხელ ვარსკვლავურ ფოტოსფეროში, რომელიც გამოყოფს ულტრაიისფერ გამოსხივებას, ხოლო ეს უკანასკნელი იწვევს ნათებას (ფლუორესენციას) ხაზების ფორმირების ქარიან რეგიონში. მეცნიერებს სჯერათ, რომ ასეთი ვარსკვლავების უმეტესობა საბოლოოდ გახდება Ib ან Ic ტიპის სუპერნოვა

არსებობს ვრ ვარსკვლავების ერთი ტიპი, რომელთაც აქვთ ძლიერი წყალბადის ხაზები თავიანთ სპექტრში, რომლებიც წყალბადის ატმოსფეროზე მიუთითებენ. ესენი არიან WNh (და ასევე WNha) ვარსკვლავები. მათ ჯერ კიდევ არ მოუშორებიათ თავიანთი წყალბადის "ქერქები." ისინი მხოლოდ ევოლუციონირებენ მასიური მთავარი მიმდევრობის O-კლასის ვარსკვლავებიდან. ეს არის ყველაზე კაშკაშა ვრ ვარსკვლავები და მათ შორის არიან ყველაზე მაღალი ბოლომეტრიული სიკაშკაშის ვარსკვლავები.

ევოლუციური მოდელი

რედაქტირება
საწყისი მასა (MS (მზის მასა)) ევოლუციური მიმდევროვა სუპერნოვას ტიპი
>90 O => Of => WNLh (=> WNE) => WC Ib (ან IIn)
60-90 O => Of/WNLh <=> LBV => WNL => WC Ib (ან IInა)
40-60 O => BSG => LBV <=> WNL (=> WNE) => WC Ib
(იშვიათად) O => BSG => LBV <=> WNL (=> WNE) => WC => WO Ic
30-40 O => BSG => RSG (<=> LBV)=> WNE => WC Ib
20-30 O (=> BSG) => RSG <=> BSG (ლურჯი მარყუჟები) => RSG IIL (ან IIb)
10-20 O => RSG IIP

მაგალითები

რედაქტირება
 
VFTS 682 მაგელანის დიდ ნისლეულში

ვრ ვარსკვლავის ყველაზე ხილული მაგალითია Gamma 2 Velorum, რომლის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი. ის მდებარეობს იალქნების თანავარსკვლავედში. თავისი სპექტრის ეგზოტიკური ბუნების გამო მას მეტსახელად "სამხრეთ ცის სპექტრულ ძვირფას ქვას" ეძახიან. სხვა ვრ ვარსკვლავების დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ეს ერთადერთია.

ყველაზე მასიური და ალბათ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი R136a1 ასევე ვრ ვარსკვლავია, რომელიც WNh ტიპს მიეკუთვნება. ასეთი ტიპის ვარსკვლავები, რომლებიც მოიცავს ყველაზე კაშკაშა და მასიურ ვარსკვლავებს, ძალიან ახალგაზრდაა და ჩვეულებისამებრ მოიძებნება ძალიან, ძალიან ხშირ ვარსკვლავთგროვებში. იშვიათად კი, გაქცეული ვრ ვარსკვლავები, როგორიცაა VFTS 682 ასეთი გროვების გარეთ მოიძებნება. ის ალბათ გამოაგდეს მრავალვარსკვლავური სისტემიდან ან სხვა ვარსკვლავებთან ურთიერთქმედებამ გამოაძევა ვარსკვლავთგროვიდან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება