ვუდუისტი (ინგლ. Voodoo Man) — 1944 წლის საშინელებათა ჟანრის ფილმი, გადაღებული უილიამ ბოდაინის სცენარის მიხედვით. ფილმში თამაშობენ ბელა ლუგოში, ჯონ კერადაინი და ჯორჯ ზუკო.

სიუჟეტი რედაქტირება

ნიკოლასი (ჯორჯ ზუკო) ავტოგასამართი სადგურის მფლობელია. სინამდვილეში კი იგი ასეთი გზით დოქტორ რიჩარდ მარლოუს (ბელა ლუგოში) ეხმარება ახალგაზრდა ქალბატონების დაჭერაში, რომელთა რაობას უკანასკნელი თავის გარდაცვლილ მეუღლეს უნერგავს. ერთ-ერთი თანაშემწე აგრეთვე არის ტობი (ჯონ კერადაინი), რომელიც ზომბირებულ ქალებს პატრონობს და ვუდუისტური ცერემონიების დროს ბონგოებზე უკრავს.

როლებში რედაქტირება

წარმოება რედაქტირება

ფილმის გადაღება დაიწყო 1943 წლის 16 ოქტომბერს და დასრულდა შვიდ დღეში. ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო „ვეფხვ-კაცი“, თუმცა მოგვიანებით სახელწოდება შეიცვალა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება