ვრაც-დაშტი (სომხ. ქართველთა ველი) — გეოგრაფიული ტერმინი, რომლითაც ძველი სომეხი ისტორიკოსები აღნიშნავდნენ ქვემო ქართლის (სომხ. წყაროების გუგარქის) ერთ მხარეს, კერძოდ, მდინარე დებედის, ხრამისა და მისი შენაკადების (ბოლნისისწყალი, მაშავერა, შულავერი) ქვემოთ. სომეხი ისტორიკოსის უხტანესის (X ს.) მიხედვით, ვრაც-დაშტში იყო ქვემო ქართლის პიტიახშის — ვარსქენის (V ს.) რეზიდენცია — ცურტავი. აქვე იყო ქართულ წყაროებში მოხსენიებული გაგის ციხე.

ლიტერატურა რედაქტირება