ვიკიპედია:ბიოგრაფიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა

(გადამისამართდა გვერდიდან ვპ:ბიო/დიპ)
ვიკიპედიის სახელმძღვანელოები
ქცევის წესები

ნუ ეცემით ახალბედებს · ეტიკეტი · განხილვის გვერდების მართვა · იყავით გაბედული · ვიკიპედია:რეზიუმე · მალსახმობი · კატეგორიზაცია

შინაარსის სახელმძღვანელოები

ლიტერატურის მითითება · სანდო წყაროები · ნუ შემოიტანთ პირველადი წყაროების ასლებს

რედაქტირების წესები

ბიოგრაფიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა · წყაროს მითითება

სტილის სახელმძღვანელო

სტილის სახელმძღვანელო


იხ. აგრეთვე დებულებები

ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს. ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. ვიკიპედია არის უნივერსალური ენციკლოპედია, რაც ნიშნავს, რომ სტატიები ეხება როგორც ისტორიულ პიროვნებებს, ასევე თანამედროვეებს, რომელთა ბიოგრაფიები აკმაყოფილებენ ენციკლოპედიური მნიშვნელობის კრიტერიუმებს. გაითვალისწინეთ, რომ ახლადშექმნილი სტატიის მტკიცების ტვირთი - რედაქტორებისა და ადმინისტრატორების დარწმუნება იმაში, რომ პიროვნების ბიოგრაფიას გააჩნია ენციკლოპედიური მნიშვნელობას - არის სტატიის ავტორის/რედაქტორის პასუხისმგებლობა.

ზოგადი

მალხმობა:
ვპ:ბიო/ზოგადი

პიროვნების ბიოგრაფია უნდა მივიჩნიოთ ენციკლოპედიურად იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პიროვნების მრავალჯერადი გაშუქება ავტორიტეტულ და სანდო მეორეულ წყაროებში და თუ პიროვნების ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროები, რომელიც ერთმანეთისგან და სტატიის ობიექტისგან დამოუკიდებელია. ენციკლოპედიურია ასევე პიროვნების ბიოგრაფია იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას მიღებული აქვს მნიშვნელოვანი და საყოველთაოდ აღიარებული ჯილდო, ან იყო რამდენჯერმე ნომინირებული ან/და პიროვნებას მიუძღვის საყოველთაოდ აღიარებული წვლილი კონკრეტულ სამეცნიერო დარგში/დისციპლინაში, ან მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ისტორიულ მოვლენაზე.

პროფესიული

პოლიტიკოსები და საზოგადოებრივი მოღვაწეები

მალხმობა:
ვპ:ბიო/საზპოლი
  1. ქვეყნების პირველი პირები;
  2. საერთაშორისო ორგანიზაციების პირველი პირები;
  3. პარლამენტის, უზენაესი/საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები;
  4. წამყვანი პოლიტიკური პარტიების პირველი პირები;
  5. წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი პირები (აუცილებელია ორგანიზაციის წამყვანობის დასტურდება ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროების არსებობით);
  6. გუბერნატორები და მუნიციპალიტეტების პირველი პირები (მერი);
  7. სხვა პოლიტიკოსები და საზოგადოებრივი მოღვაწეები, რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით;
  8. ეროვნული ბანკების ან მისთ. საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების პირველი პირები.

დიპლომატები

მალხმობა:
ვპ:ბიო/დიპ
  1. დიპლომატიური მისიის ნებისმიერი ხელმძღვანელი;
  2. უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები;
  3. სხვა დიპლომატები, რომელთა ქმდედებებმა მნიშვნელოვნად განაპირობა საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პროცესები და რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი მეორეული წყაროები.

ჟურნალისტები

მალხმობა:
ვპ:ბიო/ჟურნ
  1. ეროვნული ან საერთაშორისო წამყვანი არხების წამყვანი ჟურნალისტები (შტატში მომუშავე კოლუმნისტები, მუდმივი კორესპოდენტები, წამყვანი გადაცემების წამყვანები და მისთ.) (მაგ. The New York Times, იმედი, მთავარი არხი), რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით;
  2. იმ საინფორმაციო საშუალებების მთავარი რედაქტორები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვიკიპედიის ენციკლოპედიურ კრიტერიუმებს (რომელთა შესახებ არსებობს სტატია ვიკიპედიაში), თუ ისინი იკავებენ საკუთარ პოსტს ხანგრძლივი დროის განმავლობაში და რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით;
  3. საკუთარ დარგში არსებული ყველაზე პრესტიჟული პროფესიული ჯილდოს მფლობელები (მაგ. პულიცერის პრემია ან ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში)
  4. სხვა ჟურნალისტები, რომელთა საქმიანობა ფართოდ იყო გაშუქებული დამოუკიდებელი სანდო წყაროების მიერ და რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით.

სამხედროები

მალხმობა:
ვპ:ბიო/მილ
  1. სამხედრო ან ძალოვანი სტრუქტურების (მათ შორის, არაფორმალური) ხელმძღვანელი პირები (მეთაური, მეთაურის მოადგილე, შტაბის უფროსი, მთავარი სერჟანტი და ა.შ.);
  2. მსხვილი სპეციალური ან ტერიტორიული სამხედრო ან ძალოვანი ფორმირებების ხელმძღვანელები და დროებითი ხელმძღვანელები, თუ ფორმირება მოქმედებდა მსხვილი საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის დროს (მაგ. მეორე მსოფლიო ომი, ავღანეთის ომი, რუსეთ-საქართველოს ომი, რუსეთის შეჭრა უკრაინაში) და თუ პიროვნების ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროები;
  3. მნიშვნელოვანი ისტორიული, სადაზვერო, პოლიციური ან სამხედრო ოპერაციების მთავარი მონაწილეები თუ პიროვნების ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროები;
  4. ფართოდ ცნობილი სამხედრო დამნაშავეები, თუ პიროვნების ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროები;

ხელოვნება და კულტურა

შოუ-ბიზნესი

მალხმობა:
ვპ:ბიო/შოუ
  1. ფართო ცნობადობის მქონე შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით და:
    1. გააჩნიათ ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით აღიარებული წარმატება საკუთარ სფეროში (წამყვანი ადგილი ჩარტებში, წიგნის ტირაჟი, საერთაშორისო პრემიები, ან საერთაშორისო მუსიკალური სერტიფიკატორის აღიარება (არანაკლებ ბრინჯაო, ვერცხლი ან ოქრო).
    2. იმ პიროვნების პროდიუსერი, პრომოუტერი ან სიმღერის ტექსტის ავტორი, რომელიც აკმაყოფილებს ზედა კრიტერიუმს.

მაღალი კულტურა

მალხმობა:
ვპ:ბიო/კლასიკა
  1. ეროვნული დონის მუზეუმების დირექტორები;
  2. მწერალი, მთარგმნელი, მუსიკოსი, მსახიობი, რეჟისორი, მხატვარი, ფოტოგრაფი, სკულტპრი და მისთ., რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით და:
    1. გააჩნია დარგის საერთაშორისო ან ეროვნული უმაღლესი ჯილდო, პრემია, სტიპენდია ან მისთ. (მაგ. პრემია საბა);
    2. გააჩნის დარგის წამყვანი აქტორების აღიარება (პუბლიკაცია ყველაზე პრესტიჟულ გამომცმელობაში, ნახატები საერთაშორისო დონის მუზეუმში, მონაწილეობა საერთაშორისო დონის ფესტივალში ან მისთ.) და მისი ან მისი საქმიანობის შესახებ არსებობს პუბლიკაციები (რეცენზიები/მიმოხილვები) დარგის ავტორიტეტულ გამოცემებში;
    3. მრავალჯერადი მონაწილეობა საერთაშორისო ან ეროვნული უმაღლესი ჯილდოს, პრემიის, სტიპენდიისა ან მისთ. ჟიურიში (მაგ. პრემია საბას ჟიური);

გასართობი ინდუსტრია

მალხმობა:
ვპ:ბიო/გართობა
  1. მოდელი, კომიკოსი, ხმის მსახიობი (გაახმოვანებელი), პორნომსახიობი, რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით და:
    1. გააჩნია დარგის საერთაშორისო ან ეროვნული ჯილდო, პრემია, სტიპენდია ან მისთ. (მაგ. პორნომსახიობის შემთხვევაში AVN ჯილდო);

მეცნიერები

მალხმობა:
ვპ:ბიო/აკადემია
  1. ყველაზე ძველი და ავტორიტეტული სამეცნიერო საზოგადოებების წევრები (მაგ. ლონდონის სამეფო საზოგადოება, ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (გაითვალისწინეთ, რომ ახლადშექმნილი „აკადემიების“ წევრები ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებენ);
  2. ეროვნული ან საერთაშორისო დონის ორგანიზაციების უმაღლესი თანამდებობების მქონე მეცნიერები;
  3. სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უნივერსიტეტების რექტორები;
  4. ნობელის ან სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის პრემიისა ან კონკურსის ლაურეატები;
  5. რუსთაველის პრემიის ლაურეატები;
  6. საერთაშორისო ან ეროვნული დონის ჟურნალების ან პერიოდული გამოცემების მთავარი რედაქტორები, რომელთა შესახებ არსებობს სტატია ვიკიპედიაში;
  7. მეცნიერები, რომელთა სახელი უკავშირდება კონკრეტულ მნიშვნელოვან აღმოჩენას და რომელთა ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით;
  8. მეცნიერები, რომელთა სახელი უკავშირდება კონკრეტულ მნიშვნელოვან მიღწევას კონკრეტულ სამეცნიერო დარგში;
  9. მეცნიერები, რომელთა პუბლიკაციები მხარდაჭერილია და გამოცემულია ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ და რომელთა ტირაჟი არანკალებია 500 ეგზემპლარის.

სხვადასხვა

მალხმობა:
ვპ:ბიო/სხვ
  1. პიროვნება, რომელიც აკმაყოფილებს ინგლისური ვიკიპედიის ენციკლოპედიური მნიშვნელობის კრიტერიუმებს და რომლის შესახებ ინგლუსურ ვიკიპედიაში დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (არანაკლებ 3 თვე) არსებობს დამოწმებული სტატია, გარდა იმ პიროვნებებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოსთან, თუ მისი ბიოგრაფიისა და საქმიანობის აღსაწერად არსებობს საკმარისი ავტორიტეტული და სანდო მეორეული წყაროებით.

წყაროები

ბიოგრაფიული ლექსიკონი

მალხმობა:
ვპ:ბიო/ლექსიკონი
  • გაითვალისწინეთ, რომ პიროვნების ენციკლოპედიური მნიშვნელობის დამადასტურებლად არ გამოდგება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი. ლექსიკონს არ გააჩნია ენციკლოპედიური ან სხვა მნიშვნელობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, შესაბამისად ბიოგრაფიული ლექსიკონი არ არის წყარო, რომლითაც შესაძლებელია ვიკიპედიისთვის ენციკლოპედიური მნიშვნელობის დამტკიცება.

იხილეთ აგრეთვე