Wolt

(გადამისამართდა გვერდიდან ვოლტი (კომპანია))
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

Woltფინური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ცნობილია მისი მიწოდების პლატფორმით. Wolt-ის აპლიკაციებისა (iOS და Android) და ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს საკვები და სხვა საგნები რესტორნებს ან/და სავაჭრო პარტნიორებს. მომხმარებელს შეუძლია სასურველ მისამართზე მიიღოს შეკვეთა კურიერების მეშვეობით ან თან წაიღოს ის.

Wolt
ვოლტი
დარგი საკვების მიტანის აპლიკაცია
დაფუძნდა 6 ოქტომბერი, 2014; 10 წლის წინ (2014-10-06)
ჰელსინკი, ფინეთი
დამაარსებელი Miki Kuusi, Elias Aalto, Mika Matikainen, Oskari Pétas, Lauri Andler, Juhani Mykkänen
მფლობელი DoorDash
ფილიალი

ხელმისაწვდომია ქალაქებში:

აზერბაიჯანი
საიტი wolt.com
Wolt საქართველო

2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, კომპანია ვოლტი DoorDash-ის მფლობელობაშია.[1]

Wolt 2014 წელს 6 დამფუძნებელმა, მათ შორის კომპანია Slush-ის ყოფილმა CEO-მ, Miki Kuusi-მ დააარსა. დღეს, Wolt-ის სათაო ოფისი ჰელსინკიში, ფინეთში მდებარეობს, Miki Kuusi კი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. მოგვიანებით, Slush-ის ორი აღმასრულებელი დირექტორი, რიკუ მიქელო და მარიან ვიკულა, ასევე გადავიდნენ ვოლტზე. [2]

2021 წლის მაისის მდგომარეობით, ვოლტი მოღვაწეობს 23 ქვეყანაში და 180-ზე მეტ ქალაქში, მათ შორისაა ტამპერე, ტურკუ, ტალინი, სტოკჰოლმი, ვილნიუსი, კოპენჰაგენი, პრაღა, ბრნო, ბაქო, თბილისი, ათენი, თელ-ავივი, ბერლინი და ტოკიო. ვოლტს ჰყავს 45 000-ზე მეტი სავაჭრო პარტნიორი, 90 000 კურიერის პარტნიორი და 12 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი (2021 წლის ივნისი).

ვოლტმა მოიზიდა $ 856 მილიონი ინვესტორებისგან, მათ შორის ICONIQ Capital, Highland Europe, 83North, EQT Ventures, Tiger Global, DST Global, Prosus, KKR, Coatue, Inventure, Lifeline Ventures, Supercell დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორია ილკა პაანანენისა და ნოკიას თავმჯდომარე რისტო სილასმასგან. ვოლტს 3200-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს 23 ქვეყანაში.

2020 წელს, Financial Times-მა ვოლტი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიების FT:1000 რეიტინგში მეორე ადგილზე დაასახელა.[3]

2021 წლის ნოემბერში, აქციათა გაცვლის შედეგად, რომლითაც ვოლტის აქციონერებმა DoorDash აქციების უმცირესობა მიიღეს, რომლის ღირებულებაც 8.1 მილიარდი ამერიკული დოლარია, ვოლტი DoorDash-თან გაერთიანდა.[1]

განვითარების გზა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Rana, Preetika (2021-11-09). „DoorDash to Buy Finland Food-Delivery Startup in Deal Valued Above $8 Billion“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. ციტირების თარიღი: 2021-11-12.
  2. Lappalainen, Elina (2019-06-24). „Miki Kuusi nappasi entiset Slushin toimitusjohtajat Woltiin – Onko Slush-nuorisosta muodostumassa Suomen oma PayPal-mafia?“ [Miki Kuusi captures former Slush CEOs in Wolt - Is Slush Youth Becoming Finland's Own PayPal Mafia?]. Talouselama (Finnish). ციტირების თარიღი: 2019-10-22.
  3. FT 1000: the fourth annual list of Europe's fastest-growing companies en-GB (2020-03-02). ციტირების თარიღი: 2020-03-23
  4. „Wolt delivers the goods with robots“. Good News from Finland (ინგლისური). 28 November 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 5 ივლისი 2021.

 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Wolt“-დან