ვოლვი (ბერძ. Λίμνη Βόλβη) — ტბა საბერძნეთში. მდებარეობს ქალკედონის ნახევარკუნძულზე, ქალაქ სალონიკიდან აღმოსავლეთით. გაწოლილია დისორის მთების სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 37 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობით საბერძნეთის მეორე ტბაა. ზედაპირის ფართობი 70 კმ², მოცულობა 0,94 კმ³, სიგრძე 21 კმ, უდიდესი სიღრმე 23 მ. წყალშემკრები აუზის ფართობი 1247 კმ². ტექტონიკური წარმოშობისაა.

ვოლვი
ვოლვის ტბა
ვოლვის ტბა
კოორდინატები: 40°40′54″ ჩ. გ. 23°28′02″ ა. გ. / 40.68167° ჩ. გ. 23.46722° ა. გ. / 40.68167; 23.46722
მდებარეობა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 37 
ფართობი 70 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 23 
აუზის ფართობი 1247 კმ²
ვოლვი — საბერძნეთი
ვოლვი

ვოლვი გაწოლილია კორონიის ტბის აღმოსავლეთით, რომელთანაც წყლის ნაკადითაა დაკავშირებული. წყლის საშუალო ტემპერატურა 6,8°C, მაქსიმალური 29°C. ტბა მდიდარია თევზით. მოიპოვება დაახლოებით 20-მდე სახეობის თევზი, რომელთაგან ერთი ენდემური სახეობისაა. ტბის გარშემო ბინადრობს დაახლოებით 200-მდე სახეობის ფრინველი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება