ვოლგოდონსკის დენდროპარკი

ვოლგოდონსკის დენდროპარკი (რუს. Волгодонский дендрарий) — დენდროლოგიური პარკი ქალაქ ვოლგოდონსკის დასავლეთით, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ერთადერთი სტეპის დენდროპარკი დონის ტერიტორიაზე. უჭირავს 11 ჰა ფართობი[1]. დაარსდა 1966 წელს ე. სერებცოს მიერ. ღია და დახურულ სივრცეში იზრდება ხმელთაშუაზღვიური, ევროპა-ციმბირული, ჩინურ-იაპონური და ჩრდილოეთ ამერიკული წარმომავლობის მცენარეების 240 სახეობა. დენდროპარკი ემსახურება სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის სასწავლო ბაზას[1].

ვოლგოდონსკის დენდროპარკი

Волгодонский дендрарий

ვოლგოდონსკის დენდროპარკი
მდებარეობა დროშა: რუსეთი რუსეთი, როსტოვის ოლქი
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
უახლოესი ქალაქი ვოლგოდონსკი, დროშა: რუსეთი რუსეთი
კოორდინატები 47°30′50″ ჩ. გ. 42°08′01″ ა. გ. / 47.51389° ჩ. გ. 42.13361° ა. გ. / 47.51389; 42.13361
დაარსდა 1966

დენდროლოგიური პარკი დაარსდა 1966 წელს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული მეტყევის, რომანოვების მექანიზირებული სატყეო მეურნეობის დირექტორის ემილიანე სკრებცის ინიციატივითა და ვოლგოდონსკის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით. დენდროლოგიური პარკისათვის გამოიყო 11 ჰა მიწის ნაკვეთი. წლების განმავლობაში პარკის ბინადარი ხეებს რაოდებნობა იზრდებოდა. 1970-იანი წლების შუა პერიოდში პარკში 240 სახეობის ხე ხარობდა[2].

დენდროპარკის დამაარსებლებისათვის აუცილებელი იყო ხეების გახარებასთან ერთად მათ აკლიმატიზაციაზეც ეზრუნათ.

საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად მოიშალა დენდროპარკის მუშაობაც. ტერიტორიას აღარავინ იცავდა, მრავალი უნიკალური ხე ვანდალიზმს შეეწირა. ნაკრძალ ადგილებში იმართებოდა პიკნიკები, ხდებოდა დენდროპარკის დანაგვიანება. 2006 წელს როსტოვის ოლქის ადმინისტრაციამ მიიღო დადგენილება № 418, რომლის მიხედვითაც 70 ობიექტი, რომელიც დენდრარიმში მდებარეობდა გამოცხადდა დაცულ ტერიტორიად. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ქალაქის ადმინისტრაციის მიერ მოხდა დენდროპარკის კეთილმოწყობა[2].

დენდროლოგიური პარკის ცენტრალურ ნაწილში წარმოდგენილია ჰიბრიდული ვარდების 150 სახეობა. დენდრარიუმი არის როსტოვის უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა.

დენდროპარკში ხარობს ოთხი ისეთი სახეობა, რომელიც შეტანილია როსტოვის ოლქის წითელ წიგნში: ღვია, ნეკერჩხალი, თხილი და თელა. ორი სახეობა კი შეტაანილია რუსეთის ფედერაციის წითელ წიგნში ყირიმული ფიჭვი და ვაშლანა[3].

  1. 1.0 1.1 Ландшафтная архитектура. Rostov Region. ციტირების თარიღი: 2017-01-15.
  2. 2.0 2.1 Волгодонский дендропарк. Объединённый календарь туристических событий Ростовской области. ციტირების თარიღი: 2017-01-15.
  3. Волгодонский дендрарий вычеркнут из ряда природных памятников Дона. Волгодонск.рф. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-09. ციტირების თარიღი: 2017-01-15.