ვოსორიტიდი

(გადამისამართდა გვერდიდან ვოზორიტიდი)

ვოსორიტიდი (ინგლ. Vosoritide), გაყიდვაში გამოიყენება სახელი ვოქსზოგო (ინგლ. Voxzogo) — სამედიცინო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აქონდროპლაზიის სამკურნალოდ.[1][2][3]

ვოსორიტიდის ქიმიური სტრუქტურა

ვოსორიტიდის გამოყენება ნებადართულია ევროპის კავშირში 2021 წლის აგვისტოდან,[3][4][5] ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში — 2021 წლის ნოემბრიდან.[2][6] აშშ-ის საკვების და წამლის მარეგულირებელმა სააგენტომ პრეპარატი მოწინავე სამკურნალო საშუალებად (ინგლ. first-in-class medication) მიიჩნია.[7]

სამედიცინო მოქმედება

რედაქტირება

ვოსორიტიდი იწვევს დეფექტური გენის მიერ წარმოქმნილი ცილის რაოდენობის შემცირებას, რის შედეგადაც ხრტილი უფრო ადვილად გარდაიქმნება ძვლად.[8]

გვერდითი ეფექტები

რედაქტირება

პრეპარატის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ინიექციის ადგილზე გვერდითი რეაქციები (შეშუპება, სიწითლე, ქავილი ან ტკივილი), პირღებინება და სისხლის დაბალი წნევა.[1][2][3] როგორც აღნიშნავს ზაალ კოკაია, წამლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა შეფასდა ძალიან დეტალურად და სარწმუნოდ წარმოებულ მესამე ფაზის კლინიკურ კვლევაში. მისი გვერდითი ეფექტები მიღებულ დადებით შედეგებთან შედარებით მინიმალურია.[9]

„დედების პროტესტი“

რედაქტირება

2023 წლის აპრილში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციები გამართეს. საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით მშობლებმა ორი ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს.[10]

აქციებს ოთხი თვის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე გაიმართა. მშობლები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს საქართველოში მედიკამენტ ვოსორიტიდის შემოტანა, რომელიც მათი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.[10]

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის მოადგილეები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს აპრილის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა უშედეგოდ.[10]

  1. 1.0 1.1 Voxzogo 0.4MG- vosoritide kit Voxzogo 0.56MG- vosoritide kit Voxzogo 1.2MG- vosoritide kit. ციტირების თარიღი: 19 December 2021
  2. 2.0 2.1 2.2 „FDA Approves First Drug to Improve Growth in Children with Most Common Form of Dwarfism“. U.S. Food and Drug Administration (FDA) (პრეს-რელიზი). 19 November 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 November 2021. ციტირების თარიღი: 19 November 2021. თარგი:PD-notice
  3. 3.0 3.1 3.2 Voxzogo EPAR (23 June 2021). ციტირების თარიღი: 9 September 2021 Text was copied from this source which is © European Medicines Agency. Reproduction is authorized provided the source is acknowledged.
  4. Voxzogo Product information. ციტირების თარიღი: 3 March 2023
  5. „European Commission Approves BioMarin's Voxzogo (vosoritide) for the Treatment of Children with Achondroplasia from Age 2 Until Growth Plates Close“ (პრეს-რელიზი). BioMarin Pharmaceutical. 27 August 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 August 2021. ციტირების თარიღი: 9 September 2021 – წარმოდგენილია PR Newswire-ის მიერ.
  6. „BioMarin Receives FDA Approval for Voxzogo (vosoritide) for Injection, Indicated to Increase Linear Growth in Children with Achondroplasia Aged 5 and Up with Open Growth Plates“ (პრეს-რელიზი). BioMarin Pharmaceutical. 19 November 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 August 2022. ციტირების თარიღი: 19 November 2021 – წარმოდგენილია PR Newswire-ის მიერ.
  7. Advancing Health Through Innovation: New Drug Therapy Approvals 2021 (PDF) (13 May 2022). ციტირების თარიღი: 22 January 2023 თარგი:PD-notice
  8. ზაალ კოკაია: ის ფაქტი, რომ წამალი დაჩქარებული წესით დაამტკიცეს, მიუთითებს, რომ პრეპარატი ეფექტიანია
  9. ზაალ კოკაია: ის ფაქტი, რომ წამალი დაჩქარებული წესით დაამტკიცეს, მიუთითებს, რომ პრეპარატი ეფექტიანია
  10. 10.0 10.1 10.2 ღუდუშაური, ანანო (2023-04-21). „წამალი "ვოსორიტიდი" ბავშვებისთვის“. ევრონიუს ჯორჯია. ციტირების თარიღი: 2023-04-24.