ვლადიმერ ჯოლოგუა
ვლადიმერ ჯოლოგუა (დ. 27 აგვისტო, 1938, სოხუმი — გ. 20 მაისი, 2012) — ქართველი პოლიტიკოსი.
ვლადიმერ ჯოლოგუა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 27 აგვისტო, 1938 |
დაბადების ადგილი | სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 20 მაისი, 2012 (73 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს გაგრის რაიონული გაზეთის კორექტორი, ლიტმუშაკი, საოკეანო ტრაილერის მეზღვაური, გაგრის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტი-ორგანიზატორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, საქართველოს ჰელსინკის კავშირი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).