ვლადიმერ ზარელუა (დ. 1 სექტემბერი, 1903, ფოთი – გ. 19 ივლისი, 1979, თბილისი) — საბჭოთა გენერალ-მაიორი (1944). დაამთავრა ფოთის ჰუმანიტარული ტექნიკუმი (1924). სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი, შსს დამსახურებული მუშაკი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

1925–1927 წლებში მუშაობდა კოლხეთის ჭაობის ამოშრობაზე. 1927–1929 წლებში ფოთში იყო სხვადასხვა კომკავშირულ, პროფკავშირულ და პარტიულ სამუშაოზე. მეორე მსოფლიო ომის (1939–45) დროს იყო მოქმედ არმიაში 46-ე, მე-18, მე-3 გვარდიების განსაკუთრებული განყოფილების უფროსი (1942–1945). ასრულებდა სპეციალურ დავალებებს. იბრძოდა ამიერკავკასიის, ჩრდილოეთ კავკასიის, უკრაინის I და IV, იმიერბაიკალეთის ფრონტებზე. 1945–1948 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარში პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ავსტრიაში, გერმანიასა და მანჯურიაში. 1954–1972 წლებში მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე. 1973–79 წლებში იყო საქართველოს წყალზე მაშველი საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

ლიტერატურა

რედაქტირება