ვიჩადის დეპარტამენტი
ვიჩადა (ესპ. Departamento del Vichada) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ვაკეებზე, ორინოკოს რეგიონში, მდინარე ორინოკოს აუზში. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება ვენესუელა, ჩრდილოეთით — არაუკის დეპარტამენტი, ჩრდილო-დასავლეთით — კასანარეს დეპარტამენტი, დასავლეთით — მეტის დეპარტამენტი, სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთით კი გუავიარესა და გუაინიის დეპარტამენტები. ვიჩადა ფართობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეპარტამენტია კოლუმბიაში, თუმცა ძალზე მეჩხრად დასახლებული.
დეპარტამენტი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვიჩადის დეპარტამენტი Departamento del Vichada | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ადმ. ცენტრი | პუერტო-კარენიო | ||||
კოორდინატები | 4°38′00″ ჩ. გ. 69°14′00″ დ. გ. / 4.63333° ჩ. გ. 69.23333° დ. გ. | ||||
დაარსდა | 4 ივლისი, 1991[1] | ||||
ფართობი | 100 242 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა | ||||
მოსახლეობა | 68 575[2] კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 0.68 კაცი/კმ² | ||||
ოფიციალური საიტი | gobvichada.gov.co | ||||
![]() | |||||
უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია პუერტო-კარენიო, რომელიც დეპარტამენტის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ვენესუელის საზღვართან. შედგება ოთხი მუნიციპალიტეტისგან.
შეიქმნა კოლუმბიის 1991 წლის 4 ივლისის კონსტიტუციის საფუძველზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ესპანური) ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine.
- (ესპანური) Territorial-Environmental Information System of Colombian Amazon SIAT-AC website დაარქივებული 2008-11-21 საიტზე Wayback Machine.
- (ესპანური) Vichada Music llanera
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Nuestro departamento — 2017.
- ↑ DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.