ვიტ ჯორჯია (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან ვიტ ჯორჯია-2 თბილისი)

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია — ქართული საფეხბურთო კლუბი თბილისიდან. დაარსდა 1997 წლის ბოლოს, ორჯერ 2003–2004 და 2008–2009 წლების სეზონებზე გახდა საქართველოს ჩემპიონი. 2009 წელს სუპერთასის, ხოლო 2010 წელს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული.

ვიტ ჯორჯია
ლოგო
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია
მეტსახელი ვეტერინარები
დაარსდა 1997
სტადიონი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი
თბილისი, საქართველო
(ტევადობა: 2000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა გურამ რუხაძე
მწვრთნელი საქართველოს დროშა გოჩა ერაძე
ლიგა ეროვნული ლიგა 2
2023 მე-6
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

კლუბის სპონსორია შპს ვიტ ჯორჯია, რომელიც ცხოველების საკვების, ვეტერინარული წამლების და პრეპარატების იმპორტით არის დაკავებული, ამის გამო კლუბის მეტსახელი „ვეტერინარებია“, ხოლო თავად კლუბის აბრევიატურა კი იშლება როგორც მსოფლიო ინოვაციური ტექნოლოგიები (WIT – World Innovation Technologies).

Nobless oblige — ეს ცნობილი, ძველი ფრანგული გამოთქმა არის „ვიტ ჯორჯიას“ სლოგანი, რაც ასე ითარგმნება: „ღირსება გვავალდებულებს“. სწორედ ეს სლოგანია გამოტანილი კლუბის ლოგოზეც.

კლუბის ტრადიციული ფერებია მწვანე და თეთრი, ხოლო მესამე ფერი შავი.

თბილისური საფეხბურთო კლუბი დაარსდა 1997 წლის ბოლოს ქართველი ბიზნესმენის, მეცნიერის და დოქტორის გურამ რუხაძის მიერ. ვიტ ჯორჯიამ 1997–1998 წლების სეზონის შუა წელში უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე „მორკინალი“ ჩაანაცვლა.

ელიტაში მოხვედრის შემდეგ, გუნდმა მცირე ფინანსური კრიზისი განიცადა, რამაც ვიტელებს ცხრილის ათეულში მოხვედრის საშუალება არ მისცა — სადებიუტო სეზონში, 16 გუნდიან ჩემპიონატში მეათე ადგილზე გავიდა, ორი წლის შემდეგ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე იერუსალიმის ბეითარს შეხვდა, შინ შეხვედრა 0-3 დათმო, ხოლო იერუსალიმში ფრედ 1-1 დასრულდა, ვიტელთაგან პირველი ევროპული გოლი ლევან მელქაძემ გაიტანა შეხვედრის 66’ წუთზე. ამის შემდეგ ვიტ ჯორჯია სისტემატიურად გადიოდა ევროტურნირებზე.

2003–2004 წლების სეზონზე მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით ვიტ ჯორჯიამ პირველი ჩემპიონობა მოიპოვა — გადამწყვეტ ოქროს მატჩში ბოლონისის სიონს სძლია, ანგარიშით 2:0 — გოლები რევაზ გოცირიძემ და ვლადიმერ გოჩაშვილმა გაიტანეს რის შემდეგაც ვიტ ჯორჯია პირველად ჩაერთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც ფარერის კუნძულების პრემიერ ლიგის გამარჯვებულ თორშჰაუნის ჰავნარ ბოლტფელაგს დაუპირისპირდა, ორი მატჩის ჯამში ვეტერინარებმა 5:3 მოიგეს. შემდეგ ეტაპზე კრაკოვის ვისუას შეხვდა სადაც ორი მატჩის ჯამში 2:11 დამარცხდა.

2007–2008 წლების სეზონზე ვიტ ჯორჯია ნესტორ მუმლაძის თავკაცობით მეორე ადგილზე გავიდა, უეფას თასის პირველ ეტაპზე გასვლაზე 2:2, ხოლო შინ 1:0 ანგარიშებით სლოვაკური სპარტაკ ტრანვას ბარიერი დაძლია, მეორე ეტაპზე ვიტელები ვენის აუსტრიას დაუპირისპირდნენ, მაგრამ იმ დროს საქართველოში განვითარებული აგვისტოს მოვლენების გამო მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა – ავსტრიაში, სადაც გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს, ანგარიშით 2:0

უმაღლესი ლიგის 2008–2009 წლების სეზონში ვიტ ჯორჯიამ მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.თუმცა ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე, ანუ საიდანაც დაიწყო კლუბმა გამოსვლა, ორი მატჩის ჯამში სლოვენიურ მარიბორთან დამარცხდა, ანგარიშით 1:3

2009 წლის 17 დეკემბერს ვიტ ჯორჯიამ სუპერთასის მატჩში დინამო თბილისი დაამარცხა. მალევე 2010 წელს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა, მეტოქე მაშინაც თანაქალაქელი დინამო იყო.

2014–2015 წლების სეზონის ბოლოს ვიტ ჯორჯიამ დატოვა უმაღლესი ლიგა, შემდეგ სეზონზე პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ვიტ ჯორჯიას არ მიეცა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება, შემდეგი სეზონი კი გარდამავლი სისტემით ჩატარდა, რის გამოც კვლავ ვერ მოხერხდა მთავარ ლიგაში დაბრუნება.

2018 წლის სეზონში ვიტ ჯორჯია დაბრუნდა აწ უკვე სახელ შეცვლილ ეროვნულ ლიგაში, ამ დროს გუნდს ლაშა ფირცხალაიშვილი ხელმძღვანელობდა.

2019 წლის სეზონზე ვიტ ჯორჯია ბოლო მეათე ადგილზე გავიდა, რის გამოც მეორედ მოუწია საფეხბურთო ელიტის დატოვება, შემდეგ სეზონში კი პლეი-ოფის მატჩის შედეგად მეორე დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

სტადიონი

რედაქტირება

პირველ წლებში ვიტ ჯორჯია მცხეთაში, „არმაზის“ სტადიონზე თამაშობდა. 2003–2004 წლების საჩემპიონო სეზონი თბილისში, ნავთლუღში მდებარე „შევარდენის“ სტადიონზე გაატარა, ამის შემდეგ ვიტ ჯორჯია დაუბრუნდა მცხეთას ვიდრე 2008–2009 წლების სეზონის დაწყების წინ არ მოუწია გორის თენგიზ ბურჯანიძის სტადიონზე გადაბარგება. შემდგომ 2009–2010 წლების სეზონის მეორე ნახევარში ვიტ ჯორჯია რუსთავის „ფოლადის“ სტადიონზე იღებდა მეტოქეებს, 2010–2011 წლის სეზონების ბოლო მატჩებს თბილისში თემქაზე მდებარე „შატილის“ სტადიონზე მართავდა საშინაო თამაშებს, ხოლო შემდეგი სეზონიდან კვლავ დაბრუნდა მცხეთაში, სახელშეცვლილ „მცხეთა პარკზე“, სადაც უეფას პროგრამა ჰეთთრიკის ფარგლებში ხელოვნური საფარი დაიგო. განახლებულ სტადიონზე ვიტ ჯორჯიამ გორის დილა მიიღო და დრამატულ შეხვედრაში გაიმარჯვა ანგარიშით 4:3. ვიტ ჯორჯიამ „მცხეთა პარკზე“ 7 წელი გაატარა, ხოლო 2019 წლის სეზონს საშინაო არენა ვაკეში მდებარე მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო არენა იყო. გუნდი 2020 წლის სეზონზე საშინაო მატჩებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მართავდა, ხოლო მეორე გუნდი — "მცხეთა პარკზე".

ტიტულები

რედაქტირება

ეკიპირება

რედაქტირება
 

ვიტ ჯორჯიას 2004 წლიდან მოყოლებული მოსავდა გერმანული UHLSPORT

2016 წლიდან იტალიური Erreà

შემადგენლობა 2021

რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
25 მეკარე   საქართველო გურამ ჩიკაშუა
5 მცველი   საქართველო ანდრო ნემსაძე
16 მცველი   საქართველო შოთა ავლოხაშვილი
23 მცველი   საქართველო ზვიად ნაჭყებია
24 მცველი   საქართველო ვასილ ქისიევი
28 მცველი   საქართველო ზურაბ სეხნიაშვილი (კაპიტანი)
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
6 ნახევარმცველი   საქართველო ბექა აშორდია
14 ნახევარმცველი   საქართველო ირაკლი ზარიძე
18 ნახევარმცველი   საქართველო ნიკოლოზ აბულაძე
30 ნახევარმცველი   საქართველო ლაშა ნანობაშვილი
21 თავდამსხმელი   საქართველო თორნიკე მუზაშვილი
29 თავდამსხმელი   საქართველო ბექა გუგბერიძე

ევროთასები

რედაქტირება
სეზონი ტურნირი ეტაპი ქვეყანა კლუბი სახლი გასვლა
2000–01 უეფას თასი QR   ბეითარი 0:3 1:1
2001 ინტერტოტოს თასი 1R   რიდი 1:0 1:2
2R   ტროა 1:1 0:6
2002 ინტერტოტოს თასი 1R   ლოკერნი 3:2 1:3
2003 ინტერტოტოს თასი 1R   იუნიორსი 2:1 0:1
2004–05 ჩემპიონთა ლიგა 1QR   ჰბ 5:0 0:3
2QR   ვისლა 2:8 0:3
2005 ინტერტოტოს თასი 1R   ლომბარდ პაპა 0:1 1:2
2006–07 უეფას თასი 1QR   არტმედია 2:1 0:2
2008–09 უეფას თასი 1QR   სპარტაკ ტრნავა 1:0 2:2
2QR   აუსტრია X 0:2
2009–10 ჩემპიონთა ლიგა 1QR   მარიბორი 0:0 1:3
2010–11 ევროპის ლიგა 1QR   ბანიკი 0:6 0:0

ვიტ ჯორჯიას ბომბარდირები

რედაქტირება
წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2014-15 ვანო კურდღელაშვილი  საქართველო 5
2013-14 გიორგი კორიფაძე  საქართველო 8
2012-13 ბესიკ ჩიმაკაძე  საქართველო 5
2011-12 ბესიკ ჩიმაკაძე  საქართველო 7
2010-11 გიგა ბეჭვაია  საქართველო 7
2009-10 ვახტანგ კვარაცხელია  საქართველო 12
2008-09 ვახტანგ კვარაცხელია  საქართველო 11
2007-08 ნიკოლოზ გელაშვილი  საქართველო 7
2006-07 ზაზა სახოკია  საქართველო ?
2005-06 ოთარ მარცვალაძე  საქართველო 14

ვიტ ჯორჯიას მწვრთნელები

რედაქტირება
პერიოდი მწვრთნელი ტიტ. რაოდ. ტიტული
2020 —   გოჩა ერაძე
2020   დავით ქოქიაშვილი
2020   მერაბ კოჭლაშვილი
2019-2020 —   ვლადიმერ ხაჩიძე
2017 — 2019   ლაშა ფირცხალაიშვილი
2015 — 2017   თენგიზ კობიაშვილი
2013 — 2015   ზურაბ ბერიძე
2012 — 2013   მერაბ კოჭლაშვილი
2011 — 2012   ზურაბ ბერიძე
2010 — 2011   მერაბ კოჭლაშვილი
2009 — 2010   გელა გომელაური 1 დავით ყიფიანის თასი 2010
2009 — 2009   მერაბ კოჭლაშვილი 1 სუპერთასი 2009
2005 — 2009   ნესტორ მუმლაძე 1 უმაღლესი ლიგა 2009
2005 — 2006   ჯანი კარნევალი
2004 — 2005   მერაბ კოჭლაშვილი 1 უმაღლესი ლიგა 2004
2001 — 2003   ზურაბ ბერიძე
2002 — 2003   ჯანი კარნევალი
1999 — 2001   სერგო კოტრიკაძე
1997 — 1999   ელგუჯა გუგუშვილი

ცნობილი ფეხბურთელები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება