ვიტამინი F — ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც საკვებიდან მიიღება. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ამ ჯგუფს მიეკუთვნება არაქიდონის, ლინოლენისა და ლინოლის მჟავები. F ვიტამინის ძირითადი წყაროა ზეითუნის, სელის, კანაფისა და ყაყაჩოს ზეთები, თევზის ქონი, ზოგიერთი მცენარის თესლი, ხმელი ხილი, მიწის თხილი, სოია, ნუში, ავოკადო. F ვიტამინის დაცვისა და მისი მოქმედების გასაძლიერებლად ის ანტიოქსიდანტებთან, B6 ვიტამინსა და თუთიასთან ერთად მიიღება. თავად F ვიტამინი აძლიერებს A, B, D, E ვიტამინების მოქმედებას. ნახშირწყლების ჭარბი მიღება ხელს უშლის F ვიტამინის ათვისებას.[1]

ვიტამინი F

ისტორია რედაქტირება

1928 წელს ამერიკელმა ბიოლოგმა ჰერბერტ ევანზმა „ვიტამინი F“ აღმოაჩინა.[2].

დადებითი თვისებები რედაქტირება

ვიტამინი F – არეგულირებს კანის ჯანმრთელობას. მას აქვს უამრავი დადებითი მოქმედება: სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, უჯრედების მდგომარეობის ნორმალიზება, მათი სწრაფი რეგენერაცია, ხელს უწყობს წონის დაკლებას, წვავს ნაჯერ ცხიმებს. კანი იძენს ჯანმრთელ იერსახეს და ხდება უფრო ელასტიური. [3]

ნაკლებობა რედაქტირება

F ვიტამინის ნაკლებობა იწვევს იმუნური სისტემის დარღვევას, მხედველობის პრობლემას, ქოლესტერინის დონის აწევას, გულის დაავადებებს, თმების და კანის ხარისხის გაფუჭებას, გამონაყარის და ალერგიული რეაქციების გამოვლენას. [4]

სქოლიო რედაქტირება

  1. (2008) Understanding Nutrition, 11th, California: Thomson Wadsworth, გვ. 154. 
  2. Handbook of Essential Fatty Acid Biology Biochemistry, Physiology, and Behavioral Neurobiology // Mostofsky, David I.; Yehuda, Shlomo (Eds.) // 1st ed. Softcover of orig. ed. 1997, 1997, 480 p. // A product of Humana Press ISBN 978-0-89603-365-8
  3. Burr, G.O., Burr, M.M. and Miller, E. (1930). „On the nature and role of the fatty acids essential in nutrition“ (PDF). J. Biol. Chem. 86 (587). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2007-02-21. ციტირების თარიღი: 2007-01-17.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  4. FAO/WHO Fats and fatty acids in human nutrition. Report of an expert consultation. FAO Food and Nutrition Paper 91, Rome 2011. ISSN 0254-4725