სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვიტამინი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვიტამინი (Vitamin) — ქართული ალტერნატიული მუსიკალური ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2005 წელს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: დათო გაბუნია (ვოკალი, გიტარა)და თორნიკე გელაშვილი (ელექტრო ლუპები, ხმის რეჟისორი).

სხვადასხვა დროს ჯგუფში უკრავდნენ: ლევან შანშიაშვილი (სოლო გიტარა), გიორგი გობეჯიშვილი (ბას გიტარა), გურამ მაკალათია (დასარტყმელი საკრავები).

ჯგუფის მუსიკოსების დებიუტი შედგა 1998 წელს კლუბ „U.R...“-ში. მაშინ დათო გაბუნიას პირველი ჯგუფის სახელწოდება იყო „4U“. „4U“-მ იარსება 1 წელი და მუსიკოს თორნიკე გელაშვილის ამერიკაში წასვლის შემდეგ დაიშალა. „4U“-ს შემადგენლობაში შედიოდნენ: დათო გაბუნია (ვოკალი, გიტარა), აჩიკო გიორგობიანი (კლავიში), გიორგი ყვავილაშვილი (ბას გიტარა), თორნიკე გელაშვილი (დასარტყმელი საკრავები).

„4U“-ს დაშლის შემდეგ დათო გაბუნია სხვადასხვა მუსიკოსებთან ერთად სოლო-პროექტით მონაწილეობდა ალტერნატიული მუსიკის ფესტივალებში.

2004 წელს დათო გაბუნიამ შეკრიბა ახალი კოლექტივი და დაიწყო ალბომის ჩაწერა. ალბომის დამთავრების შემდეგ (ალბომი რეალიზაციაში ჯერ არ გასულა), 2005 წელს სოლო პროექტი „დათო გაბუნია“ იღებს მონაწილეობას ქალაქ ზაარბრიუკენის მუსიკალურ ფესტივალში „Rockviesse“. ფესტივალიდან დაბრუნების შემდეგ ჯგუფის სახელწოდება ხდება „ვიტამინი“.

2007 წელს ჟურნალ „ოზონის“ და „Rockviesse“-ს ფესტივალებზე შედგა ვიტამინის ელექტრო-აკუსტიკური პროგრამის დებიუტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება