ვიტალი ჯაში (დ. 31 მაისი, 1940) — ქართველი პოლიტიკოსი.

ვიტალი ჯაში
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1940 (1940-05-31) (83 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1970-1974 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის, თბილისის სამხატვრო აკადემიის, თბილისის საბჭოთა ვაჭრობის ტექნიკუმის პედაგოგი, 1974-1985 წლებში მუშაობდა წარმოების სხვადასხვა სფეროში, 1985-1990 წლებში მუშაობდა თბილისის სამრეწველო ეკონომიკურ ტექნიკუმში. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება