„ვისი გორისა?“ქართული წარმოშობის ამერიკელი მწერალის, დავით გორჯის წიგნი. მისი ინგლისურენოვანი დედანი Georgian Gorgeous or Gorgeous Georgians?[1] 2013 წელს გამოსცა გამომცემლობამ „Creative Angel Publishing LLC“.[2]

„ვისი გორისა?“
Georgian Gorgeous or Gorgeous Georgians?

ავტორი დავით გორჯი
ენა ინგლისური
გამომცემელი Creative Angel Publishing LLC
გვერდი 128
ISBN ISBN 0991404505

ჟენევიევ ჰელიველის რეცენზიის მიხედვით: „ვისი გორისა ხარ?“ — „წლების განმავლობაში ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევდა დევიდ გორჯის და ასაზრდოებდა მის ისედაც დაუკობელ ცნობისმოყვარეობას. ამერიკაში გაზრდილი გორჯი თავს დასავლურ სამყაროსთან აიგივებდა, მაგრამ ფესვების მოძიების სურვილმა, როგორც ჩანს, თავისი გაიტანა. ასე რომ, გორჯი შეუდგა კვლევას, მოიარა საქართველოს ყველა კუთხე, ესაუბრა სპეციალისტებს და მოაგროვა ზღვა ინფორმაცია. შედეგად, შეიქმნა წიგნი, რომელშიც საქართველო წარმოჩენილია უნიკალური და აქამდე უცნობი კუთხით“.[3]

ჟანრობრივად წიგნი წარმოადგენს ავტორის მიერ ემოციურად, უშუალო თხრობით გადმოცემულ ისტორიულ ცნობებს, ფაქტებს, ჰიპოთეზებს, მითებს ქართველი ერის წარმოშობის, მისი ისტორიული განვითარების, რელიგიის, ენისა და კულტურის, ტრადიციების, ქართველთა ნათესავების, უძველეს თუ თანამედროვე მსოფლიოში ქართველების ადგილის შესახებ. მთელი თხრობა აგებულია ერთი თეზის ირგვლივ: რა მიიღეს ქართველებმა დანარჩენი მსოფლიოსგან და რა გასცეს თვითონ მსოფლიოს მემკვიდრეობისთვის ათეული ათასწლეულის განმავლობაში.

წიგნის ავტორი დავით გორჯი 70-იან წლებში შეერთებულ შტატებში დაბადა და იქვე გაიზარდა.

ამერიკელი მარკეტოლოგი, კომპანია „Quo Vadia“-ს მფლობელი და გენერალური დირექტორი რიკ ჯულიანი, წიგნს შემდეგნაირად ახასიათებს:

„ავტორი აცოცხლებს საქართველოს ისტორიასა და კულტურას, რასაც ზურგს უმაგრებს ზედმიწევნით შესწავლილი და აკადემიურად დასაბუთებული მასალა. ბატონი გორჯის სიყვარული სამშობლოსადმი გამოსჭვივის ყოველ გვერდზე და ასაზრდოებს მომჯადოებელ ისტორიებს, რომლებსაც ის გვიყვება“.[4]

„ვისი გორისა?“ მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან წყაროებს ეყრდნობა:

  • მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა კულტურაში არსებულ თქმულებებს დიდი წარღვნის შესახებ, რომლის უახლესი სამეცნიერო ვერსია ვარაუდობს, რომ წარღვნა შავ ზღვაში მოხდა და კაცობრიობამ ახალი დასაბამი სწორედ შავი ზღვის სანაპიროზე მიიღო.
  • ისტორიულ ცნობებს იბერიელთა ერთიანობის შესახებ - ნათესაურ ბმებს ქართველებსა და ბასკებს, ქართველებსა და კელტიბერებს შორებს.
  • ქართველი მეცნიერის, კვაშილავას აღმოჩენას, რომელმაც საგანგებო პროგრამის მეშვეობით პროტო-ქართველურ ენაზე გაშიფრა ფაისტოს ე. წ. „წაუკითხავი დისკო“, რომელიც მანამდე არც ერთ ბერძნულ და მცირე აზიურ ენასა თუ დიალექტზე არ გაიშიფრა, მეცნიერების დაუღალავი მცდელობების მიუხედავად.
  • ცნობებს რომის დაარსების კოლხური ფესვების შესახებ. ავტორი გვაცნობს ლეგენდას, რომლის მიხედვითაც რომი კოლხეთის მეფის აიეტის, დის, გრძნეული კირკესა და ოდისევსის ვაჟმა დააარსა.
  • არტეფაქტებსა და აღმოჩენებს, რომლებიც წარმოაჩენენ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს. ღვინის კულტურის შესახებ საუბრისას ავტორი გვაცნობს ქართული სუფრის ტრადიციებს.
  • მეცნიერულ-ლინგვისტურ და ისტორიულ — ჰიპოთეზებს, რატომ მოიხსენიება „ქართველი“ “Georgian”-ად და როგორ უკავშირდება ფრანგულ-ინგლისური ძირის სიტყვა Gorgeous (დიდებული, მშვენიერი) ქართველის სახელს „გურჯს“.
  • ჯერჯერობით აუხსნელ ლინგვისტურ ფენომენებს ჟღერადობითი და მნიშვნელობითი დამთხვევების შესახებ ქართულ და ინგლისურ სიტყვებს შორის.

გამოსაცემად მზადდება წიგნის ქართულ, რუსულ და თურქულენოვანი ვერსიები.

სქოლიო რედაქტირება

  1. წიგნის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-13. ციტირების თარიღი: 2014-07-24.
  2. ISBN 0991404505
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-20. ციტირების თარიღი: 2014-07-24.
  4. http://www.amazon.com/Georgian-Gorgeous-Georgians-Country-Caucasus/dp/0991404505.