ვისენტე ფოქსი
ვისენტე ფოქსი (ესპ. Vicente Fox Quesada; დ.2 ივლისი 1942, სან-ფრანსისკო-დელ-რინკონი, გუანახუატო, მექსიკა) — მექსიკის პრეზიდენტი. აირჩიეს 2000 წელს მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ეროვნული მოქმედების პარტიის რიგებიდან. მისი არჩევით დასრულდა ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის 70-წლიანი მმართველობა. 1910 წლიდან მოყოლებული იგი პირველი ოპოზიციონერია, რომელიც აირჩიეს პრეზიდენტად.
ვისენტე ფოქსი | |
მექსიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 დეკემბერი 2000 – 30 ნოემბერი 2006 | |
წინამორბედი | ერნესტო სედილიო |
მემკვიდრე | ფელიპე კალდერონი |
დაბადებული | 2 ივლისი 1942 სან-ფრანსისკო-დელ-რინკონი, მექსიკა |
პოლიტიკური პარტია | მემპ |
მეუღლე | ლილიან დე ლა კონჩა (განქორწინებულია), მარტა სააგუნი |
რელიგია | კათოლიკე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა მექსიკაში, ესპანურ-ირლანდიური წარმოშობის ოჯახში. დედა ესპანელი ემიგრანტი იყო ხოლო მამა ირლანდიელი ემიგრანტების შთამომავალი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Vicente Fox website during his Presidency დაარქივებული 2012-09-03 საიტზე Wayback Machine.
- Vicente Fox Museum and Library
- Extended bio and presidential tenure დაარქივებული 2013-10-23 საიტზე Wayback Machine. , by CIDOB Foundation