გულიელმო V მოხუცი

(გადამისამართდა გვერდიდან ვილჰელმ V მოხუცი (მონფერატის მარკიზი))

გულიელმო V მოხუცი (იტალ. Guglielmo il Vecchio; დ. 1115 — გ. 1191, ტვიროსი) — მონფერატის მარკიზი 1136 წლიდან მის გარდაცვლაბამდე 1191 წლამდე. მეტსახელი მოხუცი მიიღო იმის გამო, რომ დიდი ხნის განმავლობაში მართავდა თავის სამარკიზოს. ალერამიჩების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ჩრდილოეთ იტალიაში. გულიელმო იყო რანიერ I-სა და მისი ცოლის გიზელას ერთადერთი შვილი.

გულიელმომ მონაწილეობა მიიღო მეორე ჯვაროსნული ლაშქრობაში. 1147 წელს მონაწილეობდა დამასკოს ალყაში, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და დაბრუნდა თესალონიკში. ლაშქრობის პერიოდში დაუმეგობრდა ბიზანტიის იმპერატორ მანუელ I კომნენოსს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Hamilton, Bernard. The Leper King and His Heirs: Baldwin IV and the Crusader Kingdom of Jerusalem. Oxford; New York: Cambridge University Press, 2000.
  • Usseglio, Leopoldo. I Marchesi di Monferrato in Italia ed in Oriente durante i secoli XII e XIII. Casale Monferrato: Tip. Miglietta, 1926.