1958 წლის ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება

(გადამისამართდა გვერდიდან ვიკიპედია:FreeUni/აშშბრიტანეთი)

1958 წლის ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორისშეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს შორის ბირთვული იარაღის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულების სრული სახელწოდებაა შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის ატომური ენერგიის გამოყენებაზე ორმხრივი თავდაცვის მიზნით . აღნიშნული საშუალებას აძლევს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს გაცვალონ ბირთვული მასალები, ტექნოლოგიები და ინფორმაცია. აშშ-ს ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმებები სხვა ქვეყნებთანაც აქვს, მათ შორის საფრანგეთთან და ნატოს სხვა ქვეყნებთან, მაგრამ აღნიშნული შეთანხმება ყველაზე ყოვლისმომცველია. დიდი ბრიტანეთისთვის შეთანხმების სტრატეგიული ღირებულების გამო, ჰაროლდ მაკმილანმა (პრემიერ მინისტრი, რომელიც მეთვალყურეობდა დიდი ბრიტანეთის შეთანხმებაში შესვლას) მას უწოდა „დიდი პრიზი“.[1]

1958 წლის ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება
დეტალები

ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1958 წლის 3 ივლისს მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა შოკში ჩააგდო ამერიკული საზოგადოება „სპუტნიკი“-ს გაშვებით 1957 წლის 4 ოქტომბერს და ბრიტანულმა წყალბადის ბომბის პროგრამამ წარმატებით გამოსცადა თერმობირთვული მოწყობილობა 8 ნოემბერს Operation Grapple ტესტირების დროს. ჩამოყალიბდა ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობა როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მალე დიდი ბრიტანეთი დამოკიდებული გახდა აშშ-ზე მისი ბირთვული იარაღის გამო, რადგან ის დათანხმდა ერთობლივად შეეზღუდათ ბირთვული პროგრამები საერთო ტექნოლოგიებით. ხელშეკრულება პროექტი "E"-ს ფარგლებში საშუალებას იძლეოდა დიდი ბრიტანეთისთვის მიეწოდებინათ ამერიკული ბირთვული იარაღი, რომელსაც სამეფო საჰაერო ძალები და რაინის ბრიტანეთის არმიის გამოიყენებდა 90-იანი წლების დასაწყისამდე, სანამ გაერთიანებული სამეფო სრულიად დამოუკიდებელი გახდებოდა საკუთარი ქობინების შემუშავებასა და წარმოებაში.

შეთანხმება ითვალისწინებდა დიდი ბრიტანეთისთვის ერთი სრული ატომური წყალქვეშა სისტემის და მისი საწვავის, გამდიდრებული ურანის ათწლიანი მარაგის მიყიდვას. ამავდროულად ბრიტანეთის მხრიდან შეძენილი იქნა სხვა ბირთვული მასალებიც. 1960-1979 წლებში დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოებული დაახლოებით 5,4 ტონა პლუტონიუმი გაიგზავნა აშშ-ში 6,7 ტონა ტრიტიუმის და 7,5 ტონა მაღალგამდიდრებული ურანის (HEU) სანაცვლოდ, თუმცა HEU-ს უმეტესი ნაწილი გამოიყენებოდა არა იარაღებისთვის, არამედ როგორც საწვავი ბრიტანეთის ბირთვული წყალქვეშა ფლოტისთვის. ხელშეკრულებამ გზა გაუხსნა პოლარისის გაყიდვის შეთანხმებას და სამეფო საზღვაო ფლოტმა საბოლოოდ შეიძინა იარაღის მთელი სისტემები, გაერთიანებული სამეფოს პოლარისის პროგრამისა და Trident ბირთვული პროგრამის მეშვეობით ამერიკული რაკეტები ბრიტანული ბირთვული ქობინებით გამოიყენებოდა.

ხელშეკრულება შეიცვალა და განახლდა ცხრაჯერ. უახლესმა განახლებამ ის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

წინარეისტორია რედაქტირება

კვებეკის შეთანხმება​ რედაქტირება

კვებეკის კონფერენცია 1943 წ. (მარცხნიდან მარჯვნივ): ენტონი ედენი, პრეზიდენტი ფრანკლინ დ. რუზველტი, ატლონისა და უინსტონის გრაფინია ჩერჩილი. დგანან (მარცხნიდან მარჯვნივ): გრაფი ატლონი (კანადის გენერალური გუბერნატორი), მაკენზი კინგი (კანადის პრემიერ- მინისტრი), სერ ალექსანდრე კადოგანი და ბრენდან ბრაკენი..

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ბრიტანეთს ჰქონდა ბირთვული იარაღის პროექტი კოდური სახელწოდებით Tube Alloys [2] კუადრანტის კონფერენციაზე რომელიც 1943 წლის აგვისტოში ჩატარდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა ხელი მოაწერეს კვებეკის შეთანხმებას, რომელიც აერთიანებდა Tube Alloys-ს ამერიკულ მანჰეტენის პროექტთან. აღნიშნული ქმნიდა ერთიან ბრიტანულ, ამერიკულ და კანადურ პროექტს.[3] კვებეკის შეთანხმებამ ხაზი გაუსვა გაერთიანებული პოლიტიკის კომიტეტისა და ერთობლივი კოორდინაციის განვითარების ფონდის ძალისხმევას. [4] დიდი ბრიტანეთის მრავალმა წამყვანმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა მანჰეტენის პროექტში.[5]

1944 წლის სექტემბრის hyde park aide memoire-იმ გააფართოვა ორივე, როგორც სავაჭრო, ისე სამხედრო თანამშრომლობა ომის შემდგომ პერიოდში[6] მაგრამ 1945 წლის 12 აპრილს რუზველტი გარდაიცვალა და ეს უკანასკნელი აღარ გახლდათ მბოჭავი ძალის შემდგომი ადმინისტრაციისთვის.[7] რეალურად, ის მატერიალურადაც დაიკარგა. როდესაც ფელდმარშალმა სერ ენრი მეიტლანდ უილსონმა ეს საკითხი დააყენა გაერთიანებული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 1945 წლის ივნისში, ამერიკული ეგზემპლარი ვერ მოიძებნა.[8] კვებეკის შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ურთიერთშეთანხმების გარეშე ბირთვული იარაღი არ იქნება გამოყენებული სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. 4 ივლისს უილსონმა გასცა ბრძანება იაპონიის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ბრძანება გასცა. [9] 8 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა კლიმენტი ეტლიელმა გაუგზავნა წერილი პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს, სადაც საკუთარ თავს როგორც ამ "დიდი ძალის მაკონტროლებელი მთავრობების მეთაურად" მოიხსენიებდა.[10][11]

ტრუმანის ადმინისტრაცია რედაქტირება

ბრიტანეთის მთავრობა იმედოვნებდა, რომ აშშ გააგრძელებდა ბირთვული ტექნოლოგიების გაზიარებას, იმდენად რამდენადაც ის საერთო აღმოჩენად განიხილებოდა. 1945 წლის 9 ნოემბერს ეტლი და კანადის პრემიერ მინისტრი მაკენზი კინგი გაემგზავრნენ ვაშინგტონში, რათა ტრუმენთან განეხილათ ბირთვულ იარაღსა და ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით მომავალი თანამშრომლობის საკითხი.[10] [12] 1945 წლის 16 ნოემბერს ხელი მოეწერა "განზრახვის მემორანდუმს", რომელმაც კანადა სრულ პარტნიორად აქცია და მანამდე კვებეკის შეთანხმებაში ბირთვული ძალის გამოყენებისთვის გათვალისწინებული "ურთიერთთანხმობის" კრიტერიუმი "წინასწარი კონსულტაციით" შეცვალა. ამ უკანასკნელით "ატომური ენერგეტიკის სფეროში სრული და ეფექტური თანამშრომლობისთვის" უნდა მიეღწიათ, მაგრამ ბრიტანელების იმედები მალევე არ გამართლდა, რადგან აღნიშნული მხოლოდ „ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევით“ შემოიფარგლებოდა. [13] [14] ტექნიკური თანამშრომლობა შეწყდა აშშ-ს 1946 წლის ატომური ენერგიის აქტით (მაკმაჰონის აქტი) რომელიც კრძალავდა შეღუდული ინფორმაციის გადაცემას ამერიკელი მოკავშირეებისთვის.[15][16]

ტექნიკური თანამშრომლობა დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების 1946 წლის ატომური ენერგეტიკის აქტით (მაკმაჰონის აქტი), რომლითაც ამერიკის მოკავშირეებისთვის "შეზღუდული მონაცემების" გადაცემა აიკრძალა და სასჯელად ითვალისწინებდა სიკვდილს. [17]. ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო 1946 წლის თებერვალში ბრიტანელი ფიზიკოსის ალან ნან მეის ჯაშუშობისთვის დაპატიმრებით, მაშინ როცა განიხილებოდა საკანონმდებლო ცვლილებები ამ საკითხთან მიმართებით.[18] ამერიკული იზოლაციონიზმის აღორძინებისა და ბრიტანეთის მიერ დიდი ძალის სტატუსის დაკარგვის შიშით, ბრიტანეთის მთავრობამ განაახლა საკუთარი განვითარების სტრატეგია, [19] ახალი კოდური სახელწოდებით მაღალფეთქებადი კვლევა.[20]

1947 წლის ბოლოსათვის 1,900 длинных тонн (1,900 т) 1900 ტონა ურანის საბადო გაერთიანებული განვითარების ფონდისთვის, დიდი ბრიტანეთის გამოყენებისთვის განკუთვნილ 1350 ტონასთან ერთად, ბელგიური კონგოდან გადაზიდეს სპრინგფილდში, პრესტონთან ახლოს, ლანკაშირში, როგორც ომში გაზიარების შეთანხმების ნაწილი. 1,350 длинных тонн (1,370 т) საკუთარი ბირთვული იარაღის პროექტის მარაგზე წვდომის მისაღებად, დაიწყო მოლაპარაკებები, რასაც შედეგად მოჰყვა Modus Vivendi შეთანხმება, [21] რომელსაც ხელი მოეწერა 1948 წლის 7 იანვარს და ოფიციალურად შეწყვიტა ყველა აქამდე არსებული ხელშეკრულება, მათ შორის კვებეკის შეთანხმებაც. ზემოაღნიშნულმა ხელშეკრულებამ გააუქმა ბრიტანეთის უფლება გამოეყენებინათ კონსულტაციები ატომურ იარაღთან დაკავშირებით; [22] დაუშვა ტექნიკური ინფორმაციის შეზღუდული გაცვლა შეერთებულ შტატებს, დიდი ბრიტანეთსა და კანადას შორის[23][24] ასევე გაგრძელდა ერთობლივი პოლიტიკური კომიტეტისა და ერთობლივი განვითარების ფონდის მუშაობა[22] იმის მიუხედავად, რომ ამ უკანასკნელს გაერთიანებული განვითარების სააგენტო ეწოდა.[25][26]

1949 წელს ამერიკელებმა შესთავაზეს აშშ-ის ატომური ბომბების დაყენება ბრიტანეთის გამოსაყენებლად, თუ ბრიტანეთი თანახმა იქნებოდა ატომური ბომბის პროგრამის შეწყვეტაზე. [27] აღნიშნული ბრიტანეთისთვის ბირთვული იარაღს უფრო ადრე ხელში ჩაგდებას მოასწავლებდა ვიდრე დაგეგმილ 1952 წლის ბოლოს . [28] თუმცა მხოლოდ სამხედრო გეგმებით მოთხოვნილი ბომბის კომპონენტები შეინახებოდა დიდ ბრიტანეთში, ხოლო დანარჩენი აშშ-სა და კანადაში..[29] შეთავაზება ბრიტანელებმა უარყვეს იმ მოტივით, რომ ეს არ იყო მისაღები „პირველი კლასის ძალაუფლების სტატუსს სახელმწიფოსთვის, სხვებზე დაყრდნობა შეუსაბამოა ამ უმაღლესი მნიშვნელობის იარაღისთვის“ .[30]

როგორც კონტრშემოთავაზება, ბრიტანელებმა შესთავაზეს ბრიტანული პროგრამის შეზღუდვა ამერიკული ბომბების სანაცვლოდ.[31] წინააღმდეგობა გამოითქვა აშშ-ს მთავარი ოფიციალური პირებისგან, მათ შორის ატომური ენერგიის კომისიის აშშ-ის კომისრის ლუის სტრაუსისგან(AEC) და სენატორების Bourke B. Hickenlooper-ს და Arthur Vandenberg-ისგან ატომური ენერგიის ერთობლივი კომიტეტიდან (JCAE), რასაც თან დაერთო 1950 წლის 2 თებერვლის ბრიტანელი ფიზიკოსის კლაუს ფუქსის დაპატიმრება, რომელიც ატომური ჯაშუშის როლს ასრულებდა, ხოლო ამ ყველაფერმა გამოიწვია წინადადების უარყოფა.[32] 1951 წლის ივნისში განხორციელდა დონალდ მაკლინის განდევნა, რომელიც წარმოადგენდა გაერთიანებული პოლიტიკის კომიტეტის ბრიტანელ წევრს 1947 წლის იანვრიდან 1948 წლის აგვისტომდე. საბოლოოდ გაიზარდა ამერიკული უნდობლობა ბრიტანეთის უსაფრთხოების მოწყობის მიმართ.[33]

ეიზენჰაუერის ადმინისტრაცია რედაქტირება

პირველი ბრიტანული ატომური ბომბი წარმატებით გამოსცადეს დასავლეთ ავსტრალიაში ოპერაცია ქარიშხლის დროს 1952 წლის 3 ოქტომბერს,[34]მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო განვითარებული იყო, ვიდრე 1946 წლის ამერიკული ბომბები, ბრიტანეთი ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ჩამორჩებოდა ბირთვული იარაღის ტექნოლოგიას.[35] 1 ნოემბერს აშშ-ში გაიმართა [„აივი მაიკი“], პირველი ნამდვილი თერმობირთვული მოწყობილობის ბირთვული გამოცდა (ასევე ცნობილი როგორც წყალბადის ბომბი).[36] დიდ ბრიტანეთში ტექნოლოგიის გაზიარებით შეერთებულმა შტატებმა მცირე სარგებელი დაინახა.[37][38] საბჭოთა კავშირმა „აივი მაიკი“-ს 1953 წლის 12 აგვისტოს ჯო-4-ით, დაჩქარებული ბირთვული იარაღის გამოცდის დროს უპასუხა.[37] ამან აიძულა პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი, რომლის ინაუგურაციაც ჩატარდა 1953 წლის იანვარში, ეცნობებინა აშშ-ს კონგრესისთვის რომ „მაკმაჰონი“ რომელიც მან მიიჩნია "საშინელ კანონმდებლობად" და "ერთ-ერთ ყველაზე სამწუხარო შემთხვევად ამერიკის ისტორიაში, რის გამოც მას პირადად რცხვენოდა - მოძველებული იყო.[39]

აშშ-ს პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი (მარჯვნიდან მეორე) და ბრიტანეთის პრემიერი მინისტრი ჰაროლდ მაკმილანი (მარცხნივ წინა პლანზე) შეხვედრა მოლაპარაკებებისთვის ბერმუდში 1957 წლის მარტში 1956 წლის სუეცის კრიზისის შედეგად შექმნილი განხეთქილების მოსაგვარებლად.

სამ-ძალიან ბერმუდის კონფერენციაზე 1953 წლის დეკემბერში ეიზენჰაუერმა და ჩერჩილმა, [40] რომელიც 1951 წლის 25 ოქტომბერს თავიდან აირჩა პრემიერ-მინისტრად [41] განიხილეს შესაძლებლობა აშშ-ს მიენიჭებინა დიდი ბრიტანეთისთვის წვდომას აშშ-ს ბირთვულ იარაღზე ომის დროს ,[40] რომელიც ცნობილი გახდა როგორც პროექტი E.[39] თუმცა მოსაგვარებელი იყო ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები, სანამ ამერიკიდან ბირთვული იარაღის ბრიტანეთში ჩატანა მოხდებოდა. ამერიკელებს უნდა გაეთვალისწინებინათ ასევე მათი წონა და ბალისტიკური მონაცემები, რადგან ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება შეზღუდული იყო მაკმაჰონის აქტით.[42]

1954 წლის 30 აგვისტოს მასში ცვლილებები შევიდა ატომური ენერგიის შესახებ 1954 წლის კანონით, რამაც შესაძლებელი გახადა ინფორმაციის გაცვლის გაფართოება უცხო სახელმწიფოებს შორის [43] და გზა გაუხსნა თანამშრომლობის შეთანხმებას ატომური ინფორმაციის შესახებ ურთიერთდაცვისთვის., რომელსაც ხელი მოეწერა 1955 წლის 15 ივნისს .[44] 1956 წლის 13ივნისს დაიდო კიდევ ერთი შეთანხმება ატომური წყალქვეშა ნავების ელექტროსადგურის გადაცემის შესახებ დიდი ბრიტანეთთან, რომლითაც ბრიტანეთის მთავრობამ დაზოგა მილიონობით ფუნტი. აღნიშნულმა გამოიწვია დავა JCAE-სთან იმის თაობაზე, იყო თუ არა ეს ნებადართული 1954 წლის ატომური ენერგიის აქტით. და აკმაყოფილებდა თუ არა გაერთიანებული სამეფო 1955 წლის შეთანხმებით დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს. საპრეზიდენტო 1956 წლის არჩევნების მოახლოებისას ეიზენჰაუერი იძულებული გახდა გაეუქმებინა შეთავაზება. [45]

1956 წლის ოქტომბრის სუეცის კრიზისმა ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია[46] ეიზენჰაუერი შეხვდა ბრიტანეთის ახალ პრემიერ მინისტრს ჰაროლდ მაკმილანს ბერმუდის შტატში 1957 წლის მარტში, რამაც გაზარდა დიდ ბრიტანეთში ამერიკული საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების (IRBM) განთავსების შესაძლებლობა[47] აღნიშნული ცნობილი გახდა, როგორც The Emily Project . [48] ასევე იყო საუბარი ძრავის ტექნოლოგიის გაცვლაზე ბრიტანული ატომური ელექტროსადგურის Calder Hall-ის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევდა გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის ორგანოს (UKAEA) შეეძინა ურანის საბადო კანადიდან და კოორდინაცია გაეწია სამხედრო გეგმებისთვის RAF -ის სტრატეგიული საჰაერო სარდლობის გეგმებით. [49]

მიუხედავად იმისა, რომ IRBM-ის მოლაპარაკებები წინ უძღოდა სუეცის კრიზისს, ბრიტანეთის მთავრობა აცხადებდა IRBM-ის შეთანხმებას როგორც დემონსტრირებას იმისა, რომ ბზარი გადაილახა. [50] ბრიტანულმა წყალბადის ბომბის პროგრამამ სცადა აეფეთქებინა თერმობირთვული მოწყობილობა ოპერაცია Grapple-ის ტესტირების დროს, შობის კუნძულზე წყნარ ოკეანეში. .[51] სატესტო სერიას ხელი შეუწყო UA-მ, რომელიც ასევე ითვისებდა კუნძულს [52] მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტესტი წარუმატებელი იყო, ,[53] Grapple X ტესტმა 8 ნოემბერს საბოლოოდ მიაღწია სასურველ შედეგს..[51][54]

მოლაპარაკებები რედაქტირება

სპუტნიკის კრიზისი რედაქტირება

 
ეიზენჰაუერი (მარცხნივ) უყრის საფუძველს ახალ ამერიკის შეერთებული შტატების ატომური ენერგიის კომისიის (აეკ) შენობას ჯერმანთაუნში, მერილენდში, 1957 წლის 8 ნოემბერს. შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებული კომისიის ატომურ ენერგიაზე (გკაე - JCAE) ხელმძღვანელი კარლ ტი. დურჰამი (ცენტრი) და აეკ-ის ხელმძღვანელი ლუის შტრაუსი (მარჯვნივ).

ბრიტანული თერმობირთვული იარაღების წარმატებული განვითარება ხელსაყრელი აღმოჩნდა იმისათვის, რომ განახლებულიყო მოლაპარაკებები აშშ-სთან. საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წლის 4 ოქტომბერს სპუტნიკ 1-ის გაშვება, რომელიც მსოფლიოში პირველი ხელოვნური სატელიტი იყო, ამერიკული საზოგადოებისათვის უდიდესი შოკი იყო, რადგან მათთვის აშშ-ს გააჩნდა ტექნოლოგიური უპირატესობა, რომელიც მათ ხელშეუხებლობას განაპირობებდა. უეცრად გამოჩნდა უდავო მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ, ზოგიერთ სფეროში მაინც, საბჭოთა კავშირი მათზე წინ იყო. გახმაურებულმა მოთხოვნამ, რომ ხელისუფლებას სპუტნიკის კრიზისისათვის პასუხი გაეცა, მისცა ბრიტანულ და ამერიკულ მხარეებს იმის საშუალება, რომ გამოესწორებინათ საკუთარი ურთიერთობა. [55] ჰაროლდ კასიას, ბრიტანელი ელჩის ამერიკაში, შემოთავაზებით, მაკმილანმა ეიზენჰაუერს 10 ოქტომბერს გაუგზავნა შეთავაზება მათი რესურსების გაერთიანების თაობაზე. [56] როგორც მაკმილანმა განაცხადა, ისინი შეხვდნენ იმისათვის, რომ კონკურენცია გაეწიათ საბჭოთა კავშირისათვის ყველა ფრონტზე, მათ შორის „სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური“.[57]

მაკმილანი გაემგზავრა ვაშინგტონში მოლაპარაკებისათვს 25 ოქტომბერს.[58] მას ეშინოდა, რომ 10 ოქტომბრის გამანადგურებელი ვინდსქეილის ხანძარი მოლაპარაკებებს ჩაშლიდა,[59] ვინაიდან ის უარყოფით ზეგავლენას იქონიებდა საზოგადოების აზრზე ბრიტანეთის კომპეტენციასთან დაკავშირებით და კონტრარგუმენტებს მისცემდა იმათ, ვინც ბრიტანელებთან კოოპერაციის წინააღმდეგი იყო. აღნიშნულისაგან თავის ასარიდებლად, მისი დირექტივით გაანადგურეს ხანძართან დაკავშირებული რეპორტები.[60] მაკმილანი თავიდანვე გრძნობდა, თუ როგორი შეწუხებული იყო ამერიკული საზოგადოება სპუტნიკთან დაკავშირებული მოვლენებით,[55] რაც უდიდესი წნეხის ქვეშ აყენებდა ეიზენჰაუერის ადმინისტრაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაეწყოთ IRBM-ის განლაგება.[61]

ეიზენჰაუერი და მაკმილანი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ისინი ჩამოაყალიბებდნენ გადასამზადებელ ჯგუფს, რომელსაც უხელმძღვანელებდა რიჩარდ პოველი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, და დონალდ ა. ქუარლსი, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილე, იმისათვის, რომ განესაზღვრათ როგორ მოხდებოდა IRBM-ის ბრიტანეთისათვის გადაცემა. [58] მეორე სასწავლო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა შტრაუსი და ედვინ პლოუდენი, UKAEA-ს (გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის განყოფილება) ხელმძღვანელი, გამოიკვლევდა ბირთვულ კოოპერაციას და ბირთვული ინფორმაციის გაცვლას.[59] პლოვდენსა და შტრაუსს შორის პირადი ურთიერთობა გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ უკანასკნელმა გადაწყვიტოს ბრიტანეთისათვის ინფორმაციის გადაცემა [62]

დეკემბრისთვის, IRBM-თან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ყველა პრობლემა მეტ-ნაკლებად გადაჭრილი იყო,[63] და ფორმალური შეთანხმება მზად იყო 17 დეკემბერს, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ თვის ბოლოს გადაწყდა, რომ ბრიტანეთი მიიღებდა თორის სარაკეტო იარაღს, და არა იუპიტერს.[64]

თუმცა, ბირთვული წყალქვეშა ნავსადგომთან დაკავშირებული საკითხი პრობლემური იყო. 1956 წლის ივლისის შეთანხმებისა და 1957 წლის ეიზენჰაუერის დირექტივის ქვეშ სამეფო ფლოტის ოფიცრებს დაევალათ, რომ შეესწავლათ ამერიკული ფლოტის ბირთვული წყალქვეშა ნავსადგომის პროგრამა. 1957 წლის ოქტომბრისათვის, ოპერაციის ხელმძღვანელი, კონტრადმირალი ჰაიმან ჯი. რიკოუვერი, ამჩნევდა, რომ მათი შეკითხვები ანელებდა პოლარისის წყალქვეშა ნავით გაშვებული IRBM-ის განაწილებას. ის ღელავდა, რომ გაჭიანურებდა მისცემდა კონგრესს იმის ბიძგს, რომ უპირატესობა სახმელეთო რაკეტებისათვის მიენიჭებინათ. დეკემბრისათვის, ბრიტანელი მოკავშირე ოფიცრები ჩიოდნენ იმაზე, რომ მათ შეკითხვებზე პასუხებს ძალიან გვიან სცემდნენ. რიკოუვერმა წამოაყენა შეთავაზება, რომ ვესთინგჰაუსს მისცემოდა უფლება, რომ მიეყიდა სამეფო ფლოტისათვის ბირთვული წყალქვეშა რექტორი, რომელიც ამ უკანასკნელს მისცემდა იმის საშუალებას, რომ საკუთარი ბირთვული წყალქვეშა ნავსადგომი აეშენებინა. ვინაიდან ამ იდეის წყალობით დიდი ოდენობის თანხის დაზოგვა იყო შესაძლებელი, ბრიტანეთის მთავრობამ მას მხარი დაუჭირა.[65][66]

მაკმაჰონის აქტის შესწორება რედაქტირება

ბრიტანელებს სურდათ, რომ მაკმაჰონის აქტის შეზღუდვები ბირთვულ კოოპერაციაზე შესუსტებულიყო. მათ სურდათ ინფორმაციის მიღება წონაზე, მოცულობაზე, შერწყმისა და სროლის მიმდევრობაზე, უსაფრთხოების პირობებისა და ფრენის პროცედურებზე. ეს ინფორმაცია იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ამერიკული ბომბები გადატანილიყო ბრიტანული V-ბომბდამშენებით და იმის საშუალებას, რომ ამერიკული ქობინები ჩატეულიყო ბრიტანულ ლურჯი ზოლის რაკეტებში.[65] ეს ბრიტანელებს მილიონობით გირვანქას დააზოგვინებდა და აარიდებდა შიდა პოლიტიტიკურ არეულობებს რომელიც გამოწვეული იქნებოდა იმით, რომ ბრიტანეთი აგრძელებდა ბირთვულ ცდებს საერთაშორისო მორატორიუმის პერიოდში.[62] მაშინ, როდესაც ბრიტანელებისათვის ცნობილი იყო თუ რა სურდათ მათ, აშშ-ს არ გააჩნდა კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის ინფორმაციის მიცემა სურდათ ბრიტანელებისათვის.[65] აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჯონ ფოსტერ დულსი მიიჩნევდა, რომ ბრიტანეთთან განსაკუთრებული ურთერთობა გაართულებდა ამერიკის ურთიერთობას სხვა მოკავშირეებთან.[67] შტრაუსი მიიჩნევდა, რომ წყალბადის ბომბის საიდუმლოების ბრიტანელებისათვის გამხელა ვერ დაუშვებდა JCAE (ატომური ენერგიის გაერთიანებული კომისია) და იდეის მხარდამჭერებს ურჩია, რომ შეექმნათ ისეთი ნორმატიული შესწორებები, რომელიც საკმარისად ზოგადი იქნებოდა იმისათვის, რომ მიეცა პრეზიდენტისათვის იმის საშუალება, შეძლებოდა ინფორმაციის გაცემა მოკავშირეების გაღიზიანების გარეშე.[65] ეიზენჰაუერმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო „ურთიერთდამოკიდებულები“ იყვნენ და სთხოვა კონგრესს, რომ შეეტანათ შესწორებები მაკმაჰონის აქტში.[68]

გადამწყვეტი აღმოჩნდა კარლ ტი. დურჰამის მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც JCAE-ს თავმჯდომარე იყო. ეიზენჰაუერი შეხვდა კონგრესის ლიდერებს 1957 წლის 3 დეკემბერს და აიძულა, უფრო გახსნილები ყოფილიყვნენ კოოპერაციისას არა მხოლოდ ბრიტანეთთან, არამედ ამერიკის ყველა ნატო მოკავშირეებთან. [69] ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები აწარმოვა ავსტრალიასთან, კანადასა და ნატოსთან.[70] ეიზენაუერს ჯერჯერობით არ ჰქონდა სრული მხარდაჭერა ამ შეთავაზებაზე, მაგრამ აშშ-ს სენატორის კლინტონ ანდერსონის მიერ გაწეულმა წინააღმდეგობამაც ვერ მიიღო დიდი მხარდაჭერა.[69] 1958 წლის 27 იანვარს შტრაუსმა დურჰამს გაუგზავნა ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ცვლილებები,[70] და JCAE-ს ქვეკომიტეტმა კოოპერაციის შეთანხმებებისათვის, რომელსაც ხელმძღვანელობდა სენატორი ჯონ პასტორი, გამართა მოსმენები 29 იანვრიდან 31 იანვრამდე. კვარლსი და მაიორ გენერალი ჰერბერტ ლოპერი, თავდაცვის მინისტრის ასისტენტი ატომური ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით იძულებული იყვნენ მოეგერიებინათ კრიტიკული და მწვავე შეკითხვები ბირთვული იარაღის გავრცელებაზე.[71] ბრიტანეთის ინფორმაციის დაცვა, ან, უფრო სწორად, მისი ნაკლებობა უკვე აღარ ჩანდა იმდენად მნიშვნელოვანი, როდესაც საბჭოთა კავშირი ამერიკას ტექნოლოგიურად უსწრებდა და ბრიტანეთს დამოუკიდებლად ჰქონდა შემუშავებული წყალბადის ბომბი,[72] თუმცა JCAE არ დაეთანხმა შეთანხმების იმ პირობებს, რომლის მიხედვითაც ბრიტანული ურანი-235 იცვლებოდა ამერიკული პლუტონიუმის სანაცვლოდ, რომლისთვისაც ამერიკა გადაიხდიდა 30 ამერიკულ $-ს გრამზე პლუტონიუმისთვის, მაშინ, როდესაც მისი წარმოება ბრიტანეთში 12 $ უჯდებოდათ.[73]

შესწორებები მიღებულ იქნა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ 19 ივნისს, მაგრამ არა იმ ცვლილებების გარეშე, რომელიც უკვე ლიმიტებს აწესებდა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მიმოიცვლებოდა იმ ქვეყნების მიერ, რომლებმაც განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწია ამ სფეროში. იგივე შეზღუდვები წესდებოდა არა-ბირთვული შემადგენელ ნაწილებზე ბირთვული იარაღებისთვის. ამერიკული ბირთვული იარაღები რჩებოდა ამერიკის საკუთრებაში და ვერ გაიცემოდა მოკავშირეებზე, გარდა საომარი პერიოდისა. წყალქვეშა რაკეტებისათვის ბირთვული რეაქტორების გაყიდვა და რაკეტებისა და სხვა სამხედრო რეაქტორებისათვის საწვავის გაყიდვა ნებადართული იყო. ითვლებოდა, რომ მხოლოდ ბრიტანეთმა შეძლო მიეღწია მნიშვნელოვანი პროგრესისათვის.[74] კანონპროექტი მიიღო კონგრესმა 1958 წლის 30 ივნისს და ძალაში შევიდა ეიზენჰაუერის მიერ 1958 წლის 2 ივლისს.[75]

1958 წლის ბრიტანულ-ამერიკული ურთიერთ თავდაცვის შეთანხმება ხელმოწერილი იყო დულესის და სემუელ ჰუდის, ბრიტანეთის მინისტრის მიერ ვაშინგტონში, 3 ივლისს[76] და დამტკიცებული იყო კონგრესის მიერ 30 ივლისს.[77]

იმპლემენტაცია რედაქტირება

დეტალები რედაქტირება

 
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი დეს ბრაუნი (მარჯვნივ) საუბრობს ამერიკის თავდაცვის მინისტრის, რობერტ მ. გეითსის (მარცხნივ)მიერ წარმოდგენილ მიღებაზე, ბრიტანულ-ამერიკული ურთიერთ თავდაცვის შეთანხმების 50 წლის თავის აღნიშვნაზე, ვაშინგტონში, 2008 წლის 9 ივლისს.

შეთანხმება აძლევს ამერიკასა და ბრიტანეთს იმის საშუალებას, რომ გაცვალონ საიდუმლო ინფორმაცია იმ მიზნით, რომ გააუმჯობესონ ერთმანეთის „ატომური იარაღის დიზაინი, განვითარება და დამზადების უნარი“.[76] მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას ბირთვული კოოპერაციის შეთანხმებები აქვს სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის საფრანგეთთან და ზოგიერთ ნატოს ქვეყანასთან, მათგან არცერთი არაა იმ მასშტაბისა, როგორიცაა ამერიკისა და ბრიტანეთის ურთიერთდაცვის შეთანხმება.[78] მაკმილანმა მას შეარქვა „დიდებული პრიზი“.[1]

ხელშეკრულების მეორე მუხლი შეეხებოდა თავდაცვის გეგმების ერთობლივ განვითარებას; პერსონალის საერთო გადამზადება იმისათვის, რომ თავი დაეცვათ ბირთვული იარაღების წინააღმდეგ; ინტელექტის გაზიარება და მოწინააღმდეგის შესაძლებლობების შეფასება; ბირთვული გადაზიდვის სისტემების გაზიარება და სამხედრო რეაქტორების კვლევა, განვითარება და დიზაინი.[79] ხელშეკრულებამ გამოიწვია ისეთი „საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა, რომელიც ეხებოდა ატომურ იარაღებს და როდესაც მეორე მხარესთან კომუნიკაციის შემდეგ კომუნიკაციის დამწყები მხარე განსაზღვრავს, რომ ასეთი ინფორმაციის გადაცემა საჭიროა იმისათვის, რომ მეორე მხარემ გააუმჯობესოს ატომური იარაღის დიზაინი, განვითარება და დამზადების უნარი“.[76] ამერიკა გადასცემდა ბრიტანეთს ინფორმაციას ატომურ იარაღებზე, რომელიც ჰგავდა ბრიტანეთის ატომურ იარაღებს. უახლოეს მომავალში ეს გამორიცხავდა ინფორმაციას თერმობირთვულ იარაღებზე.[80] შეთანხმება ასევე ფარავდა კონფიდენციალური დაზვერვის საკითხებს. ბრიტანეთის მთავრობას არ გამოუქვეყნებია ეს სექციები ამ საკითხების განსაკუთრებულად დიდი კონფიდენციალურობის გამო და იმიტომ, რომ ასეთი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ ქვეყნებისათვის, რომელსაც სურთ ბირთვული იარაღის შექმნა.[81]

მესამე მუხლი აწესრიგებდა ბრიტანეთისათვის ერთი სრული ბირთვული წყალქვეშა ძრავის მიყიდვას და ასევე მის ასამუშავებლად საჭირო ურანის მიყიდვას 10 წლის განმავლობაში.[79] JCAE-ს მიერ გამოხატული შეშფოთების გამო, AEC (United States Atomic Energy Commission) განსაზღვრავდა იმ ფასს, რომელსაც ბრიტანეთი გადაიხდიდა უაღრესად გამდიდრებული ურანისათვის(HEU).[80] ხელშეკრულება თავდაპირველად არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ არა-ატომური კომპონენტები ატომური იარაღებისათვის გადაცემოდა ბრიტანეთს. ის შესწორებული იყო 1959 წლის 7 მაისს, და ბრიტანეთს მიეცა წვდომა არაბირთვულ კომპონენტებზე[77] და უფლება, რომ გადაეზიდა სპეციალური ბირთვული მასალები, როგორიცაა პლუტონიუმი, HEU და ტრიტიუმი.[82] ამ ხელშეკრულებამ გზა გაუხსნა შემდგომ პოლარისის ნასყიდობის ხელშეკრულებას ,[83] რომელიც ხელმოწერილ იქნა 1963 წლის 6 აპრილს.[84] ეს ორი შეთანხმება არის „ქვაკუთხედი ბრიტანეთი-ამერიკის ბირთვული ურთიერთობისა 60 წლის განმავლობაში.[79]

ბირთვული იარაღის განვითარება რედაქტირება

აეკ(AEC)-მა ბრიტანეთის ხელისუფლებას შესთავაზა ვაშინგტონში, 1958 წლის 27 და 28 აგვისტოს შეხვედრების სერიებზე გამოეგზავნათ საკუთარი წარმომადგენლები, რათა მათ გადაეწყვიტათ გარკვეული საკითხები. ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას წარმოადგენდა უილარდ ლიბი, აეკ-ის თავმჯდომარის მოადგილე; ლოპერი; ბრიგადის გენერალი ალფრედ სტარბერდი, აეკ-ის სამხედრო განაცხადების დირექტორი; ნორის ბრედბერი,ლოს ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის დირექტორი; ედვარდ ტელერი, ლოურენს ლივერმორის ლაბორატორიის დირექტორი; და ჯეიმზ ვ. მაკრაი, სანდიის კორპორაციის პრეზიდენტი. ბრიტანეთის წარმომადგენლები კი იყვნენ სერ ფრედერიკ ბრუნდრეტი, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამეცნიერო მრჩეველი, ვიქტორ მაკლენი თავდაცვის სამინისტროდან; უილიამ პენი, უილიამ კუკი და ე. ფ. ნიული ალდერმასტონის ატომური იარაღის კვლევის დაწესებულებიდან. ამერიკელებმა გაამჟღავნეს მათი 9 ბირთვული იარაღის (მარკ 7, მარკ 15/მარკ 39, მარკ 19, მარკ 25, მარკ 27, მარკ 28, მარკ 31, მარკ 33 და მარკ 34) დიზაინის დეტალები. სანაცვლოდ ბრიტანელებმა მიაწოდეს მათი შვიდი სახის იარაღის დეტალები, მათ შორის იყო "მწვანე ბალახი"; პენანტი, გაძლიერებული მოწყობილობა, რომელიც 22 აგვისტოს Grapple Z ტესტის დროს აფეთქდა; "დროშისბოძი", 2 სექტემბრისთვის დაგეგმილი ორეტაპიანი მოწყობილობა; "ბურგე", 23 სექტემბრისთვის დაგეგმილი მოწყობილობა; და სამეტაპიანი "ჰილიარდ 3". ამერიკელები აღფრთოვანდნენ ბრიტანული დიზაინით, განსაკუთრებით "ჰილიარდ 1", "ჰილიარდ 3-ის" უფრო მძიმე ვერსიით. შესაბამისად, კუკმა შეცვალა Grapple Z პროგრამა იმისთვის, რომ "ჰილიარდ 3"-ის ნაცვლად გაესროლათ "ჰილიარდ 1".[85] მაკმილანმა საკუთარ დღიურში კმაყოფილებით აღნიშნა:

გარკვეულ ასპექტებში ჩვენ საკმაოდ შორს ვართ, მეტიც ბევრად უფრო შორს ვართ განვითარებული ხელოვნებაში, ვიდრე ჩვენი ამერიკელი მეგობრები. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენი მხრიდან გაცემის პროცესში მოხდებოდა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა. ისინი ენთუზიაზმით არიან განწყობილი ჩვენი მხრიდან სერიების დასრულების მიმართ, განსაკუთრებით ბოლო მეგატონთან დაკავშირებით, რომლის მახასიათებლები სიახლეს წარმოადგენს და ღრმა ინტერესს იწვევს მათში.’’.[86]

საწყის ეტაპზე ხელშეკრულებიდან მისაღები სარგებელი იყო გაერთიანებული სამეფოს შესაძლებლობა "ლურჯი ფოლადის" რაკეტისთვის W28 ბირთვული ქობინი "წითელი თოვლის" მსგავსად "გაეინგლისელებინა".[87] ბრიტანელ დიზაინერებზე შთაბეჭდილება მოახდინა არა მარტო "ყვითელ მზეში" გამოყენებულ ბრიტანული "მწვანე ბალახის" ქობინთან შედარებით W28-ის ბევრად უფრო მსუბუქმა დიზაინმა, არამედ ძვირადღირებული გახლეჩვად მასალის გამოყენების კუთხით მისმა ეკონომიურობამ. "წითელი თოვლით" დამზადებული "ყვითელი მზე მარკ 2" ჯდებოდა £500,000, მაშინ როცა "მარკ 1"-ის "მწვანე ბალახით" ღირებულება გახლდათ £1,200,000.[88] ცსს (CIA)-მ 1974 წელს გავრცელების შეფასებისას აღნიშნა: "ხშირ შემთხვევაში [ბრიტანეთის მიერ ბირთვულ და სარაკეტო სფეროებში გამოყენებული მგრძნობიარე ტექნოლოგია] დაფუძნებულია აშშ-სგან მიღებულ ტექნიკაზე და სამართლებრივად არ შეიძლება ის აშშ-ს თანხმობის გარეშე გავრცელდეს".[89] გაერთიანებული სამეფოს ეროვნული აუდიტის სამსახურმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გაერთიანებული სამეფოს "ტრიდენტის" პროგრამის ქობინის განვითარებისა და წარმოების ხარჯების უდიდესი ნაწილი, რაც გულისხმობდა სპეციალური მასალების, ქობინთან დაკავშირებული კომპონენტების და სერვისების მიწოდებას, ხორციელდებოდა აშშ-ში.[90][91] არსებობს მტკიცებულება, რომ ბრიტანული "ტრიდენტის" სისტემის ქობინების დიზაინი არის მსგავსი და მეტიც ეფუძნება აშშ-ს საზღვაო ძალების "ტრიდენტის" რაკეტებში ჩამონტაჟებულ W76 ქობინებს როგორც დიზაინით, ისე აფეთქების მოდელის მონაცემებით.[92][93]

ვინაიდან დიდ ბრიტანეთს არ გააჩნდა საკმარისი რესურსები სხვადასხვა სახის ბირთვული იარაღის დასამზადებლად, ის მალე დამოკიდებული გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე.[94] პროექტ E-ს ფარგლებში დიდ ბრიტანეთს ხელშეკრულება აძლევდა საშუალებას აშშ-სგან მიეღო სამეფო საჰაერო ძალებისა (RAF) და რაინის ბრიტანეთის არმიისთვის (BAOR) ბირთვული იარაღი.[95] ანალოგიური ტიპის მფარველობითი ღონისძიებები გატარდა პროექტი "ემილის" ფარგლებში Thor-ის რაკეტების მიწოდებისას.[96] დიდ ბრიტანეთს მიეცა შესაძლებლობა აშშ-ს ნევადის საცდელ ტერიტორიაზე განეხორციელებინა მიწისქვეშა ბირთვული ტესტირება. პირველი ტესტირება განხორციელდა 1962 წლის 1-ელ მარტს.[97] ბრიტანული ბირთვული ტესტირებები აშშ-ში გაგრძელდა იქამდე, სანამ 1992 წლის ოქტომბერში იგი პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოულოდნელად არ შეაჩერა. [98][99] ძირითადი ნაკლებად მასშტაბური ბირთვული ტესტირებები მაინც ხორციელდებოდა, ამ მხრივ აღსანიშნავია ეტნას ტესტი 2002 წლის თებერვალში და 2006 წლის თებერვალში კრაკატაუს ტესტი.[100]

სპეციალური ბირთვული მასალების გაცვლა რედაქტირება

 
სამეფო საზღვაო ფლოტის თარგი:Sclass- თარგი:HMS

შეთანხმების თანახმად, 1960-1979 წლებში შეერთებულ შტატებში 6,7 კგ ტრიტიუმის და 7.5 ტონა HEU-ს სანაცვლოდ გაიგზავნა ბრიტანეთში წარმოებული 5,37 ტონა პლუტონიუმი. შემდგომში გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს შორის დარჩენილი 470 კგ პლუტონიუმის გაცვლის მიზეზები რჩება გასაიდუმლოებული.[101] ბრიტანეთში წარმოებული პლუტონიუმის ნაწილი აშშ-ს მიერ 1962 წელს გამოყენებულ იქნა რეაქტორული კლასის პლუტონიუმის ჩვენთვის ცნობილ ერთადერთ ბირთვული ტესტირების ფარგლებში.[102] აშშ-სთვის გაგზავნილი პლუტონიუმი შეიცავდა დიდ ბრიტანეთში წარმოებული სამოქალაქო მაგნოქსის რეაქტორებს და აშშ-მ გასცა გარანტია იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო პლუტონიუმი არ გამოიყენებოდა მის ბირთვული იარაღის პროგრამაში. იგი გამოიყენებოდა სამოქალაქო პროგრამებში, რომლებიც მოიცავდა კალიფორნიუმის წარმოებას და რეაქტორების კვლევას.[101]

გაერთიანებული სამეფოს ტრიდენტის ქობინების გახლეჩვადი მასალის ნაწილი ამერიკაში შეიძინეს,[91] თუმცა მის მიერ მიწოდებული HEU-ს დიდი ნაწილი გამოიყენებოდა არა იარაღად, არამედ როგორც საწვავი დიდი ბრიტანეთის ატომური წყალქვეშა ნავების მზარდი ფლოტისთვის. ხელშეკრულების თანახმად, აშშ დიდ ბრიტანეთს აწვდიდა არა მხოლოდ ბირთვულ წყალქვეშა ძრავის ტექნოლოგიას, არამედ S5W სრული წნევის ქვეშ მყოფ წყლის რეაქტორს, რომელიც გამოიყენებოდა წყალქვეშა ნავების ასამოქმედებლად. ის გამოიყენეს სამეფო საზღვაო ძალების პირველ ატომურ წყალქვეშა ნავში, რომელიც გამოუშვეს 1960 წელს და ექპულატაციაში შევიდა 1963 წელს. S5W იკვებებოდა ურანით, 93-იდან 97 პროცენტამდე გამდიდრებული ურანიუმ-235-ით.[103] წყალქვეშა ნავის დიზაინისა და ჩახშობის ტექნიკის შესახებ ,,მნიშვნელოვანი რაოდენობის’’ ინფორმაციის აშშ-სთვის გადაცემის სანაცვლოდ,[104] რეაქტორის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენეს, როგორც დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა ნავების PWR1 რეაქტორის საფუძველი,[105] ვესტინგჰაუსიდან როლს როისში გადაიტანეს.[106].

დიდმა ბრიტანეთმა HEU აწარმოა საკუთარ ტერიტორიაზე, კაპენჰერსტში, მაგრამ სამხედრო მიზნებისთვის წარმოება იქ 1963 წლის მარტში შეწყდა.[107] ამის შემდგომ, ურანიუმის ოქსიდი ავსტრალიიდან, კანადიდან, ნამიბიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, აშშ-სა და ზაირიდან იმპორტირდა და სპრინგფილდში იგი გადამუშავდა ურანის ჰექსაფტორიდში. შემდეგ ის გადაზიდეს აშშ-ში, ოჰაიოში, პიკეტონის მახლობლად, პორტსმუთის აირის დიფუზიის ქარხანაში, სადაც იგი გაამდიდრეს. შემდეგ HEU გაერთიანებულ სამეფოში დააბრუნეს RAF-ის თვითმფრინავით.[103] 1994 წელს, მას შემდგომ რაც პორტსმუთის ქარხანა დაიხურა, ხელშეკრულება შეიცვალა აშშ-ს მოთხოვნით- ურანის გამდიდრების სერვისების "მიწოდების სანაცვლოდ", "დაორგანიზებულიყო" ეს უკანასკნელი .[76] 2002 წლის მარტისთვის დიდ ბრიტანეთს გააჩნდა 21.86 ტონა HEU, რაც წარმოადგენდა სამეფო საზღვაო ძალების ბირთვული წყალქვეშა ნავების 80 წლის მარაგს.[108]

ერთობლივი სამუშაო ჯგუფები რედაქტირება

ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა ერთობლივი სამუშაო ჯგუფების (JOWOG) მეშვეობით ინფორმაციის გაცვლა. მათგან მინიმუმ 15 დაარსდა 1959 წელს.[109] შესწავლილი საკითხები მოიცავდა შემდეგ თემატიკას:

ერთპუნქტიანი უსაფრთხოება, კომპიუტერული კოდები, მეტალურგია და ბერილიუმის, ურანის და პლუტონიუმის დამზადების ტექნოლოგია, წყლისა და წლის ორთქლის პირობებში ურანის კოროზია, მიწისქვეშა ეფექტების ტესტები, კოსმოსური ტესტირება, ფარული ტესტირება, ლითიუმის ნაერთების ტექნოლოგია, მაღალი ასაფეთქებელი ნივთიერებები, დეიტერიუმის მონიტორები, პლუტონიუმის ხანძრის ჩაქრობა, მაღალსიჩქარიანი კამერები, მექანიკური დაცვა, თხევადი და მყარი ფეთქებადი დარტყმის გაშვება, გარემოს შემგრძნობი ჩამრთველები, ნეიტრონული წყაროები, ტრიტიუმის რეზერვუარები, ტელემეტრია, სფერული და ცილინდრული სიმეტრიის პრობლემებისთვის ჰიდროდინამიკური და შეჯახებითი ურთიერთობები, ბირთვული ჯვარედინი სექციები, რადიოქიმია, ატომური დანგრევის საბრძოლო მასალები, ქობინების გამკვრივება, ასიმეტრიული დეტონაციები, ტერორისტული ბირთვული საფრთხეების რეაგირება, ბირთვული იარაღის ავარიები და ნარჩენების მართვა.[109]

2007 წლიდან 2009 წლამდე ატომური იარაღის გაერთიანების თანამშრომლებმა აშშ-ს ბირთვულ ობიექტებზე 2000-მდე ვიზიტი განახორციელეს.[110] ამასთან საერთო შესაძლებლობების ფარგლებში მიმდინარეობს თანამშრომლობა ამ ორი მიმართულებით:

  • ქობინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არქიტექტურისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის გაძლიერებული ბირთვული უსაფრთხოება, და
  • ქობინების ელექტრულ სისტემასთან დაკავშირებული არქიტექტურისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის არსებული ქობინების ელექტრული სისტემა.[111]

ორმხრივი სარგებელი რედაქტირება

ანგლო-ამერიკული განსაკუთრებული ურთიერთობა ორმხრივად მომგებიანი აღმოჩნდა, თუმცა მსოფლიო ომის შემდგომ ის არასდროს ყოფილა თანაბარი, რადგან აშშ როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური ძალით ბევრად აღემატებოდა გაერთიანებულ სამეფოს.[94] ლორნა არნოლდმა აღნიშნა:

გაცვლითი სახის ურთიერთობაში სარგებლის ბალანსი აუცილებლად ბრიტანეთის სასარგებლოდ იყო, თუმცა ეს მაინც არ ყოფილა სრულიად ცალმხრივი. ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით ელექტრონიკასა და ფეთქებად ნივთიერებებში, ბრიტანელები იყვნენ თანასწორნი ან შესაძლოა უფრო უპირატესნიც, და მათ ბევრ სფეროში გააჩნდათ ღირებული იდეები, რომლებსაც ამერიკელი მეცნიერები, განსაკუთრებით ტელერი აფასებდა.[112]

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინტელექტისა და კვლევის ბიუროს 1985 წლის ანგარიშის მიხედვით, აშშ "საკმაოდ საფუძვლიანად იყო ჩართული და დიდი სარგებელი მიიღო" ხელშეკრულებიდან.[113]

განახლება რედაქტირება

 
ეროვნული ბირთვული უსაფრთხოების ადმინისტრაციის ადმინისტრატორი ლიზა გორდონ-ჰაგერტი და სტეფან ლოვერგროვი აშშ-გაერთიანებული სამეფოს თავდაცვითი ხელშეკრულების მე-60 იუბილის აღსანიშნავად 2018 წლის ივნისში გამართულ სამახსოვრო გამოფენაზე ჭრიან ლენტს.

ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა 1959 წლის 7 მაისს, 1968 წლის 27 სექტემბერს, 1969 წლის 16 ოქტომბერს, 1974 წლის 22 ივნისს, 1979 წლის 5 დეკემბერს, 1984 წლის 5 ივნისს, 1994 წლის 23 მაისს და 2004 წლის 14 ივნისს. ცვლილებების უმეტესობამ მხოლოდ გაახანგრძლივა ხელშეკრულება კიდევ ხუთი ან ათი წლის განმავლობაში; სხვებმა დაამატეს განმარტებები და შეიტანეს მცირე ცვლილებები.[76][114][115] ყველაზე ბოლო განახლება მოხდა 2014 წლის 22 ივლისს, სადაც ხელშეკრულება 2024 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა და Trident ბირთვულ პროგრამაშიც მცირე ცვლილებები შევიდა.[116][117]

2004 წლის ბრიტანულ-ამერიკული უშიშროების საინფორმაციო საბჭოს (BASIC) მიერ გამოცემული იურიდიული დასკვნის თანახმად, ხელშეკრულების განახლება არღვევდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების VI მუხლს, რომელიც ხელმომწერებს ავალდებულებდა ნაბიჯების გადადგმას ბირთვული განიარაღებისკენ. ზემოაღნიშნულს ბრიტანეთის მთავრობა არ დაეთანხმა. 2014 წლის ივლისში საგარეო და თანამეგობრული ურთიერთობის მიმართულებით უფროსმა სახელმწიფო მინისტრმა (2012-2014 წლებში), ბარონესა ვარსიმ დააფიქსირა მთავრობის პოზიცია: ,[118]:

ჩვენ ერთგულნი ვართ "სამყარო ბირთვული იარაღის გარეშე" მიზნის მიმართ და მტკიცედ გვჯერა, რომ ამის მიღწევის საუკეთესო გზა არის თანდათანობითი განიარაღება, რაც წარმოადგენს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიხედვით მოლაპარაკებული ნაბიჯ-ნაბიჯობრივი მიდგომის ფარგლებს. დიდ ბრიტანეთს აქვს ძლიერი წარსული ბირთვული განიარაღების კუთხით და განაგრძობს გავრცელების კონტროლისა და მრავალმხრივი ბირთვული განიარაღების მიმართულებით პროგრესის მისაღწევად საერთაშორისო ძალისხმევის წინა რიგებში ბრძოლას. დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ორმხრივი თავდაცვის შეთანხმება არის და იქნება სრულ შესაბამისობაში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ჩვენს ვალდებულებებთან.[119]


იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Macmillan 1971, p. 323.
  2. Gowing 1964, pp. 108–111.
  3. Hewlett & Anderson 1962, p. 277.
  4. Hewlett & Anderson 1962, pp. 285–286.
  5. Gowing 1964, pp. 236–242.
  6. Gowing 1964, pp. 340–342.
  7. Paul 2000, pp. 72–73.
  8. Hewlett & Anderson 1962, pp. 457–458.
  9. Gowing 1964, p. 372.
  10. 10.0 10.1 Goldberg 1964, p. 410.
  11. Hewlett & Anderson 1962, pp. 372–373.
  12. Gott 1963, p. 240.
  13. Gowing & Arnold 1974a, pp. 73–77.
  14. Gowing & Arnold 1974a, p. 92.
  15. Paul 2000, pp. 80–83.
  16. Hewlett & Anderson 1962, p. 468.
  17. Gowing & Arnold 1974a, pp. 106–108.
  18. Gowing & Arnold 1974a, pp. 105–108.
  19. Gowing & Arnold 1974a, pp. 181–184.
  20. Cathcart 1995, pp. 23–24, 48, 57.
  21. Gowing & Arnold 1974a, pp. 358–360.
  22. 22.0 22.1 Botti 1987, pp. 34–35.
  23. Gowing & Arnold 1974a, pp. 245–254.
  24. Hewlett & Duncan 1969, pp. 281–283.
  25. Gowing & Arnold 1974a, pp. 352–353.
  26. Hewlett & Duncan 1969, p. 285.
  27. Hewlett & Duncan 1969, pp. 307–308.
  28. Hewlett & Duncan 1969, p. 310.
  29. Gowing & Arnold 1974a, pp. 281–283.
  30. Baylis 1995, p. 75.
  31. Hewlett & Duncan 1969, pp. 309–310.
  32. Hewlett & Duncan 1969, pp. 312–314.
  33. Botti 1987, pp. 74–75.
  34. Gowing & Arnold 1974b, pp. 493–495.
  35. Gowing & Arnold 1974b, pp. 474–475.
  36. Arnold & Pyne 2001, pp. 16–20.
  37. 37.0 37.1 Arnold & Pyne 2001, pp. 27–30.
  38. Gowing & Arnold 1974b, pp. 498–500.
  39. 39.0 39.1 Baylis 2008, pp. 429–430.
  40. 40.0 40.1 Paul 2000, pp. 200–201.
  41. Farmelo 2013, pp. 372–375.
  42. Young 2016, pp. 200–201.
  43. Botti 1987, pp. 140–141.
  44. Botti 1987, pp. 147–149.
  45. Botti 1987, pp. 161–164.
  46. Botti 1987, pp. 171–174.
  47. Botti 1987, pp. 174–177.
  48. Young 2016, pp. 98–99.
  49. Botti 1987, pp. 180–181.
  50. Young 2007, p. 8.
  51. 51.0 51.1 Baylis 1994, pp. 166–170.
  52. Botti 1987, pp. 159–160.
  53. Arnold & Pyne 2001, p. 147.
  54. Arnold & Pyne 2001, pp. 160–162.
  55. 55.0 55.1 Botti 1987, pp. 199–201.
  56. Arnold & Pyne 2001, p. 199.
  57. Foreign Relations of the United States, 1955–1957, Western Europe and Canada, Volume XXVII – Document 306. Office of the Historian, United States Department of State. ციტირების თარიღი: 12 September 2017
  58. 58.0 58.1 Divine 1993, p. 34.
  59. 59.0 59.1 Baylis 2008, p. 438.
  60. Lohr, Steve (2 January 1988). „Britain Suppressed Details of '57 Atomic Disaster: Macmillan feared the loss of U.S. cooperation“. The New York Times. p. 3. ციტირების თარიღი: 18 August 2019.
  61. Divine 1993, pp. 73–74.
  62. 62.0 62.1 Baylis 2008, p. 440.
  63. Baylis 2008, p. 442.
  64. Wynn 1997, p. 287.
  65. 65.0 65.1 65.2 65.3 Botti 1987, p. 203.
  66. Baylis 2008, pp. 441–442.
  67. Baylis 2008, p. 439.
  68. Moore 2010, p. 33.
  69. 69.0 69.1 Botti 1987, pp. 207–208.
  70. 70.0 70.1 Botti 1987, p. 214.
  71. Botti 1987, pp. 215–219.
  72. Botti 1987, pp. 224–225.
  73. Botti 1987, p. 224.
  74. Botti 1987, pp. 232–233.
  75. Botti 1987, pp. 234–236.
  76. 76.0 76.1 76.2 76.3 76.4 Agreement between the Government of the United States of America and the Government of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland for Cooperation on the uses of Atomic Energy for Mutual Defence Purposes. Nuclear Threat Initiative. ციტირების თარიღი: 1 June 2017
  77. 77.0 77.1 Botti 1987, p. 238.
  78. Ellwood, Tobias. (24 November 2014) Military Alliances: Written question – 214429. Hansard. UK Parliament. ციტირების თარიღი: 25 November 2014
  79. 79.0 79.1 79.2 Mills 2014, p. 3.
  80. 80.0 80.1 Botti 1987, pp. 236–237.
  81. Lord Bach. (22 June 2004) UK-US Mutual Defence Agreement. Hansard. UK Parliament. ციტირების თარიღი: 15 March 2007
  82. Moore 2010, pp. 84–85.
  83. Baylis 2008, pp. 455–456.
  84. Jones 2017, p. 444.
  85. Arnold & Pyne 2001, pp. 202–205.
  86. Macmillan 1971, p. 565.
  87. Moore 2010, pp. 88–89.
  88. Moore 2010, pp. 104–105.
  89. თარგი:Cite report
  90. თარგი:Cite report
  91. 91.0 91.1 Downey 1987, pp. 3, 10, 18.
  92. Britain's Next Nuclear Era. Federation of American Scientists (7 December 2006). ციტირების თარიღი: 15 March 2007
  93. Stockpile Stewardship Plan: Second Annual Update (FY 1999). United States Department of Energy (April 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2022.
  94. 94.0 94.1 Botti 1987, pp. 238–241.
  95. Moore 2010, pp. 114–115.
  96. Moore 2010, pp. 98–99.
  97. UK Mounts First Underground Nuclear Test (UGT). Atomic Weapons Establishment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2022.
  98. Baylis 2008, p. 462.
  99. Wade 2008, p. 209.
  100. Wade 2008, p. 210.
  101. 101.0 101.1 Plutonium and Aldermaston – an historical account. UK Ministry of Defence (4 September 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 დეკემბერი 2006. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2022.
  102. Additional Information Concerning Underground Nuclear Weapon Test of Reactor-Grade Plutonium. US Department of Energy (June 1994). ციტირების თარიღი: 15 March 2007
  103. 103.0 103.1 Ritchie 2015, p. 3.
  104. p.529, Conway's All The World's Fighting Ships, US Naval Institute Press, Annapolis, 1996, ISBN 1-55750-132-7
  105. Ritchie 2015, p. 4.
  106. Moore 2010, p. 35.
  107. Moore 2010, pp. 197–199.
  108. Ritchie 2015, p. 7.
  109. 109.0 109.1 Moore 2010, p. 90.
  110. Mills 2014, p. 5.
  111. Dunne, Philip. (21 October 2014) Written question 209762: Angus Robertson 26-09-2014. UK Parliament. ციტირების თარიღი: 27 October 2014
  112. Arnold & Pyne 2001, p. 215.
  113. Baylis 2008, p. 461.
  114. Treaties in Force. United States Department of State. ციტირების თარიღი: 8 September 2017
  115. Disarmament Documentation: Amendment to the 1958 US-UK Mutual Defence Agreement (on nuclear weapons' cooperation), June 2004. Acronym Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 12 September 2016
  116. UK/US: Amendment to the Agreement for Cooperation on the Uses of Atomic Energy for Mutual Defense Purposes. Foreign and Commonwealth Office (16 October 2014). ციტირების თარიღი: 22 March 2015
  117. Norton-Taylor, Richard (30 July 2014). „UK-US sign secret new deal on nuclear weapons“. The Guardian. ციტირების თარიღი: 8 September 2017.
  118. Townsend, Mark. „Lady Warsi on Palestine, Islam, quitting ... and how to stay true to your beliefs“. The Guardian. ციტირების თარიღი: 12 May 2016.
  119. Mills 2014, p. 10.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება