ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2020/განხილვა:ოსეთი

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ოსეთი— ეთნო-ლინგვისტური რეგიონი - ასეთი ენციკლოპედიური ცნება არ არსებობ ავტორიტეტულ წყაროებში. თუ ვცდები შემისწორეთ.--Ouzo განხილვაწვლილი 13:51, 20 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ეთნო-ლინგვისტური - ეს არის გამოგონილი ტერმინი (რათა „სამხრეთი ოსეთიც“ ოსეთად ჩაითვალოს). შესაბამისად არასწორია. Deu aw 15:04, 13 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თარგი - წასაშლელი რედაქტირება

ეს თარგი ამოიღო მომხმარებელმა Deu-მ, მაგრამ თარგის ამოღება მოითხოვს განხილვას და გარკვეულ პროცედურებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა იმარჯვეს და სხავადსხვა ენებზე შექმნეს სტატია ამ სათაურით, ეს არ ნიშნავს, რომ სტატია უნდა არსებობდეს, ეს არ არის მყარი არგუმენტი. არსწებობს მსგავსი შინაარსის სათაურები ავტორიტეტულ ენციკლოპედიებში? - ეს არის მთავარი. "ოსეთი" - ასეთი რეგიონი ბუნებაში არ არსებულა და თუ სტატია უნდა დარჩეს, მაშინ მისი შინაარსიც ამგვარი უნდა იყოს, რომ ტერმინი შეიქმნა ხელოვნურად. უნდა დაიწეროს როდის შეიქმნა, სად შეიქმნა, რომელ წყაროებში ჩნდება და ასე შემდეგ. ამისთვის არსებობს თარგი - "მოიცადეთ".--Ouzo განხილვაწვლილი 09:26, 14 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ახლა ჩამოვუარე ყველა ენაზე სტატიას და არსად არ შემხვედრია ავტორიტეტული წყარო/ენციკლოპედია, სადაც ამ ტერმინზე იყოს სტატია მითითებული. ერთადერთი არის რუსულში - ბრკოჰაუზ-ეფრონი, რომელიც ასახავს იმდროინდელ რუსეთის იმპერიის რეალობას. მაშინ თუ სტატია დარჩება, მხოლოდ ასეთი განმარტებით: ტერმინი იხმარებოდა რუსეთის იმპერიაში ამა და ამ ოლქების აღსანიშნავად: обнимает часть Терской обл. (западная половина Владикавказского округа) и Тифлисской губ. (около одной трети Душетского у. и большая часть Горийского).--Ouzo განხილვაწვლილი 09:56, 14 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გარდა ამისა, ყველა ენაზე უნდა ჩაისვას თარგი fact და მოვითხოვოთ ავტორიტეტული წყარო, რუსულში კი დღევანდელი განმარტება (В настоящее время часть этого региона, расположенная к югу от Главного Кавказского хребта, является частично признанной Республикой Южная Осетия (с 2008 г.), к северу — Республикой Северная Осетия — Алания в составе Российской Федерации) უნდა შეიცვალოს ბროკჰაუზ-ეფრონისეული განმარტებით და ტერმინის არსებობის პერიოდის მითიტებით.--Ouzo განხილვაწვლილი 09:56, 14 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ოუზო, ერთხელ უკვე გთხოვე, რომ {{წასაშლელი}} არ ჩაგესვა ისეთ სტატიებში, რომელთა წაშლაც საკამათო შეიძლება გახდეს. ამისათვის არსებობს {{წაშლის კანდიდატი}}. ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია, რაც ადმინისტრატორებს ეხმარება.
რაც შეეხება თვითონ ოსეთს, შენ როგორც ამბობ, ეს ტერმინი არ არსებობს? მე ვერ ვიგებ მართლა რას ამბობ. სტატიაში არაფერი არ წერია ისეთი, რაც არ იქნება სწორი — სტატია ძირითადად სწორედ ტერმინების მართებულობა/არამართებულობას ეხება, საკმაოდ ნორმალურად. იმის მტკიცება, რომ სიტყვა „ოსეთი“ არ არსებობს და არც არსებობდა ისტორიულად, მე უბრალოდ სასაცილო მგონია... იმას, რასაც დღეს შეცდომით ჩრდილოეთ ოსეთს უწოდებენ, სინამდვილეში ოსეთი (ყოველგვარი წინსართების გარეშე) არაა? ვერ ვიგებ რას ერჩი სტატიას შინაარსობრივად. სხვა ვიკიპედიებში არ ვიცი, მაგრამ ჩვენს სტატიას ერთადერთი პრობლემა აქვს და ესაა წყარო — შინაარსობრივად სრულიად გამართულია. Deu განხილვა 14:44, 24 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვერ ვიხსენებ სად მითხარი, რომ {{წაშლის კანდიდატი}} ჩასვიო. ოკ, რა მნიშვნელობა აქვს, შენ ხომ ჩასვი, რაც მთავარია, თუმცა მაგ ორს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. საქმეს რაც შეეხება: სტატიაში შინაარსობრივი ცვლილებები მე შევიტანე და იმიტომ აქვს ახლა ასეთი სახე. თუმცა, მე მაინტერესებს ერთი რამ: როგორი განმარტებები აქვს "ოსეთს" ავტორიტეტულ ენციკლოპედიებში და, კერძოდ, რომლებში.--Ouzo განხილვაწვლილი 14:57, 24 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, ჩემი განხილვის გვერდზე დაგიწერია. ანუ "წასაშლელი" - სწრაფი წაშლისთვისაა, ხოლო "წაშლის კანდიდატი" - იმ შემთხვევაში, როცა სტატიის განხილვა უნდა მოხდეს. ახლა გავიგე. ახლა დაგვრჩა "ოსეთი"-ს განმარტებები ენციკლოპედიებში.--Ouzo განხილვაწვლილი 15:09, 24 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
(რედაქტირების კონფლიქტი) არც ისე დიდი ხნის წინ გითხარი შენსავე განხილვის გვერდზე, ისიც აგიხსენი, რა პრობლემებს იწვევს ამ ორი თარგის არევა ერთმანეთში და შენგან თანხმობაც მივიღე ვიღიმი. (თუმცა, მე 16 ნოემბერს მითქვამს შენთვის, აქ კი 14 ნოემბერს გაგიკეთებია რაღაც-რაღაცები; ამიტომ ბოდიში მიიღე ჩემგან, თუ საჭიროა). რაც შეეხება იმას, რომ შენ შეიტანე ცვლილებები და იმიტომ აქვს ასეთი სახე, ეს არა მგონია იყოს გამიზნული ტყუილი, უფრო მეტად მგონია, რომ რაღაც მიზეზით ბევრი რამ დაგავიწყდა ახლო წარსულში ვიკრიჭები). საქმე ისაა, რომ ამ სტატიაში შენი ორი ცვლილებაა: ერთხელ თარგი ჩასვი, მერე მე ამოვშალე და მერე ისევ შენ ჩასვი :)) არანაირი სხვა შესწორება არ გაგიკეთებია. შენს ჩასმულ თარგს სანამ ამოვიღებდი მცირე შესწორებები სწორედ მე გავაკეთე, რასაც როგორც ჩანს, ყურადღება არც მიაქციე (ან დაგავიწყდა : )). Deu განხილვა 15:11, 24 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
შესაძლოა, ალბათ მეც იმასვე ვფიქრობდი, რაც შენ დაწერე და მაგიტომ აღვიქვი ჩემად.ვიღიმი თარგებზე უკვე გიპასუხე და გეთანხმები. ახლა დაგვრჩა "ოსეთი"-ს განმარტებები ენციკლოპედიებში.--Ouzo განხილვაწვლილი 15:24, 24 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

წაშლა/არწაშლის საკითხი რედაქტირება

როგორ მოვიქცეთ ?, სადამდე უნდა იყოს ასეთ მდგომარეობაში სტატია, ან უნდა წაიშალოს ან თარგი უნდა იქნას ამოღებული სტატიიდან. ყოველშემთხვევაში ასე არ უნდა დარჩეს ეს სტატია. - ოთოჯი განხილვა 20:45, 17 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: უნდა წაიშალოს. ეს ტერმინი არის რუსების მიერ ყურით მოთრეული და გაუაზრებლად ქართულშიც დაწერილი. --Wiki - ჯაბა 15:19, 12 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
რომ გადავამისამართოთ ჩრდ. ოსეთზე? გიო ოქრო 16:18, 12 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ, სამხრეთოსეთელები და ჩრდილოეთოსეთელები ასეთი გაგება ბუნებაში არ არარსებობს ისევე როგორც გეოგრაფიული რეგიონი სამხრეთ ოსეთი თუ ოსეთი. საქმე იმაშია, რომ „ოსეთი“ საბჭოთა კავშირის დროს განმტკიცებული ტერმინია და დღეს მას სეპარატისტული კონტექსტი აქვს. მოდით შევხედოთ რას გულისხმობს არსებითად ტერმინი „ოსეთი“, — რეალურად, არარსებულ გეოგრაფიულ ერთეულს, რომელიც ორი ტერიტორიული წარმონაქმნისაგან შედგება: სამხრეთი ოსეთი და ჩრდილოეთი ოსეთი. ესე იგი, თუკი ჩვენ ვწერთ ტერმინ „ოსეთს“, ჩვენ ვაღიარებთ ასეთი ტერმინის დეფინიციას. სხვა გაგება ოსეთს არ აქვს!. ასეთი ტერმინები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზარალებს. ამიტომ, სეპარატისტული და არამეცნიერული მნიშვნელობის გამო, მე ვარ მომხრე იმისი, რომ ეს სტატია საერთოდ წაიშალოს. - OTOGI Messages 17:48, 12 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

ოთო სრულად ჩამოაყალიბე. მე ვერც კი დავამატებ ვერაფერს. --Wiki - ჯაბა 18:15, 12 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაგება ოსეთი რუსული ნარატივია, ამიტომ  წასაშლელია. --Mehman 97 22:43, 16 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
 წასაშლელია ამ ეტაპზე. როგორც ჩანს ამდენი ხანი ეგ არც თუ ნაკლებმნიშვნელოვანი სტატია ვერ შეივსო ვერანაირად. იგივე თუ ყურით მოთრეულია, ამის გაწერაც შეიძლებოდა და მეცნიერულად დასაბუთება, თუმცა როგორც ჩანს ჯერ მაქამდე ჯერ ვერ მოვიცალეთ. ზოგადად ვთვლი რომ ამ სახელწოდებაზე სტატია უნდა არსებობდეს, მაგრამ ასეთი სახით რაც დღესაა და არა ამდენი ხანი!--Surprizi განხილვაწვლილი 09:53, 17 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
 წასაშლელია Vano 3333 17:49, 18 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
სტატია ამ სახელით აუცილებლად უნდა იყოს ჩვენთან, უბრალოდ ასეთი სახის არა. თუ ვინმე გამოჩნდება, შეუძლია შექმნას ან დაამუშავოს. გიო ოქრო 10:36, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

ეს სტატია არის წასაშლელი და თუ ახალი სტატიის შექმნა გინდათ, დაწერეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ სად მიდის ამ რუსული ყურით მოთრეული ნარატივის სამომავლო გეგმები. მე ხელებს ვიბან და არასოდეს არ შევქმნი სტატიას ამ სათაურით. --Wiki - ჯაბა 12:07, 19 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატია წაიშალა ქართული, უახლესი ავტორიტეტული, მიუკერძოებული მეცნიერული წყაროების არქონის გამო!. - OTOGI Messages 08:22, 20 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]