ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/ბორჯომი (წყალი)

✔ რჩეული გახდა 11/09/2012
ყველაფერზე ვითხოვ გავრცობას :), დაწყებულკი ისტორიით დასრულებული სამკურნალო თვისებებით. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 05:16, 1 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მოთხოვნა, კარგია, მაგრამ დასაბუთება უნდა. ისტორიაც და სამკურნალო თვისებებიც მაქსიმალურად ამომწურავადაა. აქ დისერტაციას არ ვიცავთ, ეს ენციკლოპედიური სტატიაა. ამ შენიშვნას ვერ გავიზიარებს. "მგონი რჩეულობისთვის უფრო გავრცობა სჭირდება" - აქ სიტყვა "მგონი" იმაზე მიუთითებს, რომ ჩამოყალიბებული არგუმენტები არ გაქვს. --Ouzo განხილვაწვლილი 09:41, 1 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
როგორც უკვე მოგახსენეთ: მე მხოლოდ ჩემს სუბიექტურ აზრს გამოვხატავ მაგ სტატიასთან დაკავშირებით და არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომ ის ყველასთვის მისაღები და ერთადერთი ჭეშმარიტებაა :). კეთილი სურვილებით --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 11:55, 1 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
სუბიექტური აზრიც არგუმენტირებული უნდა იყოს. სხვა დაინტერესებულ მომხმარებლებს ვთხოვ, იხილონ ასევე ეს გვერდი.--Ouzo განხილვაწვლილი 12:00, 1 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
კარგი არ გაწყენინებ და ჩამოგითვლი რომელ სექციებს უნდა გავრცობა: უძველესი პერიოდი, ვორონცოვის პერიოდი, საბჭოთა პერიოდი, მოპოვება და ჩამოსხმა, ასევ ცალკე დასამატებელია ჯილდოები, და შეფუთვა. ხო კიდევ ჩავუმატე მონიშვნები სადაც ფაქტებს დადასტურება ჭირდებათ :) --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 19:45, 1 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
 კომენტარი: მომხმარებელმა პ.შეთეკაურმა, როცა მიხვდა, რომ მისი შიშველი სიტყვები ("გავრცობა სჭირდება") არაფრის მტქმელია, მოვალეობის მოხდის მიზნით გადახედა სტატიას და თვალით შეარჩია პატარა სექციები. ის, რომ მას რეალურად სტატია არ ანაღვლებს, მისი ვანდალური ქმედებებიდან კარგად გამოჩნდა: [1], [2], [3], [4], [5], [6], [7]. ამას ვანდალიზმი ჰქვია და სხვა არაფერი (მადლობა მიშას, რომელმაც ეს ვანდალიზმი აღკვეთა. აქედან გამომდინარე, პ.შეთეკაურის არცერთი "შენიშვნა" ჩემ მიერ არ იქნება გათვალისწინებული.--Ouzo განხილვაწვლილი 18:45, 5 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
(მომხრე), ოღონდ თარგი „საჭიროებს წყაროს მითითებას“ - რამდენიმე ადგილას არის და იქნებ მიეთითოს წყარო. ჯერ მითითებული განხილვის გვერდი არ წამიკითხავს.--ცანგალა () 12:29, 1 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
 კომენტარი: - გმადლობ, ცანგალა. წყაროებს ვუთითებ ნელ-ნელა. ყველაფერი ჩემი შემოტანილი არ არის და ცოტა დრო დამჭირდება.--Ouzo განხილვაწვლილი 12:37, 1 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
 კომენტარი: რჩეულ სტატიასთან დაკავშირებით, რაღაც კურიოზებთან გვაქვს ამ ბოლო დროს საქმე. ვითხოვთ ისეთ კრიტერიუებს, რომლებიც ქართული ვიკიპედიისთვის ხშირად „ზედმეტია“. რაც შეეხება ამ სტატიას, განა რა უნდა დაიწეროს მეტი მინერალურ წყალზე? ჩემი აზრით მშვენიერია, ამაზე მეტი უკვე გაწელვა და ბლა-ბლა-ბლა იქნებოდა. --მიხეილ (მიწერა) 13:19, 1 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
  • ! (მოიცადეთ) წავიკითხე სტატია. მე პირადად კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვკითხულობდი ბორჯომის ჩამომსხმელი კომპანიის მიერ დაწერილ სტატიას. განსაკუთრებით ქვეთავი სამკურნალო თვისებები - ხშირადაა გამოყენებული საქებარი ეპითეტები. „ბორჯომი“ რუსეთში - ამ ქვეთავს კი განვრცობა ნამდვილად არ აწყენდა. ასევე წყაროების დეფიციტიც აქვს სტატიას. Deu განხილვა 13:59, 1 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი:

  1. დათო, შეგიძლია მიმითითო ის ადგილები, რამაც შენზე დატოვა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ბორჯომის ჩამომსხმელი კომპანიის მიერ დაწერილ სტატიას კითხულობდი?
  2. "საქებარი ეპითეტები" - მიმითითე გთხოვ.
  3. „ბორჯომი“ რუსეთში - ეს ქვეთავი შეიძლება კიდევ ერთი აბზაცით განივრცოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება ქრონოლოგიურ დღიურში გადაიზარდოს. ამ ტემაზე შეიძლება სხვა სტატია დაიწეროს, მაგრამ ეს არის სტატია ზოგადად ბორჯომის შესახებ, სადაც რუსეთში ბორჯომის ისტორია მხოლოდ ერთი ეპიზოდია. პრობლემატიკა და საკითხის არსი დღევანდელი ტექსტიდან, ძირიტადად, ნათელია. კიდევ ვიმეორებ განხილვა შეიძლება კიდევ ერთი მაგხელა, ან ცოტა უფრო მოზრდილი აბზაცით,მაგრამ დაწვრილებითი განხილვა ამ სტატიის თემა არ არის.--Ouzo განხილვაწვლილი 14:43, 1 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
  4. "ასევე წყაროების დეფიციტიც აქვს სტატიას" - აღარ აქვს, გაკეთდა. --Ouzo განხილვაწვლილი 16:18, 1 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მადლობა წყაროების დამატებისათვის. ისტორიის სექციაზე ნაკლები შენიშვნა მაქვს (თუმცა სქოლიო არც მაგას აწყენდა; ეს აუცილებელი არაა, თუ ვემოთ მითითებულ ბიბლიოგრაფიაში გადამოწმებადია ეგ ინფორმაცია, თუმცა სასურველია). XXI საუკუნეც ისტორიაში ხომ არ გავაერთიანოთ? ასევე ასორტიმენტი - მოპოვება და ჩამოსხმაში. საქებარი სიტყვები მეორედ რომ წავიკითხე მართლა აღარ მომხმვდა თვალში :)). მაგრამ მაინც მგონია, რომ სტატიის შინაარსი ასეთია: ბორჯომია რაც არის და სხვა არაფერი არ არის! :). ამისი მიზეზი შეიძლება არის ის, რომ მეორე აზრი (რუსეთის სექცია) ნაკლებადაა სტატიაში. ეს ხომ არის ერთადერთი უარყოფითი შეფასება ბორჯომის ისტორიაში? მე მგონია, რომ მკითხველისათვის ეს საწინააღმდეგო აზრიც საინტერესო უნდა იყოს. ასევე ისიც, თუ რა მოჰყვა რუსეთის მთავარი სანიტარის ამ გადაწყვეტილებას, როგორ შეაფასეს ეს საქართველოში... რა ზიანი მიაყენა ამან საქართველოს ეკონომიკას... რა ვიცი, მგონია, რომ ეს სექცია უფრო დიდი უნდა იყოს. Deu განხილვა 07:57, 2 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ისტორიის სექციას სქოლიოებს გავუკეთებ.
XXI საუკუნე თანამედროვეობაა (ასევე ასორტიმენტი - მოპოვება და ჩამოსხმა) და ისტორიაში მისი გაერთიანება არ იქნება სწორი.
ბორჯომია რაც არის და სხვა არაფერი არ არის! — დაგეთანხმებოდი სტატიაში რომ ყოფილიყო ასეთი რამ: ბორჯომი გაცილებით ჯობია თავისი სამკურნალო თვისებებით საირმეს, ნაბეღლავს და საქართველოში წარმოებულ სხვა მინერალურ წყლებს. მაგრამ, მსგავსი რამ არსად წერია. თუმცა, მე "ბორჯომისტი" ვარ და ვთვლი, რომ ეს მართლაც ასეა. დათო, თუ გარედან შეხედვით ასე ჩანს, გთხოვ, სადაც საჭიროდ ჩათვლი ჩაასწორო, გამიხარდება მხოლოდ. რუსეთის სექციას გავზრდი, კი ბატონო, მაგრამ არ მგონია, რომ ძალიან უნდა გაიბეროს და უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე სხვა სექციები.--Ouzo განხილვაწვლილი 18:53, 5 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) კარგი სტატიაა, მიმაჩნია, რომ იმსახურებს რჩეულობას.--ოდაბადე განხილვაწვლილი 12:24, 7 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]