ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები/ბიზანტიის იმპერია

✔ რჩეული გახდა 21/03/2015
  • (მომხრე) სულ ასეთი სტატიები დაგვბედებოდეს! თვალის ერთი გადავლებით, რაღაც წვრილ-წვრილი დეტალების გასწორება შეიძლება, ასევე რუკების გაქართულებაც გაალამაზებს სტატიას, მაგრამ უდავოდ ძალიან კარგი სტატიით იწყება წელი!--Saliner 13:52, 2 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
კინაღამ გადავხაზე. მე-თქი, ვინ არის ეს ანონიმი. :) --Henry (მომწერეთ) 13:53, 2 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
:D ბოდიშს ვიხდი, ისე იშვიათად შემოვდივარ, ავტორიზაციის გავლაც დამავიწყდა. :D--Saliner 13:58, 2 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) უდავოდ იმსახურებს :)--SHOTHA [UT] 12:59, 7 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) რათქმაუნდა. აქამდეც უნდა გამხარიყო.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 18:07, 8 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
  • (მომხრე) – ეს სტატია მართლა ძალიან მომეწონა, ბოლო დროის ერთერთი საუკეთესო ნამუშევარია.--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:27, 9 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: – თუმცა რუკების გაქართულება აუცილებელია. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:30, 9 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
  •  კომენტარი: სტატიაში რომ ავტორმა დიდი შრომა და გულმოდგინება ჩადო ცხადია, თუმცა არის ორი რამ რის გულისთვისაც თავს ვიკავებ ხმა მივცე ამ სტატიას რჩეულობაზე: 1. სტატია კანდიდატია და ინტენსიურად მიდის მისი დამუშავება. როცა შენიშვნა აქვს ვინმეს მესმის რომ უნდა დაამუშაო, მაგრამ როდესაც შენიშვნა არაა და ასე აქტიურად ამუშავებ ნომინაციის შემდეგ მრჩება შთაბეჭდილება, რომ სტატია დაუსრულებელია. დაველოდები დასრულებას. და 2. ამ უზარმაზარ ვეებერთელა სტატიაში მხოლოდ 4 ლიტერატურაა გამოყენებული და აქედან ერთი სკოლის სახელმძღვანელო. მე კარგად მახსოვს საფრანგეთის რევოლუციას რჩეულის სტატუსი ჩამოვართვით იმის გამო რომ სკოლის წიგნიდან იყო დაწერილი. მაპატიეთ მაგრამ სანამ ეს ხარვეზი არ გამოსწორდება სტატიას ხმას ვერ მივცემ. თუმცა ვიმეორებ, ვაფასებ ავტორის ამ ფასდაუდებელ შრომას. --JABA 1977 19:39, 9 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
რაც შეეხება დამუშავებას, სტატიის რედაქტირება დასრულებულია. პირადად მე შესწორებების შეტანას აღარ ვაპირებ. ლიტერატურას რაც შეეხება, მითითებული მქონდა მხოლოდ ფუნდამენტური წყაროები, თუმცა თუ ეს ხარვეზია, აუცილებლად მივუთითებ ყველა გამოყენებულ ლიტერატურას. რაც შეეხება სკოლის წიგნს, სტატიის შექმნაში ის ყველაზე ნაკლებადაა გამოყენებული და არ წარმოადგენს იმ წყაროს, რომელზეც დაფუძნებულია სტატია.--ნაპოლეონი12 განხილვაწვლილი 21:38, 9 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]