ვიკიპედია:ნატახტარი/საკონკურსო/20110224175722/

"ლუდის ისტორია"

თამარ ღვინიაშილი

ლუდი არის პირველი ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც იცნობდა ცივილიზაცია, თუმცა, არ არის ცნობილი, თუ ვინ დალია პირველი ლუდი. ისტორიკოსების აზრით, კაცობრიობის სიყვარულმა ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მიმართ, დიდი როლი ითამაშა ადამიანების ევოლუციაში. მისი წყალობით მომთაბარე მონადირეების ცხოვრება შეიცვალა მიწაზე მომუშავე გლეხების ცხოვრებით, ხალხი დასახლდა ერთ ადგილზე, დაიწყეს მარცვლეულის მოყვანა. პირველი პროდუქტი, რომელსაც ამზადებდნენ მარცვლით და წყლით, იყო ლუდი და არა პური. თითქმის ყველა ქვეყანამ განავითარა ლუდის მომზადების საკუთარი ვერსია განსხვავებული მარცვლეულის გამოყენებით. აფრიკელები იყენებდნენ ფეტვს, სიმინდს და მანიოკს, ჩინელები _ ხორბალს, იაპონელები _ ბრინჯს, ეგვიპტელები _ ქერს. თუმცა, სვია, რომელიც მთავარი ინგრედიენტია თანამედროვე ლუდში,პირველად გამოიყენეს ჩვ. წ. აღ.-მდე მხოლოდ 1000 წლით ადრე. 1935 წლის 24 იანვარს პირელი დაკონსერვებული ლუდი, "Krueger Cream Ale“ გაიყიდა კრუგერ რიჩმონდის ბრიუინგის კომპანიის მიერ.