ვიკიპედია:თარგები/მთავარი გვერდი და ალტერნატივები
ამ გვერდზე თავმოყრილია თარგები გამოყენებული მთავარი გვერდის საინფორმაციო ბლოკებში.
სახელი | მიმდინარე ტექსტი | |||||
---|---|---|---|---|---|---|
{{მისალმება}} |
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში ვიკიმედიის თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედიის პროექტი | |||||
{{მისალმება 2}} |
ვიკიპედია — თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედია
| |||||
{{რჩეული სტატია}} |
კაროლინა მატილდა ბრიტანელი, მეტსახელად ცრემლების დედოფალი, ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი, დაბადებით — დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის პრინცესა, დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1766-1772 წლებში. იგი იყო უელსის პრინც ფრედერიკისა და მისი მეუღლის, ავგუსტა საქსენ-გოთელის ნაბოლარა ასული, რომელიც მამის გარდაცვალებიდან სამ თვეში დაიბადა. 1764 წლიდან ბრიტანელებსა და დანიის მეფე ფრედერიკ V-ს შორის დინასტიურ ქორწინებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. იგეგმებოდა დანიის კრონპრინც კრისტიანის დაქორწინება ბრიტანელ პრინცესაზე, რომლის თავდაპირველ საცოლედ კაროლინას უფროსი და, პრინცესა ლუიზა ანა მოიაზრებოდა, თუმცა საბოლოოდ დანიის ელჩმა მომავალ დედოფლად კაროლინა შეარჩია. კრისტიანი ფსიქიურად შეშლილი, არასტაბილური და ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილი აღმოჩნდა, რის გამოც მათი დედოფალი გამუდმებით თავს არიდებდა მეფეს. 1768 წელს კაროლინამ თავისი პირველი ვაჟი, კრონპრინცი ფრედერიკი გააჩინა. სულ მალე მეფე ერთწლიან ევროპულ ტურში წავიდა სამოგზაუროდ, რა დროსაც დედოფალს ხანმოკლე რომანი ჰქონდა. უკან დაბრუნებულმა კრისტიანმა თან ახალი, გერმანელი ექიმი ჩამოიყვანა იოჰან ფრიდრიხ სტრუენზეს სახით. სულ მალე, დედოფალმა და სამეფო ექიმმა ხანგრძლივი რომანი გააბეს, რის შედეგადაც კაროლინამ მეორე ბავშვი გააჩინა, სახელად ლუიზა ავგუსტა. სტრუენზემ და კაროლინამ დიდი გავლენა მოახდინეს მეფეზე, რომელმაც დაშალა მინისტრთა საბჭო და მათ ახალი რეფორმების გატარება დაიწყეს: გააუქმეს ცენზურა, განაახლეს კოპენჰაგენის ქუჩები და ა.შ. | |||||
{{რჩეული სტატია/მოკლე}} | ელა ჯეინ ფიცჯერალდი, ასევე ცნობილი, როგორც ‘ლედი ელა’ (სიმღერის პირველი ლედი) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზის მომღერალი, ცამეტი გრემის მფლობელი, ეროვნული ხელოვნების მედლით დაჯილდოებული პრეზიდენტ რეიგანის მიერ, და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით - პრეზიდენტ ბუში უფროსის მიერ. სამ-ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით დაჯილდოებული მომღერალი გამოირჩეოდა ტონალობის სიწმინდით, თითქმის შეუმცდარი ფრაზითა და ინტონაციით და განუმეორებელი იმპროვიზაციის შესაძლებლობით. სასიმღერო დებიუტი 16 წლის ასაკში 1934 წელს მოახდინა აპოლოს თეატრში ჰარლემში, ნიუ-იორკი, იმ დროს ცნობილ ერთ-ერთ ადრეულ “მოყვარულთა ღამეების” კონკურსზე. თავდაპირველად მიზნად დასახული ჰქონდა სცენაზე საცეკვაოდ ასვლა, თუმცა “ედვარდსის დების” (ადგილობრივი საცეკვაო დუეტი) გამოწვევით სიმღერა გადაწყვიტა. იმ ღამით კონკურსზე მან გაიმარჯვა, რითაც წარმატება მოიხვეჭა თავისთვისაც და აპოლონის თეატრისთვისაც. (...სრულად) | |||||
{{დღის მოვლენები}} |
| |||||
{{იცით თუ არა}} |
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
| |||||
{{დღის ფოტო}} |
| |||||
{{დღის ფოტოს ტექსტი}} |
მაჩუ პიკჩუ (ქეჩუას ენაზე: ძველი მთა, ხშირად: ”ინკების დაკარგული ქალაქი”) -- კარგად შენახული კოლუმბომდელი ინკას ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახ. 2.350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში ურუბამბას ხეობის თავზე, დაახ. 70 კმ-ში კუსკოდან ჩდრილოდასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში იელის არქეოლოგმა ჰირამ ბინგემმა მოაქცია 1911 წელს ხელახლა აღმოჩენით. ამჟამად პერუს მთავრობა აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ათასობით ისტორიული ნივთი, რომელიც ბინგემმა ამ არემარიდან გაიტანა. | |||||
{{კვირის პროექტი}} | ||||||
{{ვიკიენები}} |
სრული სია · მრავალენოვანი კოორდინაცია · დაიწყეთ ახალი ვიკიპედია ახალ ენაზე | |||||
{{დობილი პროექტები}} |
ვიკიპედიის არსებობა არაკომერციული ფონდი ვიკიმედიის დამსახურებაა. იხ. ვიკიმედიის სხვა პროექტები.
|