ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110130093706/მოსაზღვრე და ინტერვალიანი რითმა
მოსაზღვრე რითმა სტროფში ერთმანეთის მომდევნო (მოსაზღვრე) ტაეპების გარითმვას გულისხმობს. "ვეფხისტყაოსანში" სწორედ ასეთ გარითმვის ხერხს მიმართავს შოთა რუსთაველი. ინტერვალიანი კი ისეთ რითმას ეწოდება, როცა სტროფში პირველი და მესამე ტაეპი გაურითმავია, მეორე და მეოთხე - გარითმული და ა.შ. ასეთი რითმა ძირითადად ხალხური პოეზიის სავიზიტო ბარათია. მოსაზღვრე რითმის სქემატური გამოსახულება ასეთია: a a a a. ინტერვალიანი რითმის სქემა კი ასე ჩაიწერება: x a x a, სადაც ნიშანი x მიუთითებს, რომ ტაეპი გაურითმავია.