ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110120151150/

„!გურამ ასათიანი!“

!მერი ჯანგავაძე!

გურამ ასათიანი-(1928-1982 წწ) გამოჩენილი ქართველი მწერალი,კრიტიკოსი დაიბადა 1928 წლის 12 სექტემბერს თბილისში.ცნობილი ლიტერატორის ლევან ასათიანის ოჯახში.დაწყებითი განათლება მიიღო ვაჟთა მე-7 გიმნაზიაში,იყო პიონერთა სასახლის ლიტერატურული წრის აქტიური წევრი.სწორედ აქ გაიცნო და დაუახლოვდა იგი-რეზო თაბუკაშვილს,ლანა ღოღობერიძეს,მელორ სტურუასა და მედია კანდელაკს.ბავშვობიდანვე ეწეოდა აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას,ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში თავის პირველ ლიტერატურულ წერილს წინ უმძღვარებს,ხელნაწარ ჟურნალ ,,სამშობლოს,,.

სკოლის დამთავრების შემდეგ(1947 წ.) სწავლას განაგრძობს მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად იგი ეცნობა დასავლურ მწერლობას.1948 წელს სპეციალურ წერილს უძღვნის II მსოფლიო ომის შემდგომ ლიტერატურაში მომხდარ ცვლილებებს.1952 წელს წითელ დიპმლომზე ამთავრებს უნივერსიტეტს და იმავე წელს ირიცხება მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში.ასპირანტურაში სწავლის პერიოდში კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს პაბლო ნერუდას შემოქმედებაზე წერილი თბილისში გაზეთ ,,დროშაში,, იბეჭდება.1956 წელს საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ საქართველოში ბრუნდება და ,,ლიტერატურნაია გაზეტას,,კორესპოდენტად ინიშნება. დროთა განმავლობაში იგი ცნობილ ლიგტერატურულ კრიტიკოსად ყალიბდება მისი წერილები იბეჭდება რამხოლოდ ქართულ არამედ რუსულ პროგრესულ გაზეთებშიც.1958-1960 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ,,ქართული ფილმის,, სასცენარო განყოფილების გამგედ.კითხულობდა ლექციებს თბილისის უცხო ენათა ისტიტუტში.1963 წელს გამოაქვეყნა წერილების კრებული პოეტები და პოეზია", 1965 წლიდან გურამს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში XIX საუკუნის განყოფილების ხელმძღვანელობა ჩაბარდა.1977 წელს მონოგრაფიისთვის ,,ვეფხისტყაოსნიდან,, ,,ბახტრიონამდე,, მიენიჭა ფილოლოგიურ-მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.მის კალამს ეკუტვნის არაერთი კრიტიკული გამოკვლევა მათ შორისაა კრებულები:,,ტიციან ტაბიძე,პოეზია დაპოეტები,,,უკეთეს დროთათსვის,, ქართველი ლირიკოსები, ,, სათავეებთან,,(რომელიც მხოლოდ მწერლის გარდაცვალების შემდეგ 1982 წელს გამოქვეყნდა) თანამდევი სული , და მრავალი სხვა ხოლო კრიტიკული წერილებიდან გამოირჩევა გალაქტიონის თვითმკველლოვის შემდეგ დაწერილი წერილი,ლუი არაგონის სემოქმედება და სხვა.იგი იყო მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი,გარდა ამისა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული ლიტერატურული საბჭოს თავმჯდომარე.გურამ ასათიანი 1982 წელს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა,დაკრძალულია თბილისში ,,მწერალთა და საოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.1988 წელს გამომცემლობა მერანმა" გურამ ასათიანის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაბეჭდა რჩეული ნაშრომების ერთტომეული საუკუნის პოეტები".