ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110119181946/რომანტიკოსთა ქართული

„რომანტიკოსთა ქართული“

რობა მახარაშვილი

ქართული რომანტიზმის წარმომადგენელთათვის არა მხოლოდ შინაარსობრივად იყო მახლობელი წარსული, არამედ ისინი ენობრივადაც მეტ სიახლოვეს ამჟღავნებდნენ ძველ ქართულთან. მხატვრული ენის მხრივ რომანტიკოსებს არქაისტებს უწოდებენ, რადგან ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ ძველი, არქაული სიტყვები და ფორმები დაამკვიდრონ თავიანთ შემოქმედებაში.

ენის არქაიზაცია,. პირველ ყოვლისა, ცხადია, იმას გულისხმობს, რომ რომანტიკოსი მწერლები შეძლებისდაგვარად იყენებენ მათთვის ნაცნობ გრამატიკულ ფორმებს ძველი ქართულისას.

გრიგოლ ორბელიანი:

"ცისკარმან აღმოსავლეთით ვარდისა ფერად შეჰღება"...

"დრომან შემუსრა, აღჰგავა მიწით მათნიცა საფლავნი"...

ალექსანდრე ჭავჭავაძე:"

"ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც ოდეს გველევის"...

"ანაზდად ხილვამან მე შენმან, მზეო, ასრე მძლია და წარმტაცა, გლახ, გული"...

მაგრამ "არქაიზაციისაკენ" ეს მისწრაფება მხოლოდ ამგვარი, ძველი ქართულისთვის ბუნებრივი ფორმების გამოყენებით არ შემოიფარგლება. რომანტიკოსი მწერლები ლექსის საჭიროებისათვის ქმნიან არაერთ ხელოვნურ ფორმას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს და ბუნებრიობას უკარგავს მათ სტილს. მაგალითად, არქაიზების სურვილით აიხსნება პირის ნიშნების ზედმეტად, დანიშნულების გარეშე გამოყენება, სხვა ხელოვნური ფორმების შექმნა:

"ვითარცა ცეცხლი მარტოდა ჰსჩანს ველსა ზედა ჰშთომილი...'

"ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა"...

ნიკოლოზ ბარათაშვილი, სხვა რომანტიკოსების მსგავსად, იყენებს არქაიზმებს, მაგრამ ძალიან იშვიათად.

გამოყენებული ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ქართული ენა და ლიტერატურა 11 კლასი ვახტანგ როდონაია, გამომცემლობა "სწავლანი", თბილისი, 2010