ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები/Henry McClean

Henry McClean

  აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

Henry McClean (განხილვა · წვლილი · მომხმარებლის წაშლილი შესწორებები · აქტიურობა · ჟურნალები · დაბლოკვის ჟურნალი)

დასრულების თარიღი: 14:23, 2013 (UTC)

კანდიდატის თანხმობა: იხილეთ მის განხილვის გვერდზემიხეილ მიწერა 14:23, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მეგობრებო, ვფიქრობ, ჰენრი აქამდეც უნდა ყოფილიყო ადმინისტრატორი. როგორც წესი, ის მუდმივად ყველაზე აქტიურია ქართულ ვიკიპედიაში, ამავე დროს, ყველაზე მედგრად ებრძვის ვანდალიზმს. ვფიქრობ, ადმინისტრატორის როლში მისი საქმიანობა უფრო ნაყოფიერი გახდება და მისი ეს სტატუსი ქართულ ვიკიპედიასაც დიდად წაადგება. — მიხეილ მიწერა 14:23, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

  •   კომენტარი: ამაზე ვთანხმდები იმიტომ, რომ ვანდალის ნამოქმედარში წასაშლელის თარგის/ვანდალის განხილვაში ტესტის/ვანდალიზმის შეტყობინების ჩასმას იგივე დროს ვუნდები. იმედი მაქვს, რომ ამით შემიძლია დავეხმარო ვიკიპედიას და შევუმსუბუქო სამუშაო სხვა ადმინისტრატორებს, ვინაიდან დღის დიდი ნაწილის მანძილზე აქ ვარ და ვიხედები. ვანდალებს/ტესტერებს ხაზს ვუსვამ, ვინაიდან ამ ბოლო თვეებში უბრალო რედაქტირებებზე უფრო მეტი ჩემი მხრიდან მათ კუდში დევნაა. მზად ვარ, ვუპასუხო ვიკიპედიის სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებსაც. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:29, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

  (მომხრე)

  1.   (მომხრე) — მიხეილ მიწერა 14:23, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  2.   (მომხრე) რა თქმა უნდა! ჰენრიზე უფრო ღირსეული კანდიდატი ადმინისტრატორობაზე არ მეგულება   მჯერა, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ადმინისტრატორი გახდები  --შოთა [UT] 14:32, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  3.   (მომხრე)--Tornike   14:41, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  4.   (მომხრე) ყველაზე მიუკერძოებელ (რაც ამ ბოლო დროს დიდი პრობლემაა ქართული ვიკიპედიისთვის) ვიკიპედიელს რომ შემეძლოს კიდევ 10 ჰო-ს დავუწერდი. --JABA 1977 15:18, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  5.   (მომხრე) რა თქმა უნდა! --M. განხილვაწვლილი 16:20, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  6.   (მომხრე) ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ აქვს, ჰენრი რომ თანახმაა! : )) ასეთ შემთხვევას როგორ გავუშვებ და როგორ არ მივცემ დადებით ხმას?! : )) Deu. 16:43, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  7.   (მომხრე) რა თქმა უნდა ჰო :) ჰენრიზე უკეთესი ადმინისტრატორობის კანდიდატი ნამდვილად არ გვყავს.--დათო1010   17:20, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  8.   (მომხრე) დასაბუთება სჭირდება?! — MEDGEORGIA  განხილვა  17:27, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  9.   (მომხრე) — Nodar Kherkheulidze განხილვა 17:55, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  10. რა თქმა უნდა! ჰენრის ყველა შენიშვნა სამართლიანი, არგუმენტირებული და ამომწურავი იყო. იგი მზად არის ადმინისტრატორობითვის. ჩემთვის ყველა ადმინისტრატორი ერთია:სამართლიანი,ზომიერად მკაცრი და საუკეთესო მრჩეველი. კარგი იქნება თუ ადმინისტრატორების რიცვს ჰენრიც დაემატება.dima.laz. 10 ოქტომბერი 2013(UTC) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 94.100.237.37 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  . მომხმარებელს არ აქვს ხმის მიცემის უფლება. Deu. 18:36, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
    დიმა, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც არანაკლებ 3 თვის წინ დარეგისტრირდნენ იგი აქტიური უნდა იყოს კანდიდატის წამოყენებამდე. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:38, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  11.   (მომხრე) – BruTe () 19:19, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  12.   (მომხრე) — ვაა, ვაა! ისე მიკვირს, აქამდე რატომ არ იყო ჰენრი კანდიდატი. მაგრამ ახლა როცაა, ერთი დიდი თანხმობა ჩემგან. ადამიანს, რომელსაც ქართული ვიკიპედიის აღორძინებისათვის 'ლომის წილი' მიუძღვის :)--ბექალაბაძე   15:40, 12 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  13.   (მომხრე) ჰენრი შენი ადმინისტრატორობა აქამდე იყო საჭირო. საერთოდ, ეგრე ხდება ხოლმე, აქტიური მომხმარებელი საბოლოოდ როგორც წესი ადმინისტრატორი ხდება, რადგან ამ მიმართულებით ვიკიპედიაში უფრო მეტ წვლილს შეიტან. თან იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენდა საუბედუროდ ადმინისტრატორები ვეღარ ვაქტიურობთ სათანადოდ და რაც უფრო მეტ ღირსეულ ადმინისტრატორს შეიძენს ვიკიპედია მით უფრო კარგი იქნება ეს პროექტისთვის. ხოლო შენ სწორედ, რომ ასეთი კანდიდატი ხარ. ბოდიშით, ცოტა გამიგრძელდა. - ოთოჯი განხილვა 04:36, 14 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  14.   (მომხრე) —--Mimos განხილვაწვლილი 09:14, 14 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  15.   (მომხრე) — განა სჭირდება საბუთი ჰენრის გაადმინებას და იმას, თუ მე როგორ გამიხარდა ეს აბავი :)? — G.G. 09:43, 15 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  16.   (მომხრე) — კინაღამ არ გამომრჩა ეს კენჭისყრა... მოხარული ვარ ამ ამბით. ;) მადლობა ჰენრის თანხმობისთვის... ;) :) — GIO→13  17:36, 15 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

  (წინააღმდეგი)

  (ნეიტრალური)

კითხვები კანდიდატს

  • ჩემი აზრი ამ საკითხზე იცი, ცოტა არ იყოს ზედმეტად მკაცრი მგონიხარ ახალბედების შეფასებაში. პირად განხილვის გვერდზე ვნახე, რომ არ იცი, რა ვადით დაბლოკო მომხმარებელი — პრინციპში, ეს არავინ არ ვიცით, ეს პირად რწმენას ეფუძნება. პირადი რწმენა კი დიდწილად დამოკიდებულია სიმკაცრეზე. ახლა კი კითხვა: ადმინისტრატორის სტატუსის ჩართვის შემდეგ შეიცვლება (შერბილდება) თუ არა შენი დამოკიდებულება ახალბედების მიმართ და გაითვალისწინებ თუ არა ცალკეულ შემთხვევებში მომხმარებლის „უდანაშაულობის“ პრეზუმფციას (რომელსაც ადმინთა უმრავლესობა ისედაც ვარღვევთ, სამწუხაროდ ხშირად)? მადლობა, Deu. 16:49, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  • ეს კითხვა მე თვითონ მაწუხებს დიდი ხანია და შენც გკითხავ : )). რას ფიქრობ, ვიკიპედიის ადმინისტრატორი რაიმეზე არის პასუხისმგებელი? და თუკი არის, ვის წინაშე? Deu. 16:51, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
  • რას ნიშნავს ვანდალიზმი? თუკი მომხმარებელი შექმნის ახალ სტატიას უაზრო ტექსტით (ჰგდსგგაჯსკჯასბჰ), ჩათვლი თუ არა ამას ვანდალიზმად და რატომ? და თუკი ამ გვერდს შექმნის აზრიანი სიტყვებით, მაგრამ უაზრო შინაარსით (მაგალითად: ჩემს მეზობელს ჰყავს თვითმფრინავი, რომლითაც ხშირად დაცურავს მდინარეში.)? Deu. 17:02, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელთა განხილვისას, დათო, სამ ტიპს შევეხები. შევეცდები, ლაკონურად, მაგრამ თუ ოდნავ გამიგრძელდება, ნუ მიწყენთ.

ახალბედებს რაც ეხება, გაფრთხილებების თარგების დიდი არჩევანი გვაქვს და ახლაც მხოლოდ იმას ვაკეთებ, რომ მაგ თარგებს ვუსვამ ხოლმე - სხვა რა დამრჩენია? ხოლმე ჩვენი მოქმედებები ზედმეტად სქემატურია, მაგრამ ლოგიკურად აზროვნების უნარი გვაქვს და სხვა შემთხვევაში ვუხსნი მომხმარებელს. რეაგირების გარეშე შენი გაფრთხილებების დატოვება, რა თქმა უნდა, საწყენია და ვაღიარებ - ერთ დღეს გაღიზიანებამდე მიდის (რომ არ გპასუხობენ დღეებისა და კვირის მანძილზე, კარგს რას იფიქრებ?), მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, გიპასუხებენ კიდეც და გამოგყვებიან. ამის ნათელი მაგალითი - მომხმარებლის განხილვა:ასლამაზიშვილი/არქივი 1. ყველანაირად ვეცადე, მაგალითად, ეს ადამიანი შემენარჩუნებინა ვიკიში, ვინაიდან მნიშვნელოვანი წვლილი შემოჰქონდა, უბრალოდ უნდა ესწავლა.

სხვებზე რეაგირება უნდა მოხდეს ფაქტის შესაბამისად. გამფუჭებელმა არა მხოლოდ ის წითელი ფერი უნდა მიიღოს (სხვათა შორის, ვთვლი, რომ ნამდვილად ზედმეტად ხმაურიანია ეგ თარგი, თავისი ფერით), არამედ უნდა იცოდეს, რომ მისი ქმედება მხოლოდ გვაფერხებს - და არა მხოლოდ დაბლოკვის წინასწარმეტყველების ხარჯზე უნდა შეიტყოს ეს. მგონი, ჩვეულებრივად უნდა მოვეპყროთ პიროვნებას, რომელიც შემოდის და იქექება და არც იცის, რისთვის (როგორც ყოველთვის). ხოლო იმის ქმედებას, ვინც არაადეკვატურ გამონათქვამებს იყენებს, გაფრთხილებების შემდეგ ლოგიკური დასასრული ექნება - დროებითი გათიშვა ვიკიდან. მე კვლავ ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანი, რომელიც ვიკისთან ურთიერთობას უცენზურო ფრაზების ფრქვევით (ამას ხაზს ვუსვამ, როგორც უკანასკნელი წლების ერთ-ერთი პრობლემას) იწყებს, სერიოზულად არის განწყობილი მასში სამუშაოდ (არავირტუალურ ცხოვრებაშიც რთულად ვურთიერთობ ასეთი გამონათქვამების პატრონებთან). მე მირჩევნია სქემატურად ვიმუშავო აქ და რედაქტირებისგან დავბლოკო მოცემული ნორმებით და წესებით და რა თქმა უნდა, არა საკუთარი განსაზღვრით (როგორც ამიხსნიან, ისე ვიმოქმედებ, ასე უფრო მშვიდად ვიქნები).

გვყავს ისე მესამე კატეგორიაც - ხალხი, რომელიც თვლის, რომ რაღაცით ვალდებულები ვართ, დაახლოებით ასე წერს - 'არ გრცხვენიათ, ეს რა გიწერიათ, ვინ დაწერა ეს და ა.შ.' - ასეთებზეც მიმაჩნია, რომ სტანდარტული რეაქცია უნდა იყოს, მშვიდი ახსნა-განმარტებებით. საწყენია, როდესაც არ გიფასებენ - მაგრამ მათ სამწუხაროდ, არ ესმით ვიკის მუშაობის სქემა. გარემოებები არ იძლევა იმის საშუალებას, აუხსნა, რომ აქ 500 კაცი არ ზის და არ მუშაობს. ვერ ვხედავ წინაღობას იმისა, რომ ვინმე ადგეს და მშვიდად უპასუხოს ასეთ გააფთრებულებს. სულ რომ 10-ჯერ მკვახე ტონით გაგესაუბროს - მე ვფიქრობ, როდესაც შენს თავს ინარჩუნებ, საბოლოოდ მაინც ღირსეულად გამოხვალ ამ დისკუსიიდან - იმას კი თავში ქვა უხლია, მისი უტაქტობა მისივე პრობლემაა.

ვანდალიზმი: მასეთ ტექსტებს მე დიდი ხანია, ვანდალიზმად აღარ ვთვლი (ტექნიკური მიზეზით, ხელი თუ წამიცდა ვანდალის თარგისკენ, უმალვე ვანაცვლებ ტესტის თარგით), ვინაიდან ის მომხმარებელი უბრალოდ იქექება და ტესტავს. არ ჩავთვლი, ვინაიდან ვიცი, რომ (ჩვენს შემთხვევაში) ვიღაცამ დაავალა ამის გაკეთება და ამას ჯერ ვერ ვასწორებთ. არ ჩავთვლი, ვინაიდან თუნდაც არსებულ ტექსტში ახლადშემოსულის მიერ შეტანილი 'ბლაბლაბლა' ტესტია და მერე არაფერი, ხოლო მაგალითად, ნინა დობრევის სტატიაში ვინმეს მიერ განგებ ჩაწერილი არასწორი თარიღი ან სადმე სხვაგან - 'ვინც ეს დაწერა, დებილია' - უკვე უხეში დარღვევაა. ეს არის განსხვავება, ალბათ.

ვიკიპედიის ადმინისტრატორის პასუხისმგებლობაზე: მე მიფიქრია ზოგადად იმ პასუხისმგებლობაზეც კი, რასაც საერთოდ ვიღებთ (არა მხოლოდ ადმინისტრატორები). დროთა მანძილზე, როდესაც აქტიური მონაწილეები ვხდებით. მაგრამ ვიკიპედიის მუშაობის სქემა არ გვავალდებულებს ბევრ რამეს (ვინაიდან 'თავისუფალია'). მიუხედავად ამისა, როდესაც საკუთარ თავზე იღებ ასეთი მონიტორინგის ფუნქციას, სულ ცოტა იმას ნიშნავს, რომ ვიკიში ხალხი შენს იმედზეა და პირველ რიგში, ის უნდა დარჩე, რაც იყავი (პიროვნულად - ვინაიდან სწორად აქედან იწყება მათი შენს მიმართ სიმპათია) და ამიტომ აგირჩია, შემდეგ კი გახსოვდეს - თუკი შენ აგირჩიეს, ესე იგი, ენდობიან შენი მუშაობის სტილსაც (მხოლოდ იმას კი არა, რომ ყოველთვის პასუხობ კითხვებზე ან სხვა პრობლემაზე), იმედი აქვთ, რომ რაღაც სიახლეს შეიტან და წინ წასწევ ვიკისაც. მე არ ვიცი, რა განსაკუთრებული ცვლილება იქნება ჩემი შემოსვლით, ვინაიდან ვთვლი, რომ აქ ხალხს უკვე და ისედაც ვეხმარები, როგორც შემიძლია (ახალბედებს კი ხოლმე მრავალაბზაციან ინსტრუქციებს ვუწერ, ვინაიდან მეც ოდესღაც დამჭირდა - სხვანაირად არ შემიძლია), ერთი ის დამრჩენია, ის ნახსენები ადეკვატურობა შევინარჩუნო. მეტი არ ვიცი, რა ვთქვა. მე მაგალითად, მაქვს მუშაობის ჩემი სტილი და სქემა - დღეს ვიწყებ ბოლო ცვლილებათა შემოწმებით და გასწორებით, შემდეგ გადავდივარ საკუთარ საქმეებზე. მე ვიტყოდი, უფრო საკუთარი თავის წინაშე ჩამომიყალიბდა ეს პასუხისმგებლობა, ეს ჩემი პრინციპულობაა. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:56, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

   . შეიძლება მომავალშიც დავსვა კითხვები და თუკი ცალ-ცალკე უპასუხებ (ყოველი კითხვის ქვეშ), უკეთესი იქნება აღსაქმელად :). მადლობა. Deu. 18:20, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
სიამოვნებით ვუპასუხებ ყველას. თუ ისურვებ, ეს აბზაცები თითო კითხვის ქვეშ გადასვი. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:25, 10 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

შედეგი

არჩევნები შეწყდა. მომხმარებელმა მოხსნა კანდიდატურა. — მიხეილ მიწერა 17:22, 16 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]