Vevo

(გადამისამართდა გვერდიდან ვივო)

Vevo — ვიდეო-ჰოსტინგ სერვისი, რომელსაც ფლობს და ამუშავებს Universal Music Group-ის (UMG), Google-ის, Sony Music Entertainment-ისა (SME) და Abu Dhabi Media-ს ერთობლივი საწარმო.[2] გაეშვა 2009 წლის 8 დეკემბერს.[3] Vevo-ს ვიდეოები გაერთიანებულია ვებ-სივრცეში,[4] სარეკლამო შემოსავალს იყოფენ Google და Vevo.[5]

Vevo, LLC
ტიპი ერთობლივი საწარმო
დარგი მულტიმედია, მუსიკა
დაფუძნდა 8 დეკემბერი, 2009
სათავო ოფისი ნიუ-იორკი, აშშ
მმართველი
რიო კარაეფი (CEO)
შემოსავალი 760 მლნ $ (2013)[1]
მფლობელი Universal Music Group
Sony Music Entertainment
Google
Abu Dhabi Media
საიტი vevo.com

Vevo-ს შემოთავაზებულ მუსიკალურ ვიდეოებს შორისაა სამი უმსხვილესი ხმის ჩამწერი სტუდიიდან ორის პროდუქცია — UMG-სა და SME-ის. გაშვებიდან სულ მალე, თავისი პროდუქცია Vevo-სათვის ლიცენზირებული გახადა EMI-მაც; 2012 წელს ის UMG-ს გადაეცა.[6][7] თავდაპირველად, Vevo-თვის თავისი კონტენტის ჰოსტინგს გეგმავდა Warner Music Group-იც,[8] თუმცა მან კავშირი მეტოქე MTV Networks-თან დაამყარა.[9]

 
The original Vevo-ს ლოგო, 2009 წლიდან 2013 წლის მარტამდე.

Vevo-ს კონცეპტი აღწერილი იყო, რომ ის უნდა ყოფილიყო Hulu მუსიკალური ვიდეოებისათვის,[5] მთავარი მიზანი კი მაღალშემოსავლიანი რეკლამების მოზიდვა იყო.[10] საიტის შემოსავლის სხვა წყაროები იყო სავაჭრო მაღაზიები[11] და ბმულები, რომლებიც ნანახი ვიდეოების შეძენის შესაძლებლობას იძლეოდა Amazon MP3-სა და iTunes-ზე.[12] 2008 წლის 20 ნოემბერს, UMG-მ დომენის სახელად Vevo.com მიიღო.[13] საიტზე თავისი კონტენტის დამატების შეთანხმებას 2009 წლის ივნისში მიაღწია SME-მ. 2009 წლის 8 დეკემბერს საიტი გაეშვა და იმავე თვეს, გადაუსწრო MySpace Music-ს და იგი ნომერი პირველი ყველაზე მონახულებადი მუსიკალური საიტი გახდა შეერთებულ შტატებში.[14][15]

2012 წლის ივნისში, Vevo-მ გაუშვა თავისი სერტიფიცირებული ჯილდოები, რომელიც გადაეცემა შემსრულებელს, რომლის ნამუშევარსაც Vevo-სა და მის პარტნიორ საიტებზე (მათ შორის YouTube) 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.[16]

ხელმისაწვდომობა

რედაქტირება

Vevo ამჟამად ხელმისაწვდომია ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ირლანდიაში, ტანზანიაში, იტალიაში, მექსიკაში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიაში, პოლონეთში, სომხეთში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.[17] საიტის ხელმისაწვდომობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2010 წლისთვის იგეგმებოდა,[18] მაგრამ 2013 წლის 25 ივნისისათვის, იგი ჯერ კიდევ მიუწვდომელი იყო ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს გარეთ.[19] Vevo-ს ოფიციალური ბლოგის თანახმად, გადავადების მიზეზი ლიცენზირების საკითხები გახდა.[20] Vevo-ს ვიდეოთა უმეტესი ნაწილის ხილვა სხვა დანარჩენ ქვეყნებში YouTube-ის საშუალებითაა შესაძლებელი, თუმცა, ზოგიერთ ვიდეოზე მომხმარებელს ხვდება შეტყობინება: „ამტვირთავმა ეს ვიდეო თქვენი ქვეყნისათვის ხელმისაწვდომი არ გახადა“.[21] 2011 წლის 26 აპრილს, Vevo-ს სერვისი გაეშვა გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში.[22]

2012 წლის 26 აპრილს, Vevo გაეშვა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კომპანია MCM Entertainment-ის მიერ. 2012 წლის 14 აგვისტოს, ბრაზილია პირველი ლათინოამერიკული ქვეყანა გახდა, სადაც ვივოს სერვისი გახდა ხელმისაწვდომი.[23] მის გაშვება ლათინური ამერიკის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში იგეგმება. 2012 წლის 15 ნოემბერს ვივო გაეშვა ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში.[24] 2013 წლის 3 აპრილს, Vevo ხელმისაწვდომი გახდა ნიდერლანდში,[25] ამავე წლის 17 მაისს კი პოლონეთში.[26] 2013 წლის 29 სექტემბერს Vevo-მ განაახლა საკუთარი აპლიკაცია iOS პლატფორმაზე, რაც სერვისის გერმანიაში შესვლასთან იყო დაკავშირებული. 2014 წლის 30 აპრილს ვივო მექსიკაშიც გაეშვა.[27] On April 30, 2014, Vevo was launched in Mexico.[28]

Vevo ასევე ხელმისაწვდომია ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Android, iOS, Windows Phone, Windows 8, Fire OS, Google TV, Apple TV, Boxee, Roku და Xbox 360.[29][30]

2013 წლის 12 მარტს ვივომ გაუშვა Vevo TV — რეკლამირების მქონე ინტერნეტ-ტელევიზია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს. არხი ხელმისაწვდომია მხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა მაუწყებლობის დაწყება სხვა ქვეყნებშიც იგეგმება.[31]

შესწორებული კონტენტი

რედაქტირება

Vevo-ზე არსებული ვიდეოების ვერსიები, რომლებიც შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითად უხამსი სიტყვები, შესაძლებელია შესწორდეს.[32] ეს კი Vevo-ს საშუალებას აძლევს, რომ მისი ქსელი უფრო მიმზიდველი გახდეს ისეთი სარეკლამო პარტნიორებისათვის, როგორიცაა McDonald's-ი.[32] Vevo-ს განცხადებით, მას არ გააჩნია სპეციალური პოლიტიკა ან სიტყვათა სია, რომლებიც აკრძალულია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Smith, Ethan. (2012-07-06) Vevo Seeks New Financing. Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 2013-01-03.
  2. Catherine Shu. (July 2, 2013) YouTube Confirms Renewed VEVO Deal, Takes Stake In Company. TechCrunch. AOL. ციტირების თარიღი: September 15, 2013.
  3. „Queen Rania calls on music world to support 1GOAL education campaign“. 2009-12-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-06. ციტირების თარიღი: 2010-01-06.
  4. Carr, Austin. Vevo CEO on MTV, Jersey Shore, Google TV, Music Videos. Fast Company.com, October 27, 2010.
  5. 5.0 5.1 Sandoval, Greg. (2009-03-04) Universal, YouTube near deal on music video site. CNET News. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-04. ციტირების თარიღი: 2009-04-09.
  6. Universal's £1.2bn EMI takeover approved – with conditions. The Guardian. ციტირების თარიღი: 21 September 2012.
  7. Eliot Van Buskirk. (December 7, 2009) EMI Licenses Content to Vevo in 11th-Hour Deal. Wired. Condé Nast. ციტირების თარიღი: September 16, 2013.
  8. Sandoval, Greg. (2009-10-21) Vevo negotiating with EMI and Warner Music. CNET. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-07. ციტირების თარიღი: 2010-07-27.
  9. MTV Overtakes Vevo as Top Online Music Destination - Wall Street Journal, 8 September 2010
  10. Rosoff, Matt. Vevo CEO confirms it's all about business. CNET. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-05. ციტირების თარიღი: 2009-12-17.
  11. Release Notes: Facebook Like Button, Vevo Store and more დაარქივებული 2010-09-12 საიტზე Wayback Machine. - Vevo.com, 8.4.10
  12. Notes from the Factory Floor დაარქივებული 2011-01-15 საიტზე Wayback Machine. - Vevo.com, 5.20.10
  13. Sandoval, Greg. (2009-06-04) Sony joins YouTube and Universal on Vevo video site. CNET. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-07. ციტირების თარიღი: 2010-01-12.
  14. Vevo Launches as #1 Music Network in the US დაარქივებული 2010-04-20 საიტზე Wayback Machine. Vevo.com, 13 Jan 2010
  15. YouTube Helps Vevo Overtake MySpace Music In The U.S. - Techcrunch, 13 Jan 2010
  16. Peoples, Glenn. (June 6, 2012) Vevo Launches Certified Award for Videos with 100 Million Views. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2016. ციტირების თარიღი: November 22, 2013.
  17. Reisinger, Don. (2013-10-01) Vevo lands in Germany | Tech Culture - CNET News. News.cnet.com. Retrieved on 2013-11-24.
  18. Andrews, Robert. (2009-12-09) Vevo Not Global Until 2010, Strains On First Day. paidContent:UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-06. ციტირების თარიღი: 2010-03-19.
  19. YouTube Globalization Continues with Four New Languages (Exclusive) - Wired, 25 Aug 2010. "...videos on Vevo.com, a partnership between the major labels and YouTube, only appear in the U.S. and Canada. (Some of those videos appear in those countries on YouTube, according to Vevo; the company promised in January to launch Vevo in more countries before the end of 2010 but has yet to do so.)"
  20. Vevo Coming To More Countries As Soon As Possible (2010-01-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-15. ციტირების თარიღი: 2010-05-28.
  21. List of Vevo artist channels on YouTube
  22. Salmon, Chris. (2011-04-27) Click to download: YouTube and Vevo battle it out. The Guardian. ციტირების თარიღი: 2011-04-27.
  23. Jackson, Sally. (April 16, 2012) Aussie version of Vevo starts today. The Australian. ციტირების თარიღი: April 16, 2012.
  24. VEVO launches in Spain, Italy, and France. Official VEVO Facebook Page (November 15, 2012). ციტირების თარიღი: November 15, 2012.
  25. VEVO launches in The Netherlands. Official VEVO Facebook Page (April 3, 2013). ციტირების თარიღი: April 3, 2013.
  26. VEVO launches in Poland. Official VEVO Facebook Page (May 17, 2013). ციტირების თარიღი: May 17, 2013.
  27. https://itunes.apple.com/es/app/vevo-watch-free-hd-music-videos/id407623377
  28. Vevo Launches in Mexico. Billboard (April 30, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 23, 2019. ციტირების თარიღი: May 1, 2014.
  29. VEVO: Platforms. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-05. ციტირების თარიღი: 2012-03-30.
  30. Vevo.com - VEVO: Platforms. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-30. ციტირების თარიღი: 2012-12-24.
  31. Beyond on-demand: VEVO launches VEVO TV, an MTV-inspired linear music video channel. The Next Web. ციტირების თარიღი: 12 March 2013.
  32. 32.0 32.1 Learmonth, Michael. (2010-01-22) Google Supports Censorship On Vevo So It Can Sell More Ads. Business Insider. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-16. ციტირების თარიღი: 2012-01-30.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Vevo&oldid=4538364“-დან