ლუი ვივიენ დე სენ-მარტენი
ლუი ვივიენ დე სენ-მარტენი (ფრანგ. Louis Vivien de Saint-Martin; დ. 17 მაისი, 1802 — გ. 26 დეკემბერი, 1896) — ფრანგი გეოგრაფი. ავტორია ნაშრომისა „გეოგრაფიის ისტორია და გეოგრაფიული აღმოჩენები“ (1873) ატლასთან ერთად, სადაც მოცემულია გეოგრაფიული აღმოჩენებისა და უძველესი დროიდან მოყოლებული მოგზაურობების ისტორიის ფაქტობრივი შეჯამება. ეკუთვნის შრომები ჩრდილოეთ ამერიკის, მცირე აზიის, ძველი კავკასიის გეოგრაფიის შესახებ, 3-ტომიანი ნაშრომი ინდოეთის გეოგრაფიის შესახებ ანტიკური გეოგრაფების თხზულებებში და ისტორიული და თანამედროვე მსოფლიო გეოგრაფიის ატლასი. ხელს უწყობდა საფრანგეთში გეოგრაფიული ცოდნის გავრცელებას. 1863–75 წლებში გამოუშვა გეოგრაფიული წელიწდეული, რომელშიც ათავსებდა მოგზაურობებისა და გეოგრაფიული ლიტერატურის მიმოხილვას მოცემულ წელიწადზე. შეადგინა თავისი დროისათვის ძალიან მნიშვნელოვანი „მსოფლიო გეოგრაფიის ახალი ლექსიკონი“ (ტ. 1–7, 1877–95, დამატებითი ტომი — 1897).[5] საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი (1896). 1867 წლიდან პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.[6] დაჯილდოებულია საპატიო ლეგიონის ორდენით.[7]
ლუი ვივიენ დე სენ-მარტენი | |
---|---|
ფრანგ. Louis Vivien de Saint-Martin | |
დაბ. თარიღი | 17 მაისი, 1802 |
დაბ. ადგილი | სენ-მარტენ-დე-ფონტენე |
გარდ. თარიღი | 26 დეკემბერი, 1896 |
გარდ. ადგილი | პარიზი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი[1] |
საქმიანობა | გეოგრაფი, მწერალი[2] , კარტოგრაფი და ისტორიკოსი[3] |
მუშაობის ადგილი | პარიზის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[4] |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2018.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ Луи Вивьен де Сен-Мартен // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-30. ციტირების თარიღი: 2020-09-12.
- ↑ Louis Vivien de Saint-Martin // Mitglieder der Vorgängerakademien
- ↑ L'Année géographique in der Bibliothèque nationale de France