ვიდნოე
ვიდნოე[2] (რუს. Видное) — ქალაქი რუსეთში, მოსკოვის ოლქის ცენტრალურ ნაწილში, ლენინის საქალაქო ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი (2019-დან). 71 482 მცხოვრები (2019).[1] მდებარეობს მდინარე ბიტცაზე. ქალაქში არის რკინიგზის სადგური რასტორგუევო.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვიდნოე რუს. Видное | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ფედერაციის სუბიექტი | მოსკოვის ოლქი | ||||
საქალაქო ოკრუგი | ლენინის | ||||
კოორდინატები | 55°33′00″ ჩ. გ. 37°42′00″ ა. გ. / 55.55000° ჩ. გ. 37.70000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1949 | ||||
პირველი ხსენება | 1651 | ||||
ადრეული სახელები | პარინკი, ვიდნოვო | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1965 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 160 მ | ||||
ოფიციალური ენა | რუსული | ||||
მოსახლეობა | 71 482[1] კაცი (2019) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები, თათრები, უკრაინელები, ბელარუსები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+03:00 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 495-54, 498-54, 498-618 | ||||
საფოსტო ინდექსი | 142700—142704 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.vidnoe-adm.ru | ||||
თანამედროვე ქალაქის საფუძველი გახდა მუშათა დასახლება მოსკოვის კოქს-აირის ქარხანასთან (მშენებლობა დაიწყო 1949 წელს, სახელი მიიღო 1902 წლიდან ცნობილი სააგარაკო დასახლება ვიდნოესგან). 1960–1962 წლებში ულიანოვის რაიონის ცენტრი იყო, 1965 წლიდან იყო მოსკოვის ოლქის ლენინის რაიონის ცენტრი. 1965 წელს ვიდნოეს შემადგენლობაში შევიდა სააგარაკო დასახლება რასტორგუევო (დაარსდა 1909–1910 წლებში, დღევანდელი ვიდნოე-2) და მუშათა დასახლებამ ქალაქის სტატუსი მიიღო. 2019 წლიდან ლენინის საქალაქო ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრია.[3][4]
ვიდნოეში შემონახულია: წმინდა ეკატერინეს მამათა მონასტერი (დაარსდა 1658 წელ ცარ ალექსი მიხეილის ძის ბრძანებით, დაიხურა 1918 წელს, 1931–1991 წლებში იყო გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ობიექტი, აღდგა 1992 წელს, დღეს მოქმედია), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (აშენებულია 1705 და 1716 წლებს შორის პეტრე აპრასკინის ბრძანებით ყოფილ ბატონის მამულ ტაბოლოვოში). მუშაობს საწარმოები: „მოსკოქს“, „გიფსობეტონ“, ქარხანა „მოსმეკ“ (ალუმინის კონსტრუქციები); განვითარებულია მინერალური სასუქების წარმოება.
ვიდნოესთან ახლოს მდებარეობს მუზეუმ-ნაკრძალი გორკი-ლენინსკიე და ყოფილი თავადის სახლი სუხანოვო, რომელიც ვოლკონსკების საგვარეულოს ეკუთვნოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Видное // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 266.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2019 года დაარქივებული 2019-07-16 საიტზე Wayback Machine. . Дата обращения 31 июля 2019.
- ↑ ელერდაშვილი ა., ვიდნოე // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
- ↑ Закон Московской области от 19 июля 2019 года № 172/2019-ОЗ «Об организации местного самоуправления на территории Ленинского муниципального района».
- ↑ Закон Московской области от 11 октября 2019 года № 190/2019-ОЗ «Об отнесении города Видное Ленинского района Московской области к категории города областного подчинения Московской области, упразднении Ленинского района Московской области и внесении изменений в Закон Московской области „Об административно-территориальном устройстве Московской области“».