პოლ ვიალარი
პოლ ვიალარი (ფრანგ. Paul Vialar; დ. 18 სექტემბერი, 1898 - გ. 8 იანვარი, 1996) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი.
პოლ ვიალარი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 სექტემბერი, 1898[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | სენ-დენი |
გარდაცვალების თარიღი | 8 იანვარი, 1996[1] [2] [3] (97 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ვოკრესონი[4] |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო და Grave of Nabielak |
საქმიანობა | მწერალი, დრამატურგი, საბავშვო მწერალი და პოეტი |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ალმა-მატერი | კომერციული კვლევების უმაღლესი სკოლა |
Magnum opus | Q3212423? |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი, ფემინას პრემია, საბრძოლო ჯვარი 1914–1918 და Q130759535?[5] |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1898 წლის 18 სექტემბერს სენ-დენში. ლიტერატურას ხელი მოჰკიდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ: გამოაქვეყნა ლექსების კრებული და პიესები "პირველი სიყვარული" და "ადამიანები".
1939 წელს გამოსცა რომანი "ზღვის ვარდი", რომელმაც ფემინას ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. 1943 წელს დიდი წარმატება ხვდა წილად რომანს "დიდი მარეკი"; ამ რომანში ავტორმა ბუნებისა და ცხოველთა სამყაროს შესანიშნავ სურათებთან ერთად ფრანგული საზოგადოების ევოლუცია გვიჩვენა. თვითონ კარგი მონადირე შემდგომ რომანებში: "მონადირე", "გარეულ ცხოველთა რომანი" პირად განცდებსა და გამოცდილებას გვიხატავს. ათტომიან ციკლში "ნადირობა ადამიანებზე" ის ადამიანთა და ცხოველთა ბედის იდენტიფიკაციას ახდენს და თავის სოციოლოგიურ მრწამსს აყალიბებს. იგივე იდეაა გატარებული რვატომიან რომანში "სიკვდილი არის დასაწყისი". ვიალარის კალამს ეკუთვნის აგრეთვე "XX საუკუნის ფრანგული დასაწყისი". ბოლო პერიოდში ვიალარი პატარა რომანებს წერდა, როგორიცაა "მელიფტე ბიჭი", "სამყაროს სიჭაბუკე" და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფრანგული ნოველა, ტომი 2; "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1976; გვ. 551-552
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ 3.0 3.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119032600 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://www.lemonde.fr/archives/article/1956/01/18/le-grand-prix-litteraire-de-la-ville-de-paris-est-decerne-a-m-louis-madelin_2240536_1819218.html