ვეჯინის მესამე ნაგებობა

ვეჯინის მესამე ნაგებობა — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინის დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე ვეჯინის ხევის მარცხენა ნაპირზე. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ ზურგის ჩრდილოეთ კედელი, სიგრძე — 17,84 მეტრი, მაქსიმალური სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 8,5 მეტრზე, კედლის სისქე 0,9 მეტრია, და მასთან დაკავშირებული სამი კედელის ნაწიბურები — ბოლოებში და დასავლეთ ნაწილსი იგი ნაგებია რიყის ქვითა და კირის დუღაბით; არქიტექტურული ელემენტების წყობაში გამოყენებულია კვადრატული აგუროც. ნაგებობა სამსართულიანი ყოფილა (კედელზე შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭების დასაყრდნობი საფეხურები).

პირველი სართულის დონეზე კედელი თითქმის მთლიანად დაფარულია მიწითა და ნანგრევებით. კედლის აღმოსავლეთ ნაწილის შუაში მოჩანს ისრულთაღოვანის თაღის მცირე ნაწილი.

მეორე სართულის დონეზე. აღმოსავლეთ ნაწილში, სამი შეისრულთაღოვანი ნიშაა, რომელთა თაღები აგურისაა. მათგან აღმოსავლეთით მდებარე ნიშაში მოწყობილია ისრული თაღით გადახურული ღრმა უბე. კედლის აღმოსავლეთ ბოლოში. გვერდიგვერდ, ორი სწორკუთხა, ნიშაა მათ ქვემოთ კი - მცირე ისრულთაღოვანი ნიშაა. რომელიც ვიწრო და დაბალი ჰორიზონტალური ხვრელით დაკავშირებულია კედლის სისქეში მოწყობილ ცილინდრულ, ნახევარსფერული კამარით გადახურულ სათავსთან (დიამეტრი — 1,8 მეტრი სიმაღლე — დაახლოებით 2,5 მეტრი). სათავსი მთლიანად შელესილია: მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში პატარა სწორკუთხა ნიშაა. სართულის კედლის დასავლეთ ნაწილი ყრუა.

მესამე სართულზე. აღმოსავლეთ ნაწილში, ორი შეისრულთაღოვანი ნიშაა. მათ აღმოსავლეთით. კი - ერთი საკმაოდ დიდი და ღრმა სწორკუთხა ნიშაა (სიგრძე 1,92 სანტიმეტრი სიმაღლე 1,5 მეტრი სიღრმე — 1,3 მეტრი), მის გვერდებში თითო ისრულთაღოვანი ნიშაა მოწყობილი. ხოლო ძირში — ხვრელი (დიამეტრი — 0,55 მეტრი სიმაღლე 1,3 მეტრი), რომელიც დაკავშირებულია მეორე სართულის დონეზე მოწყობილ სათავსოსთან. კედლის დასავლეთ ნაწილი ამ სართულზეც ყრუა.

ლიტერატურა

რედაქტირება