ვერონიკა აბად-როხასი
ვერონიკა აბად-როხასი (ესპ. Verónica Abad Rojas; დ. 14 ნოემბერი, 1976, კუენკა, ეკვადორი) — ეკვადორელი ბიზნეს-ტრენერი და პოლიტიკოსი. ეკვადორის ვიცე-პრეზიდენტი 2023 წლის 23 ნოემბრიდან. 2023 წელს კენჭს იყრიდა ქალაქ კუენკის მერის თანამდებობაზე, მაგრამ წარუმატებლად. მუშაობდა საერთაშორისო პროექტებზე ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდასაჭერად.
ვერონიკა აბად-როხასი | |
ეკვადორის 53-ე ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 23 ნოემბერი, 2023 |
პრეზიდენტი | დანიელ ნობოა |
წინამორბედი | ალფრედო ბორერო |
დაბადებული | 14 ნოემბერი, 1976 კუენკა, ეკვადორი |
პოლიტიკური პარტია | ნაციონალ-დემოკრატიული მოძრაობა |
შვილები | 3 |
ადრეული წლები
რედაქტირებავერონიკა აბად-როხასი დაიბადა კუენკაში,[1] მუსიკოსების ოჯახში, სადაც მან გაატარა ბავშვობა ისეთ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრაში, როგორიცაა ფორტეპიანო და ვიოლინო.[2]
სწავლობდა, მაგრამ არ დაუსრულებია ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. შემდეგ მან გაიარა ტრენერის რამდენიმე მოკლე კურსი მეწარმეობის შესახებ სანტიაგოში, გერმანიის ქალაქ გუმერსბახში პოლიტიკური სტრატეგია ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდში და ინოვაცია და ტექნოლოგია იერუსალიმში.[2]
კარიერა
რედაქტირებავერონიკა აბადის პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2006 წელს, როდესაც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.[3] მოგვიანებით იგი გახდა ქალ დირექტორთა ქსელის დამფუძნებელი და მუშაობდა საერთაშორისო პროექტებზე მეწარმეობის მიმართულებით, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და ქალების მხარდასაჭერად.[4]
2020 წლიდან 2022 წლამდე მუშაობდა ბავშვთა არასწორი კვების წინააღმდეგ ბრძოლის სამდივნოში.[3] 2023 წლის 5 თებერვლის ადგილობრივ არჩევნებში კენჭს იყრიდა ქალაქ კუენკის მერად.[5] ამავე წლის 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა დანიელ ნობოას ვიცე-პრეზიდენტად. ორივე კანდიდატურა მოულოდნელად გავიდა არჩევნების მეორე ტურში.[6] პრეზიდენტიც და ვიცე-პრეზიდენტიც კენჭს იყრიდნენ ნაციონალ-დემოკრატიული მოძრაობის სიით.[7]
2023 წელს ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ვერონიკა აბადის პირველი ოფიციალური დავალება იყო ძალზედ საპასუხისმგებლო. პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ დანიშნა ისრაელში მშვიდობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, რომელსაც დაევალა დიალოგის ხელშეწყობა და დაძაბულობის დეესკალაცია ღაზის სექტორში 2023 წლის დაპირისპირების შემდეგ.[8] ამ გადაწყვეტილების გამო იგი პრაქტიკულად დაშორებულია საკუთარ ადმინისტრაციას, 4 დეკემბერს პრეზიდენტმა ნობოამ ოფიციალურად დანიშნა ეკვადორის სამშვიდობო ელჩად ისრაელში.[9] იგი დიპლომატიურ მისიას შეუაერთდა 10 დეკემბერს.[10]
პოლიტიკური პოზიცია
რედაქტირებავერონიკა აბად-როხასი გამოდის აბორტის LGBTQ+ უფლებებისა და ფემინიზმის მეოთხე ტალღის წინააღმდეგ.[3] იგი აცხადებს, რომ იცავს რელიგიის თავისუფლებას, ინდივიდუალურ უფლებებს, კერძო საკუთრებას და თავისუფალ ბაზარს.[11] იგი ასევე გამოხატავს სიმპათიას ისეთი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ, როგორებიცაა დონალდ ტრამპი, ჟაირ ბოლსონარუ და ესპანური პარტია „ხმა“.[11]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებავერონიკა არის 3 შვილის დედა და 2 შვილიშვილის ბებია.[5] აბადი რელიგიით ქრისტიანია.[12]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Verónica Abad, la empresaria que acompaña a Daniel Noboa en el camino a Carondelet es (2023-08-22). ციტირების თარიღი: 2023-09-06
- ↑ 2.0 2.1 Verónica Abad la cuencana que propone rescatar la política junto con Daniel Noboa es. Plan V (7 August 2023). ციტირების თარიღი: 16 October 2023
- ↑ 3.0 3.1 3.2 Vaca, Stefanía (29 August 2023). „¿Quién es Verónica Abad, candidata a la vicepresidencia?“ (Spanish). GK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2023. ციტირების თარიღი: 6 September 2023.
- ↑ Quién es Verónica Abad, la candidata a la Vicepresidencia junto a Daniel Noboa es (2023-08-21). ციტირების თარიღი: 2023-09-06
- ↑ 5.0 5.1 Verónica Abad, para la Alcaldía de Cuenca: “Seguridad, libertad y dignidad es lo que quiero para Cuenca” es (2023-01-22). ციტირების თარიღი: 2023-09-06
- ↑ NTN24. "La antigua clase política no dio resultados": Verónica Abad, fórmula vicepresidencial de Daniel Noboa, en entrevista con NTN24 | NTN24.COM es. ციტირების თარიღი: 2023-09-06
- ↑ Este es el programa de Daniel Noboa para derrotar al correísmo en la segunda vuelta de la elección presidencial de Ecuador, el 15 de octubre - CNN Video, https://www.cnn.com/videos/spanish/2023/08/22/propuestas-daniel-noboa-presidencia-ecuador-segunda-vuelta-conclusiones-tv.cnn. წაკითხვის თარიღი: 2023-09-06
- ↑ Cañizares, Ana María. „Daniel Noboa envía a su vicepresidenta a Israel de forma 'indefinida' un día después de la posesión presidencial en Ecuador“. CNN. CNN En Español. ციტირების თარიღი: 12 December 2023.
- ↑ „Verónica Abad deberá presentarse en la Embajada de Israel el 10 de diciembre Para hacer uso de este contenido cite la fuente y haga un enlace a la nota original en Primicias“. Primicias.
- ↑ „Vicepresidenta Verónica Abad se presentó en la Embajada de Ecuador en Tel Aviv“. Teleamazonas. ციტირების თარიღი: 12 December 2023.
- ↑ 11.0 11.1 „Verónica Abad, pro vida y a favor de VOX, es el binomio de Daniel Noboa“ (Spanish). La Republica. 23 August 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 August 2023. ციტირების თარიღი: 6 September 2023.
- ↑ Verónica Abad, compañera de Daniel Noboa, se encargará de temas sobre migrantes, en caso de ganar las elecciones es (2023-09-02). ციტირების თარიღი: 2023-09-06