მთავარი მენიუს გახსნა

ვერნონ სმითი (ინგლ. Vernon Lomax Smith; დ. 1 იანვარი, 1927, უიჩიტო, აშშ) — ამერიკელი ეკონომისტი. ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (2002) „ლაბორატორიული ექსპერიმენტებისთვის, როგორც საშუალება ემპირიულ ეკონომიკურ ანალიზში, განსაკუთრებით — ალტერნატიული საბაზრო მექანიზმების ანალიზში.“ სწავლობდა კანზასის უნივერსიტეტში. დოქტორის ხარისხი მიიღო ჰარვარდში. ექსპერიმენტული ეკონომიკური კვლევების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. ეკონომიკური მეცნიერებების ასოციაციისა (1986—1987) და საზოგადოება „საზოგადოებრივი არჩევანის“ (1988—1990) პრეზიდენტი. ადამ სმითის პრემიის ლაურეატი (1995).

ვერნონ ლომაქს სმითი
VernonSmith2.jpg
მშობლიური სახელი Vernon Lomax Smith
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1927 (1927-01-01) (92 წლის)
დაბ. ადგილი უიჩიტო, აშშ
მოქალაქეობა აშშ[1]
საქმიანობა ეკონომისტი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
დამსაქმებელი ბრაუნის უნივერსიტეტი, პერდიუს უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, ამჰერსტის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი, კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, University of Arizona და Chapman University
საერთაშორისო ორგანიზაცი(ებ)ის წევრობა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემია
ჯილდოები Nobel prize medal.svg ნობელის პრემია ეკონომიკაში (2002)
ალმა-მატერი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, University of Kansas, ამჰერსტის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი, Friends University და Kansas State University
სამეცნიერო ხელმძღვანელი ვასილი ლეონტიევი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება