ვერნების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერნებში.

ძეგლის აღწერა რედაქტირება

ძეგლი პირველად მოინახულა თედო სახოკიამ, რომლის ნანგრევებში აღმოჩნდა ერთ-ერთი საყურადღებო და ჩუქურთმიანი ქვა, რომელიც საყდრის შესასვლელის ზღუდარი უნდა ყოფილიყო. წარწერა პალეოგრაფიული თავისებურებებით XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. იგი იხსენიებს ერისთავთ ერისთავებს გრიგოლს, აბუსერს, გიორგის, ბეშქენს და სხვა.

ქ(რისტ)ე ად(იდე)ნ ე(რისთავთ) ე(რისთავ)ნი (გრიგოლ) და აბ(უ)ს(ე)რი და გ(იორგ)ი და (ბე)შქენი (ერთი სიტყვა არ იკითხება) ზ(ა)ქ(ა)რ(ია)

—თედო ჟორდანია

ლიტერატურა რედაქტირება

  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, ბატ., 1962, გვ., 35
  • თ. სახოკია, „მოგზაურობანი“, თბ., 1985, გვ. 295-297
  • თ. ჟორდანია, „ქრონიკები“, ტ. 2, გვ. 120-123

სქოლიო რედაქტირება