ვერე (მონასტერი)

(გადამისამართდა გვერდიდან ვერე (ძეგლი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვერე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვერე — ქართული ხუროთმოძრვრების ძეგლი, მონასტერი და ციხე მდინარე ვერის ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის მიდამოებში. შემორჩენილია სამონასტრო ნაგებობათა, გალავნის, გვიანდელი ხანის სამრეკლოსა და სხვა ნანგრევები. ანსამბლის ცენტრში აღმართულია VII საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ინტერიერში ნავები გამოყოფილია სვეტების ორი წყვილით. ჩანს XI საუკუნის კაპიტალური შეკეთების კვალი - განსაკუთრებით ფასადებზე. მონასტრის ქვემოთ, კლდოვან ქედზე IX-X საუკუნეების ციხის ნანგრევებია.

ლიტერატურა რედაქტირება