ვენგარდის კლასის წყალქვეშა ნავები

ვენგარდის კლასის წყალქვეშა ნავები - დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ბალისტიკური რაკეტების მატარებელი ბირთული წყალქვეშა ნავების კლასი. ვენგარდის კლასი წარმოდგენილ იქნა 1994 წელს როგორც ტრაიდენტის ბირთვული პროგრამის ნაწილი და მოიცავს ოთხ ნავს: HMS Vanguard, HMS Victorious, HMS Vigilant და HMS Vengeance. ყველა მათგანი აიგო 1986-დან 1999 წლამდე ბეროუ-ინ-ფარნესის ვერფებზე Vickers Shipbuilding and Engineering-ის მიერ, რომელიც ამჟამად BAE Systems-ის საკუთრებაშია. ვენგარდის კლასის ოთხივე წყალქვეშა ნავი ბაზირებულია მისი უდიდებულესობის საზღვაო ბაზა კლაიდზე (HMS Neptune), გლაზგოდან 40 კმ-ით დასავლეთით, შოტლანდია.