ვედრების მეორე ნასოფლარი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვედრების ნასოფლარი.

ვედრების მეორე ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედრებას ჩრდილოეთით , გზის მარჯვენა მხარეს. თარიღდება ფეოდალური ხანით.ნასოფლარზე შემორჩენილია ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. ირგვლივ შეინიშნება სხვა ნაგებობათა ნაშთებიც. სამხრეთ-აღმოსავლეთით შემთხვევით ამოთხარეს დიდი ზომის ჩაკიდული ქვევრის ფუძე (ამჟამად დევს ეკლესიის სამხრეთ კედელთან).

ლიტერატურა რედაქტირება