ვახტანგ რჩეულიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რჩეულიშვილი.

ვახტანგ რჩეულიშვილი (დ. 1 იანვარი, 1954, თბილისი — გ. 13 აპრილი, 2017) — ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ფიზიკოსი. საქართველოს სოციალისტური პარტიის ლიდერი.[1] ბიზნესმენ მაია რჩეულიშვილის მეუღლე.

ვახტანგ რჩეულიშვილი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1954
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 13 აპრილი, 2017 (63 წლის)
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა პოლიტიკოსი
ბიზნესმენი
პარტია საქართველოს სოციალისტური პარტია
მეუღლე(ები) მაია რჩეულიშვილი
შვილ(ებ)ი გუკა რჩეულიშვილი

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1979–1982 წლებში იყო ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი; 1982–1984 წლებში კომკავშირის ცკ-ს ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1982-1985 წლებში უცხოეთის განყოფილების ინსტრუქტორი; 1985–1987 წლებში მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საინფორმაციო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1992 წლებში საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1992–1995 წლებში საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე.

1985 წლიდან აქვეყნებს სტატიებს. იყო საქტელერადიო კომიტეტის პოლიტიკური მიმომხილველი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარე და შავი ზღვის ქვეყნების მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის ასამბლეის თავმჯდომარე.1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისი, ჩუღურეთის მაჟორიტარი). 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისი, ჩუღურეთის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „სოციალისტური პარტია“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“. 2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, ვახტანგ რჩეულიშვილმა დატოვა პოლიტიკა და ბიზნესით დაკავდა.[2]

ვახტანგ რჩეულიშვილი ბოლო კვირების განმავლობაში თოდუას კლინიკაში, მძიმე დიაგნოზით იყო მოთავსებული, იგი კლინიკაში სიმსივნის დიაგნოზით მკურნალობდა. გარდაიცვალა 2017 წლის 13 აპრილს 63 წლის ასაკში.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება