ვაციკფარსი — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების თერგისა და სბადონის (დიდი ლიახვის სისტემა) სათავეებში. სიმაღლე 3573 მ. აგებულია ზედაიურული მერგელებით, კირქვებით, კონგლომერატებით, თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. მეოთხეულ პერიოდში ვაციკფარსიდან მყინვარები ყველა მიმართულებით ეშვებოდა. მთის დასავლეთი კალთა ციცაბოა, დანარჩენი — დამრეცი. შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.

ვაციკფარსი
კოორდინატები: 42°37′32″ ჩ. გ. 44°13′51″ ა. გ. / 42.6258306° ჩ. გ. 44.2310889° ა. გ. / 42.6258306; 44.2310889
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჯავის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3573 
ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონი
ვაციკფარსი — საქართველო
ვაციკფარსი
ვაციკფარსი — შიდა ქართლი
ვაციკფარსი

ლიტერატურარედაქტირება