ვაჩნაძიანი
ვაჩნაძიანი (ყოფილი შრომა) — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. გურჯაანი-თელავის საავტომობილო გზაზე, თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 560 მეტრი, გურჯაანიდან 18 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1529 ადამიანი. სოფლიდან 9 კილომეტრზე არის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსი. სოფელში ასევე არის ამიდასტურის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის ეზოშიც არქეოლოგებმა გათხარეს აქამდე უცნობი სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესია, რომელიც მთლიანად მიწით იყო დაფარული. არქეოლოგების თქმით, ძეგლი VII–XIII საუკუნით თარიღდება.[2][3]
სოფელი | |
---|---|
ვაჩნაძიანი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვაჩნაძიანი |
კოორდინატები | 41°50′45″ ჩ. გ. 45°39′28″ ა. გ. / 41.84583° ჩ. გ. 45.65778° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 560 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა |
![]() |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია რედაქტირება
XX საუკუნის 20-იან წლებში სოფელს შრომა დაარქვეს. 1990 წელს, სოფლის მცხოვრებთა სურვილით მას ძველი სახელი — ვაჩნაძიანი დაუბრუნდა. ტოპონიმი მომდინარეობს ვაჩნაძეების გვარიდან. ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები თავიანთ ნაშრომებში სოფელ ვაჩნაძიანს არ მოიხსენიებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალკე სოფელი არ იყო. იოანე ბატონიშვილის ნაშრომსა და სხვა სიგელ-გუჯარებში ნახსენებია ვაჩნაძიანნი, სავაჩნაძო, მაგრამ ეს არ არის რომელიმე დასახლებული პუნქტის სახელწოდება. ეს ვაჩნაძეების საგვარეულო ადგილ-მამულების საერთო დასახლებაა. ვაჩნაძიანი სოფელ კალაურის უბანი იყო. ჯარისათვის მაჭრის შეგროვების შესახებ, ერეკლე მეფის 1787 წლის ბრძანებაში ნათქვამია: „კალაურის სახასო საპანე ორი და ნახევარი, სავაჩნაძომ ერთობით სამი საპანე“ უნდა გამოიღონ. აქ სავაჩნაძო ტერიტორიული ერთეულია. ვაჩნაძიანი ცალკე სოფლად XlX საუკუნის ll ნახევარში შედგენილ საკომლო დავთრებში დასტურდება. სოფელში ყმა-მამულებს გარდა ვაჩნაძეებისა ჯანდიერები, ჭავჭავაძეები, ჯორჯაძეები და ანდრონიკაშვილები ფლობდნენ. სოფლის სამხრეთით, ბოსტნისხევის (მღვრიეხევის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე ნასოფლარი განგიურია, მარცხენა ნაპირზე — ნასოფლარი ბადიური.
იხილეთ აგრეთვე რედაქტირება
- ვაჩნაძიანის ყველაწმინდა
- ვაჩნაძიანის ამიდასტურის წმინდა გიორგის ეკლესია
- ვაჩნაძიანის გომართის ეკლესია
- ვაჩნაძიანის მეორე ეკლესია
- ვაჩნაძიანის მესამე ეკლესია
- ვაჩნაძიანის მუზეუმი
- ვაჩნაძიანის ნადარბაზევი
- ვაჩნაძიანის პირველი ეკლესია
- ვაჩნაძიანის პირველი კოშკი
- ვაჩნაძიანის სადგომი
- ვაჩნაძიანის საწნახელი
- ვაჩნაძიანის უსანეთის ეკლესია
- ვაჩნაძიანის ფალახოსროიანის ეკლესია
- ვაჩნაძიანის ღვთისმშობლის ეკლესია
- ვაჩნაძიანის წმინდა გიორგის ეკლესია
- ვაჩნაძიანის წმინდა მარიამის ეკლესია
- ზურიას საყდარი
- თეთრი გიორგის ნიში
- თელეთის წმინდა გიორგის ეკლესია
- სამების ეკლესია
- ყვავის საყდარი (ვაჩნაძიანი)
ლიტერატურა რედაქტირება
- ბერძენიშვილი დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 90-91.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 31.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ სამარხებში აღმოჩენილი 300-მდე ექსპონატი სოფელ ვაჩნაძიანის ისტორიულ მუზეუმში გადაიტანეს / Information Agency 'PirWeli'[მკვდარი ბმული]
- ↑ ვაჩნაძიანში უძველესი სამკაულები აღმოაჩინეს