ვაჩნაძიანის წმინდა მარიამის ეკლესია
ვაჩნაძიანის წმინდა მარიამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში. დგას სოფლის სამხრეთ დასავლეთით, გუჯიაურებად წოდებულ ტერიტორიაზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, გეგმით თითქმის კვადრატული (3,75x3,2 მ). ნაგებია რიყის ქვით და დუღაბით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, კონქი, დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები და გარე კუთხეები: ფასადებზე საპირე ქვების დიდი ნაწილი ჩამოცვენილია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან აგურითაა ნაწყობი, ნახევარწიული თაღითაა დასრულებული, შიგნით — სწორკუთხაა. კარის ზემოთ პატარა სწორკუთხა სარკმელია. აფსიდი ნახევარწრიულია. (შემორჩენილია 0,5 მეტრ სიმაღლეზე). სამხრეთ კედელზე კამარის ქუსლის მცირე ნაწილია შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 106-107.